ეროვნულ ნაკრებში ბოლოს, მოლდოვასთან კიშინიოვში ჩატარებული მატჩი, ევროტუნირებზე ასპარეზობა და შეფასება, ეროვნული ჩემპიონატის სტარტი დერბით, მიზნები და აზრი მომავალზე - ეს ის თემებია, რომლებზეც "ზესტაფონის" თავდამსხმელ ნიკოლოზ გელაშვილს გავესაუბრეთ...

ეროვნულ ნაკრებში ბოლოს, მოლდოვასთან კიშინიოვში ჩატარებული მატჩი, ევროტუნირებზე ასპარეზობა და შეფასება, ეროვნული ჩემპიონატის სტარტი დერბით, მიზნები და აზრი მომავალზე - ეს ის თემებია, რომლებზეც "ზესტაფონის" თავდამსხმელ ნიკოლოზ გელაშვილს გავესაუბრეთ.

- საუბარი სანაკრებო თემით დავიწყოთ. კიშინიოვში, მოლდოვასთან ჩატარებულ მატჩს დღეს როგორ იხსენებთ?

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს თამაში განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდება. თუმცა, შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, ეს თამაში რომ მოგვეგო. ჩვენი თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. უკეთ გვმართებდა თამაში, მაგრამ ეს რატომღაც არ გამოვიდა... თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლებოდა წაგვეგო ან მოგვეგო თამაში, მაგრამ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

- საკუთარ თამაშზე რას გვეტყოდით?

- მეორე ტაიმი სრულად ვითამაშე, მარჯვენა ნახევარმცველად ვიყავი გამწესებული და შეტევაში აქტიურად მონაწილეობა მევალებოდა. ყველანაირად ვცდილობდი თამაში გამემწვავებინა და როგორმე გოლი გაგვეტანა, მაგრამ...

ერთ ეპიზოდში ძლიერად დავურტყი მოლდოველთა მეკარეს, თუმცა...

- იმ ეპიზოდს გულისხმობთ, მეკარემ ბურთი რომ ვერ შეიმაგრა და ლადო დვალიშვილი შეეცადა დამატებას?

- დიახ, ძალიან მინდოდა მოგვეგო. ერთი ბურთი რომ გაგვეტანა, კიდევ შევაგდებით. ვფიქრობ, მხოლოდ ერთ გოლს არ ვიკმარებდით.

- მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გესაუბრათ. რა გითხრათ?

- დიახ, ქეცბაია გვესაუბრა. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჩვენი თამაშით უკმაყოფილო იყო. უკეთესად უნდა გვეთამაშა... ნაკრების თავკაცი არც შედეით დარჩენილა კმაყოფილი, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ კაცნაკლულები დავრჩით და ბოლომდე მშრალად შევძელით კარის შენახვა.

- თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველად მუნდიალის მონაწილე კამერუნის წინააღმდეგ ითამაშეთ. იქნებ ის მატჩიც გაიხსენოთ...

- კამერუნთან უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მოლდოვაში. ავსტრიაში ჩინებული მოსამზადებელი შეკრება გავიარეთ და ეს წაგვადგა კიდეც. 25 მაისის ამ მატჩში მარცხენა ნახევარმცველის შემტევი ფუნქცია მევალა. შეტევაშიც უნდა გამემწვავებინა თამაში და თუ მეტოქის მცველი ჩაერთვებოდა შეტევაში, აუცილებლად უნდა ჩამოვყოლოდი ჩვენს საჯარიმოში და მოწინააღმდეგის შეტევა ჩამეშალა. ქეცბაიამ კამერუნთან მატჩის შემდეგ მადლობა გვითხრა თავდადებისთვის. მოლდოვაში ჩვენი თამაშით კი უკმაყოფილო დარჩა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, უკეთესად თამაში გვმართებს და იმედი მაქვს, შესარჩევი ციკლის მატჩებში უკეთ წარმოვჩნდებით.

- ეროვნულ ნაკრებში სამი სხვადასხვა თავკაცის მწვრთნელობისას იყავით. კლაუს ტოპმიოლერი, ექტორ კუპერი და თემურ ქეცბაია - რით განსხვავდებიან ეს მწვრთნელები ერთმანეთისგან?

- დიახ, სამივე ამ მწვრთნელის მუშაობისას მომიწია ეროვნულში თამაშმა. სამივე მწვრთნელის დიდად მადლიერი ვარ, რომ მენდნენ და გამომიძახეს ეროვნულში. ნაკრებში თამაში ჩემთვის უდიდესი სტიმულია... რაც შეეხება კითხვას... მოდი ასე გიპასუხებთ. ყველა მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს ფეხბურთში... მათ შორის თემურ ქეცბაიასაც და მის ხედვას აბსოლუტურად ვეთანხმები. ქეცბაია ფეხბურთელებისგან მოედანზე მაქსიმალურ თავდადებასა და ბოლომდე დახარჯვას ითხოვს. ტაქტიკა-სტრატეგიასაც მარტივად გვიხსნის და ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებს საბრძოლოდ განგვაწყობს.

- ქეცბაიამ უკვე მეორედ გამოგიძახათ ეროვნულში. ნაკრებში დასამკვიდრებლად ეს თქვენთვის ჩინებული შანსია...

- ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალზე ბევრს ნიშნავს, ეროვნულ გუნდში თამაში პრიორიტეტია. კარგად მესმის, რომ ეს ჩემთვის შანსია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ეროვნულ გუნდში დავმკვიდრდე.

- ნაკრებში ახალი წევრი ხართ. ეროვნულის სტაჟიან წევრებთან ურთიერთობა ხომ არ გაგჭირდათ?

- არ გამჭირვებია, პირიქით. გამოცდილი ფეხბურთელები ნაკრების ახალ წევრებს მხარში გვიდგანან. პირადად ეს თანადგომა არაერთხელ მიგრძვნია. მათ შორის მაისში, ავსტრიულ შეკრებაზე, ახლა მოლდოვაშიც. კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, ხიზანიშვილი... ყველა რჩევით გვეხმარება და მხარში გვიდგას, რომ უფრო თამამად, გახსნილად ვიყოთ ნაკრებში, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

- ახლა საკლუბო თემაზე გადავიდეთ. ნაკრებში თამაშამდე ევროტურნირებზე იასპარეზეთ. შინ ლვოვის "კარპატისთან" წაგებამ ყველას გული დაგვწყვიტა. მაინც რა მოხდა?

- ლვოველებთან საშინაო მატჩს კარგად ნამდვილად ვერ შევაფასებდი. სტუმრად 0:1 მარცხის შემდეგ, საკმაო შანსი გვქონდა, რომ გავსულიყავით, მაგრამ ეს არ მოხერხდა... წაგებული მატჩის მსაჯზე გადაბრალება არ მჩვევია, მაგრამ მსაჯობამ ძალზე დამწყვიტა გული. 2 მატჩში არბიტრმა 3 ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვინიშნა. "კარპატისთან" საშინაო თამაშის პირველივე წუთებზეც იყო დასანიშნი თერთმეტმეტრიანი სტუმართა კარში, მერე ბენაშვილის დარტყმული მცველმა ხელით დაიჭირა, მაგრამ არბიტრს რეაქცია არ ჰქონია. კიდევ ერთი ეპიზოდი იყო...

- არადა, "კარპატი" არ იყო იმ დონის გუნდი, ეს ბარიერი რომ ვერ გადაგელახათ...

- ლვოველებს "დუკლაზე" ბევრად უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ იმ დონის არა, ეს ბარიერი რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავსულიყავით. შევეცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა

- წელს ევროტურნირებზე "ზესტაფონი" პირველად გავიდა მე-3 ეტაპზე. ევროასპარეზობას როგორ შეაფასებდით?

- კი, მართალია პირველად გავიარეთ 2 ეტაპი და მესამე რაუნდში გავედით, მაგრამ ამით კმაყოფილი მაინც არ ვარ. ევროტურნირებზე ჩვენს ასპარეზობას საშუალოდ შევაფასებდი. პლეი ოფში რომ გავსულიყავით, მაღალ შეფასებას მაშინ მივცემდი.

- ევროტურნირების ამ სეზონში მხოლოდ 2 გოლი იკმარეთ...

- მეტი ბურთის გატანაც შემეძლო, შანსიც მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენე.

- შარშან ევროპის ლიგაზე ასპარეზობის შემდეგ, "ზესტაფონს" ეროვნულ ჩემპიონატზე გადართვა გაუჭირდა. სტარტზე "ლოკომოტივთან" ქულები დაკარგეთ...

- ამჯერად მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. საამისოდ მწვრთნელები გვამზადებენ და ჩემპიონატში ქულათა მაქსიმუმი უნდა დავაგროვოთ.

- ამ სეზონში რა მიზნისთვის იბრძოლებთ?

- ჩემპიონობისთვის და თასის მოპოვებისთვის. უკვე რამდენიმე წელია, რაც "ზესტაფონი" სტაბილურად არის ფავორიტებში და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩვენი დრო სწორედ ეს სეზონია და უნდა გამოვიყენოთ.

- სასტარტო ტურშივე რთული მატჩი გელით, თბილისში დერბი გაქვთ "დინამოსთან"...

- დიახ, რთული მატჩი გველის, "დინამო" ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სეზონი რიხიანად დავიწყოთ.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ რომელ გუნდებს მიიჩნევთ კონკურენტებად?

- "ოლიმპს", "ტორპედოს", "ვიტ ჯორჯიაც" არ უნდა დაგვავიწყდეს... სერიოზულად გაძლიერდა ზუგდიდის "ბაია", ფოთის "კოლხეთმაც" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა... ერთი სიტყვით, ყველა ჩვენი კონკურენტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა