პსჟ-სთან სახლში ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურის წაგებულ მატჩში (2:3) შესანიშნავად გაისარჯა „მეცის“ მარცხენა გარემარბი გიორგი წიტაიშვილი. გატანილი ლამაზი გოლის გარდა გიო მთელი შეხვედრის მანძილზე გამორჩეული იყო და მის მეურვეობას უორენ ზაირ-ემერიმ თავი ვერ გაართვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართველი ფიზიკურადაც მოძლიერდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა.

წიტაიშვილი „მეცში“ კიევის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და თუ პროგრესირება გააგრძელა, უთუოდ კარგ კლუბში მოხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი „მეცის“ მწვრთნელმა სტეფან ლე მინიანმა გააკეთა: „ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ერთი თუ ორი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით მესამე გაშვებული გოლისას. მეტოქე ბოლო ნახევარ საათში ვანერვიულეთ და ფრესთან ახლოს ვიყავით. ამისათვის კიდევ რამდენიმე წუთი გვჭირდებოდა. უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. ეს შემართება სეზონის მეორე ნახევარში უნდა შევინარჩუნოთ. „ბრესტთან“ და „ოსერთან“ შეცდომები დავუშვით, მაგრამ უკვე დადებით ძვრებს ვხედავ.

რას ვფიქრობ გიორგი წიტაიშვილზე? კარგ ფორმაშია. რამდენჯერმე მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, სადაც ნაკლებად ეფექტური იყო, მაგრამ პარიზელებთან მაქსიმ კოლინთან ერთად ურთიერთმოქმედებისას ჩინებული გახლდათ. მისი ფრთიდან მოწინააღმდეგის კარზე ბევრი იერიშის მიტანა შევძელით, ის საკვანძო ფეხბურთელი იყო, საჯარიმოში ბევრჯერ ჩააწოდა ბურთი და ლამაზი გოლი გაიტანა. დიდებულად ითამაშა“.

წიტაიშვილი 85-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა, რომელმაც დრიბლინგებით თამაში გაამწვავა და აშკარად უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

ლაშა
კახას, რა უდნა ქნას და წიტა მარცხნივ, კვარა მარჯვნივ, ცენტრშიც შეუძლია კავარას როტაცია, როცა საჭიროა, ასე რომ წიტას დაცვაში ჩაწევა და მაგის პოტენციალის არ გამოყენება არის სიბეცე! ზარია, კვერნაძე და პაჭი პუჭები სულ რო არ გამოიძახოს არაფერი დააკლდება ნაკრებს!
Gabo
ასევე აბუაშვილი,ასევე პაპუაშვლი,ასევე ყაზაიშვილი.
alexandre
გიორგი, მთელ საქართველოს უხარია შენი კარგი თამაში! ბედნიერ ახალ წელს გისურვებ. ბევრი სიხარული და წარმატება გქონოდეს ახალ წელს ოჯახში, ნაკრებში, კლუბში! გაიხარე და გაგვახარე!
გიორგი
სანიოლიც ადგა და აზაროვი საერთოდ არ გამოიძახა გოჩალეიშვილი მარცხნივ გადმოიყვანა მარჯვნივ მამუჩაშვილი დააყენა და წიტა სკამზე დასვა ხომ მაგარია? ბიჭმა ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს რაები დამართა დავიჯერო ვერ ხედავს გიოს პოტენციალს?
კახა
სანიოლმაც რა უნდა ქნას, ჩვენი შემტევი ნახევარმცველების უმრავლეაობა მარცხენა გარემარბად თამაშობს კლუბებში. დააკვირდიტ და მიხვდებით,ყველას მარცზნივ გამოუდის თამაში. კვარას პოზიციაზე თამაშობს ყველაზე კარგად დავითაშვილი, ასევე ჩაკვეტაძე, ასევევ კვერნაძე,ასევე წიტაიშვილი,ასევე ზარია,ასევე კიტეიშვილიც კი,ასევე ტაბატაძე და კიდევ არიან სხვებიც. მოკლედ რთულ სიტუაციაშია სანიოლი.
ვაჟა მასწავლებელი
რათ გინდა, რა? სანიოლეონი ჩვენი ფეხბურთელების თამაშებს თავის კლუბებში ეტყობა, რომ არ უყურებს, რადგან ფაქტი სახეზეა: ზოგს სად აყენებს სათამაშოდ, ზოგს სად! ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა დინამოს ყველა ფეხბურთელს ისეთი ადგილები შეურჩია (ყიფო კრუიფივით ყველგან იყო, საშა ჩივაძე უკან დასწია, გოჩა მაჩაიძე მარცხენა ფრთაზე გასწია), რომ ყველა "ვარსკვლავად" აქცია და შედეგიც დადო - გაიგეთ?!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა