დასრულდა სუპერლიგის პირველი წრე, რომელმაც 11 ტური დაიტია. ცხრილს რომ ჩახედავთ, თითოეულ გუნდს 10-10 მატჩი აქვს ჩატარებული და ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა – მე-11 ტური რატომო. მოგეხსენებათ, სუპერლიგაში 11 გუნდია და თითოეულ ტურში ერთ მათგანს დასვენება უწევს – ამიტომაც 11 სათამაშო ტურში 5 მატჩი იმართებოდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, როგორც ხედავთ.

წრის ბოლო 2 შეხვედრა იმერეთის ქალაქებში – ზესტაფონსა და ტყიბულში გაიმართა. ორივე მატჩში მასპინძლებმა იმარჯვეს, თუმცა ზესტაფონელებმა თუ დამაჯერებლად დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი, ტყიბულელებს მოგების მოსაპოვებლად დამატებითი დრო დასჭირდათ. ის კი არა, ორბმა ლამის უიმედო თამაში შემოატრიალა, რადგან დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო, როცა ვახტანგ ქადარიამ სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველები 81:70 დააწინაურა.

მოგეხსენებათ, ასეთი უპირატესობა ბოლო 2 წუთში იშვიათად ბათილდება, თუმცა ორბის მოთამაშეებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს. მათ ბურთი ოთხჯერ ჩაჭრეს, აქედან ერთი დასრულებამდე 8 წამით ადრე და ილია ლონდარიძემ განმეორებითი სროლის შემდეგ ბურთს წარმატებულად დაამატა – 90:90. თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ფსიქოლოგიური უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ და მათ საბოლოოდ 104:100 იმარჯვეს. ამ გამარჯვებით ორბმა სატურნირო მდგომარეობა გაიმყარა.

გამარჯვებულებს ლარი ოსტინმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი და 7 ჩაჭრა მიითვალა. 28 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ილია ლონდარიძეს. 20 ქულა თომას მურმა მიითვალა. რუსთავში 22 ქულით გუგა პატაშური გამოირჩა. 15 ქულა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.

რაც შეეხება ზესტაფონურ მატჩს, მარგვეთმა ქუთაისი მესამე პერიოდში გატეხა. მანამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ზესტაფონელებმა მეტოქეს დაცვაში და შორ სროლებში აჯობეს, ფარქვეშ, სამწამიანში კი რომა ჭინჭარაული დომინირებდა, რომელიც ხშირად ვერ აგდებდა, თუმცა ბურთებს ხსნიდა, იბრძოლა და მეტოქეებს ხელს გვარიანად უშლიდა.

ქუთაისელებმა ბოლო პერიოდში სიტუაცია თითქოს დაძაბეს, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ. ზესტაფონელები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 100:88 (სტატისტიკა). მარგვეთში ტრადიციულად საუკეთესო იყო ჯეილენ ჰილი, რომელმაც 32 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა და 9 პასი დალტონ ბენქსმა მიითვალა.

პირველი წრის შემდეგ ცხრილში არის ზედაძაბულობა. პლეი ოფის ზონის 8 გუნდს შორის სამს 17-17 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ხუთს – 16-16. პირველ და მე-8 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

სუპერლიგა თებერვალში გაგრძელდება, მანამდე კი გუნდები ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირს, ასევე თასის გათამაშების პირველ საპლეიოფო რაუნდს მოილევენ.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა