ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეს იყო 20 წლის წინ

ეს იყო 20 წლის წინ

კვირას, ბელგიის "სპაზე" განსაკუთრებული რბოლა გაიმართება - სწორედ აქ, ზუსტად 20 წლის წინ ფორმულა 1-ში დებიუტი ჰქონდა ნორჩ მიხაელ შუმახერს
კვირას, ბელგიის "სპაზე" განსაკუთრებული რბოლა გაიმართება - სწორედ აქ, ზუსტად 20 წლის წინ ფორმულა 1-ში დებიუტი ჰქონდა ნორჩ მიხაელ შუმახერს. ღირსშესანიშნავი იუბილეს წინ გერმანელი იხსენებს გასული წლების მოვლენებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ბიძგი მისცეს მის ბრწყინვალე კარიერას.

"სადებიუტო რბოლა ჩემთვის სტარტიდან 500 მეტრის შემდეგ დასრულდა, რადგან მწყობრიდან გამოვიდა გადაცემათა კოლოფი, - ყვება შუმახერი. - ვფიქრობ, ამის თავიდან აცილება იოლად შეიძლებოდა, მაგრამ გუნდის შეფმა (ედი ჯორდანი) არ მოისურვა ზედმეტი ფულის დახარჯვა დაზიანებული დეტალის შესაცვლელად, არადა, პრობლემები უკვე კვირას დილით გახურებისას შეიმჩნეოდა. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარებას 500 გერმანული მარკა სჭირდებოდა".

მაგრამ ასეთი წარუმატებელი რბოლის მიუხედავად, "სპაზე" შუმახერის გამოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საქმე ისაა, რომ დებიუტანტმა კვალიფიკაციაში მეშვიდე დრო აჩვენა და 0.7 წამით გაუსწრო "ჯორდანში" თავის გამოცდილ თანაგუნდელს ანდრეა დე ჩეზარისს. ამასთან, უნდა დავამატოთ, რომ მანამდე მიხაელს არასოდეს ჰქონია ბელგიის ურთულეს ტრასაზე ასპარეზობის საშუალება.

"ალბათ, გუნდში გადაწყვიტეს, რომ ძველი გადაცემათა კოლოფი გაუძლებდა დატვირთვას. შესაძლოა, ისინი ადრეც ასე იქცეოდნენ, ან უბრალოდ ჩათვალეს, რომ ვერ მივხვდებოდი, რაში იყო საქმე, - ფიქრობ შუმახერი. - დე ჩეზარისი რბოლის მსვლელობისას მეორე ადგილამდეც კი ავიდა, თუმცა ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე გამოეთიშა რბოლას. წრეზე ჩემი დრო თითქმის წამით უკეთესი იყო, ვიდრე დე ჩეზარისისა, ასე რომ, ნებისმიერს შეუძლია გამოთვალოს, რა შედეგის მიღწევა შემეძლო კარიერაში პირველივე რბოლის დრო. შესაბამისად, გრანპრის შედეგმა ძალიან დამწყვიტა გული".

იმ პერიოდში ედი ჯორდანის გუნდი (რომელსაც 1991 წელს ასევე დებიუტი ჰქონდა ფორმულა 1-ში) რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ძრავების მიმწოდებელმა კომპანია "კოსუორტმა" ვალების დაფარვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავების მომარაგების შეწყვეტით დაიმუქრა. რაღაც პერიოდი ძრავებით დატვირთული სატვირთო მანქანები მართლაც შეჩერებული იყო და მართალია, საბოლოოდ სიტუაცია მოგვარდა (პირველ რიგში, იმ 500 ათასი დოლარის წყალობით, რომელიც მიხაელის გამოსვლისთვის კომპანია "მერსედესმა" გადაიხადა), თავად პილოტი (მომავალი მილიარდერი და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი) მთელი უქმეების განმავლობაში იძულებული იყო ახალგაზრდულ ტურისტულ ბაზაზე მექანიკოსებთან ერთ ოთახში ყოველგვარი კომფორტის გარეშე ეცხოვრა.

მაგრამ იმ ხანებში გერმანელს ეს ნაკლებად ადარდებდა. "მე სწრაფად გავაცნობიერე, რომ პადოკის ყველა ბინადარი - ჩვეულებრივი ადამიანია. სენა, პროსტი, მენსელი - ეს პილოტები მიუწვდომელნი მეჩვენებოდნენ და უცებ ისინი ჩემს გვერდით აღმოჩდნენ, - აგრძელებს თხრობას შუმახერი. - და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ შემიძლია მათთან კონკურენცია. ამან მაშინვე მომიტანა თავდაჯერებულობა საკუთარ შესაძლებლობებში. სწორედ ეს იყო უქმეების მთავარი შედეგი. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი".

როგორც ცნობილია, მიხაელი "ჯორდანში" მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გუნდის საპრიზო პილოტი ბერტრან გაშო ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში მოხვდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბელგიელმა ავტომრბოლმა გადაამეტა საჭირო თავდაცვის ზომებს, როცა გაზის ბალონიდან სახეში შეასხა ტაქსის მძღოლს. თავდაპირველად, ედი ჯორდანი გაშოს ნაცვლად გამოცდილი სტეფან იოჰანსონის მიწვევას აპირებდა.

ამ დროს ირლანდიელს მენეჯერმა ვილი ვებერმა დაურეკა და ჯორდანმა პირველ რიგში ეს იკითხა: "შუმახერი ვინღაა?" მაგრამ, როცა საქმეში ჩაერია "მერსედესის" ახალგაზრდული პროგრამის წარმომადგენელი იოჰენ ნეერპაში და სასპონსორო თანხის ოდენობა დაასახელა, ჯორდანი დათანხმდა მიხაელისთვის შანსის მიცემას. ბელგიის გრანპრის წინ პირველი სატესტო პროგრამა ბრიტანულ "სილვერსტოუნზე" ჩატარდა.

"მახსოვს, პირველი რამდენიმე წრე ძალიან ნელა გავიარე - მანქანას უნდა შევგუებოდი, გამეხურებინა საბურავები, შემემეწმებინა, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა, - იხსენებს 91 ეტაპის მომგები შუმი. - შემდეგ ცოტა ხნით მექანიკოსებთან დავბრუნდი და ისევ ტრასაზე გავედი. როცა ასი პროცენტით მივიღე მანქანის გამოყენების საშუალება, უცებ მივხვდი, რომ შემეშინდა.

მანამდე უამრავი მანქანის საჭესთან ვმჯდარვარ, მაგრამ არც ერთი ასეთი სწრაფი, ექსტრემალური და აგრესიული არ ყოფილა. ამ შიშმა ერთ აზრამდე მიმიყვანა - იქნებ მზად არ ვარ ფორმულა 1-სთვის?"

საბედნიეროდ, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონის ყოყმანი დიდი ხანი არ გაგრძელებულა: "წრე გავიარე, შემდეგ კიდევ ერთი - და ოდნავ ამოვისუნთქე. შემდეგ შიში საერთოდ დამავიწყდა და სავსებით კომფორტულად ვიგრძენი თავი". თავად ედი ჯორდანი ტესტებს არ ესწრებოდა - თავის თანაშემწეებს ენდო. ისინი კი გაოცებით აკვირდებოდნენ, რომ მიხაელი ყოველ მომდევნო წრეზე ზრდიდა ტემპს. გერმანელი სასწრაფოდ ბოქსებში იხმეს - ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო მანქანის დამტვრევის აუცილებლობა, არადა, შუმახერის ტემპიდან გამომდინარე, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდიოდა.

დღის შედეგების მიხედვით შუმახერმა წამით უკეთესი დრო აჩვენა, ვიდრე "ჯორდანის" პილოტებმა ბრიტანეთის გრანპრის მსვლელობისას. "ამის შემდეგ მივხვდი, რომ კარგი შედეგის მიღწევა შემეძლო, თუმცა ვერც იმას ვაცნობიერებდი, საბოლოოდ რა გამოვიდოდა ამ ყველაფრიდან", - იხსენებს შუმახერი. იმ მომენტისთვის გერმანელთან კონტრაქტი გაფორმებული არ იყო.

"დამიკერეს და მითხრეს, რომ ბელგიაში უნდა გავმგზავრებულიყავი, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ იყო, - ამბობს "მერსედესის" პილოტი. - მხოლოდ ხუთშაბათს საღამოს გაირკვა, რომ მომდევნო დღეს, დილით საჭეს მივუჯდებოდი და მთელს უქმეებს "ჯორდანის" რიგებში გავატარებდი. ეს იყო ჩემი ბილეთი ფორმულა 1-ში".

გავიდა ზუსტად ერთი წელი და იქვე, "სპაზე" მიხაელი შუმახერი ახალ დონეზე აღმოჩნდა - 1992 წლის 30 აგვისტოს მან თავისი პირველი რბოლა მოიგო ფორმულა 1-ში. ის ეტაპი ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ახალგაზრდა სპორტსმენისთვის "ბენეტონის" ბოლიდით დაემარცხებინა აირტონ სენა და ნაიჯელ მენსელი.

"იმ მომენტში ეს მოვლენა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში, რადგან მანქანა არ იძლეოდა გამარჯვების შანსს, მაგრამ ამინდი დამეხმარა - მოულოდნელად პირველ პოზიციაზე აღმოვჩნდი და ფინიშამდე შევინარჩუნე ლიდერობა, - ყვება გერმანელი. - იმ დღეს ასრულდა ჩემი ოცნება".

გავიდა კიდევ სამი წელი - და შუმახერმა ისევ გაიბრწყინა "სპაზე". მეორე საჩემპიონო ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან ასევე წვიმაში დაამარცხა დეიმონ ჰილი და ისევ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე, არადა, სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო.

მაგრამ მიხაელი ბელგიაში ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. საკმარისია გავიხსენოთ 1998 წელი, როცა თავსხმა წვიმაში ის "ფერარის" ბოლიდით ლიდერობდა, მაგრამ წრეზე ჩამორჩენილ დევიდ კულტჰარდს შეეჯახა, რომელიც შუმის მთავარი კონკურენტის - მიკა ჰაკინენის თანაგუნდელი იყო. ინციდენტის დროს შოტლანდიელმა აქსელერატორის სატერფულს ფეხი აუშვა და შუმახერი მას უკნიდან დაეჯახა.

"ისე კარგად მახსოვს ყველაფერი, თითქოს ეს გუშინ მოხდა, - აგრძელებს თხრობას შუმახერი. - როგორც წესი, წვიმიან რბოლაში წყლის შხეფების გამო წინ რაიმეს გარჩევა თითქმის შეუძლებელია. და თუ წინ მიმავალი პილოტი ოდნავ აგდებს სიჩქარეს, ამას ისეთივე ეფექტი აქვს, თითქოს მან მკვეთრად დაამუხრუჭა. შეუძლებელია ამის დაფიქსირება: ჯერ არის წყლის შხეფები და უცებ კონტრაქტის გამო თქვენს მანქანას აღარ აქვს წინა საბურავი".

ორივე პილოტმა გაჭირვებით მიიყვანა დამტვრეული მანქანა ბოქსებში, რის შემდეგაც განრისხებული შუმახერი "მაკლარენის" ბოქსებისკენ გაიწია, სადაც მექანიკოსებმა ჩაუშალეს ხელი ჩანაფიქრის ასრულებაში. "შენ ჩემი მოკვლა გინდოდა", - დაუყვირა მიხაელმა თავის პრინციპულ მოწინააღმდეგეს. როგორც თავად კულტჰარდი იხსენებს, იმ მომენტში ჯერ კიდევ ჩაფხუტი ეხურა და ამიტომაც პასუხი ვერ გასცა გერმანელს. მოგვიანებით, შოტლანდიელმა აღიარა დანაშაული.

"ის მიკა ჰაკინენის თანაგუნდელი იყო, რომელთანაც მაშინ ტიტულისთვის ვიბრძოდი, - ხსნის შუმახერი. - ამიტომაც გარკვეული დასკვნები თავად ამოტივტივდა გონებაში. გარდა ამისა, ავარიის შემდეგ განრისხებული ვიყავი იმის გამო, თუ როგორ დაუშვა ასეთმა გამოცდილმა პილოტმა მსგავსი უპატიებელი შეცდომა. ამით აიხსნება ჩემი მოქმედება".

გავიდა კიდევ ორი წელი და ბედმა ისევ შეახვედრა შუმახერი "სპაზე" "მაკლარენის" პილოტს. ამჯერად გერმანელი მიკა ჰაკინენს ებრძოდა. ის ლიდერობდა, მაგრამ რბოლის ფინალურ ნაწილში "ფერარი" ისეთი სწრაფი ვერ იყო, როგორც ფინელის "მაკლარენი". და როცა Kemmel-ის სწორი მონაკვეთის ბოლოში პილოტების წინ წრეზე ჩამორჩენილი რიკარდო ზონტა გამოჩნდა, მათ ეს პილოტი სხვადასხვა მხრიდან ჩამოიტოვეს უკან და საბოლოოდ, მიკამ შეძლო შუმის გასწრება.

"რა თქმა უნდა, იმ მომენტის გამო ძალიან გაწბილებული დავრჩი, - ამბობს შუმახერი. - მანამდე ხომ ლიდერობას ვინარჩუნებდი. შემდეგ ზონტა დავინახე - ის ზუსტად ტრასის შუაში მიდიოდა. სწრაფად გავიფიქრე, რომ ასეთ სიტუაციაში ლიდერობის შენარჩუნების შანსი თითქმის არ მქონდა: მიკას იმ მომენტში უფრო მაღალი სიჩქარე ჰქონდა. მე ერთი მხარე ავირჩიე, მან - მეორე და საქმე გაკეთებული იყო.

ეს ეპიზოდი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და მან ფინელს გამარჯვების საშუალება მისცა. მისთვის მილოცვა მომიწია - დასანანი იყო, რადგან ბევრს მივცემდი იმ დღეს ტრიუმფის მოსაპოვებლად... მაგრამ სწორედ ასეთი მომენტებისთვის უყვართ გულშემატკივრებს სპორტი".

"სპაზე" ლოკალური წარუმატებლობის მიუხედავად, 2000 წელს მიხაელმა "ფერარის" ბოლიდით პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, რის შემდეგაც მწვერვალზე 2004 წლამდე რჩებოდა. მან შეძლო ბელგიაში წაგებათა სერიის შეწყვეტა და ამ ტრასაზე გამარჯვებათა რიცხვი ექვსამდე აიყვანა.

"აქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ, - აღიარებს 42 წლის პილოტი. - "სპას" ავტოდრომთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. მათ შორისაა - 1992 წელი, 1995, 1998 და სხვები. მახსოვს 2004 წელიც - მიუხედავად იმისა, რომ რბოლამ მხოლოდ მეორე ადგილი მომიტანა, სწორედ მაშინ გავინაღდე მეშვიდე საჩემპიონო ტიტული. შეიძლება ითქვას, რომ წრე შეიკრა. აქ იმდენი სასიამოვნო და საინტერესო მოვლენა გადამხდა თავს, რომ ეჭვგარეშეა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული ტრასაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია