პალანგას საერთაშორისო ტურნირის მორიგ მატჩში საქართველოს გუნდი ბელორუსიის ნაკრებს შეხვდა და 4:0 გაანადგურა
დღეს, 26 აგვისტოს პალანგას საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც მოიგო.

ქართველთათვის უმოტივაციო შეხვედრაში, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა ბელარუს თანატოლებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ასპროცენტიანი შედეგით დაასრულეს.

ახლა, საქართველოს ნაკრები თავის მეტოქეს ელის მეორე ჯგუფიდან, რომელიც უკრაინასა და ლიტვას შორის გამარჯვებული იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში კი, მაისურაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

საქართველო U17 - ბელარუსი U17 – 4:0 (2:0)

საქართველო: ადამია (ტყემალაძე 41), გაბაძე, ნ.ჭანტურია (კაპ), ჩაკვეტაძე (დვალი 41), გოროზია (გუგუშვილი 41), ცინცაძე, ჭეჭელაშვილი, მაჭავარიანი, კაკაბაძე (პაპუნაშვილი 41), ახვლედიანი (რ.ჭანტურია 41), დარციმელია (მზევაშვილი 41)

გოლები: დარციმელია (18), კაკაბაძე (38), მაჭავარიანი (45), მზევაშვილი (59)

როგორც პალანგადან შეგვატყობინეს, საქართველოს ნაკრებს იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ ანგარიშის სხვაობა გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ხვალ, 27 აგვისტოს კი, ფინალური მატჩები გაიმართება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი ტურნირის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, მოედანზე თბილისის დროით 18:00 საათზე გავა.

gff.ge

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა