ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას "ბარსელონა" "ფენერბაჰჩეს" ესტუმრა და 71:72 დამარცხდა.

შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა, საბოლოოდ კი, უეიდ ბოლდვინზე აღებული ჯარიმისა და ზუსტად გარდასახული 3 საჯარიმო სროლის შემდეგ, თურქებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება დაიტოვეს.

კაპიტანმა მატჩი გამოტოვა, "ბლაუგრანას" შემადგენლობაში საუკეთესო კევინ პანტერი, 20 ქულით, 1 მოხსნით, 2-2 ასისტითა და ჩაჭრით გახლდათ. დარიო ბრიზუელამ თავი 19 ქულით გამოიჩინა.

სტამბულელების მხრიდან ტალენ ჰორტონ ტაკერმა და ტარიკ ბიბეროვიჩმა თანაბარი 16-16 ქულა ჩააგდეს, მატჩის გმირის, ბოლდვინის ანგარიშზე კი 15 ქულა გახლდათ.

კატალონიელები 12 გამარჯვებითა და 6 წაგებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს, "ბილბაოსთან" გამართავენ.

"ფენერბაჰჩეს" 11 მოგება და 6 მარცხი აქვს, რითაც მე-5 პოზიციას იკავებს, 27 დეკემბერს კი "მანისას" უმასპინძლებს.

[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე