25 წლის ხორვატი "ტოტენჰემის" თავჯდომარეს დენიელ ლივის შეხვდა და მასთან საუბრის შემდეგ შეეგუა იმ აზრს, რომ ამ სეზონს „უაით ჰართ ლეინზე“ გაატარებს
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ბრძოლა 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩისთვის დასრულებულია.

მოგეხსენებათ, მოდრიჩმა ხუთშაბათს ევროლიგის შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ რედნაპის თქმით, ის „დეზების“ თავმჯდომარეს, დენიელ ლივის შეხვდა და მასთან საუბრის შემდეგ შეეგუა იმ აზრს, რომ ამ სეზონს „უაით ჰართ ლეინზე“ გაატარებს.

„ვფიქრობ, ლუკას ამბავი უკვე გარკვეულია“, - უთხრა „სფურზის“ თავკაცმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ჩრდილოლონდონელებმა „მანჩესტერ სიტიდან“ ემანუელ ადებაიორის იჯარით გადაყვანის საკითხიც გაარკვიეს. „ტოტენჰემი“ აშკარად გაძლიერდა.

რედნაპმა დასძინა: „მოდრიჩს ორთავა კუნთის ტკივილი აწუხებდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არც კი უვარჯიშია. იმედი მაქვს, რომ კვირამდე მოშუშდება და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშებს. რამდენადაც ვიცი, ის და დენიელ ლივი ერთმანეთს შეხვდნენ და დენიელმა მას კიდევ ერთხელ გაუმეორა ის, რასაც აქამდე ეუბნებოდა - ჩვენ მას არ ვყიდით.

ერთი სიტყვით, მგონი ყველაფერი კარგად დამთავრდა. მე ყველგან ვამბობ, რომ ლუკა მოდრიჩთან მუშაობა ძალიან მიყვარს, რადგან ის კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზაფხული მისთვის ურთულესი იყო, „ტოტენჰემისთვის“ ერთი წუთით არ შეუქმნია პრობლემა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა