მონაკოში გამართულ უეფას სუპერთასის მატჩში "ბარსელონამ" "პორტუს" მესისა და ფაბრეგასის გოლებით სძლია
ბარსელონა-პორტუ 2:0

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, აბიდალი, ადრიანო (69. ბუსკეტსი) - ჩავი, კეიტა, ინიესტა - პედრო (80. ფაბრეგასი), მესი, ვილია (61. სანჩესი).

პორტუ (4-3-3): ელტონი - სეპუნარუ, როლანდო, ოტამენდი, ფუსილე - გუარინი, სოუზა (77. ფერნანდო), მოუტინიო - ჰალკი, კლებერი (77. ბელუში), კ. როდრიგესი (69. ვარელა).

გოლები: 1:0 მესი (39), 2:0 ფაბრეგასი (88)

გაძევება: როლანდო (86), გუარინი (90)

მაყურებელი: 18 048

გუშინ, 26 აგვისტოს მონაკოში "ბარსელონამ" ტიტულების სკივრს კიდევ ერთი შეჰმატა - ევროპის სუპერთასი. ხოსეპ გვარდიოლამ 2010 წელს დაკარგული ტიტული (მაშინ სუპერთასს მეორე ესპანური კლუბი, "ატლეტიკო" შესწვდა) წლეულს დაიბრუნა - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა უპრობლემოდ დაამარცხა ევროპალიგის რჩეული "პორტუ", რომელმაც თამაში ცხრა კაცის ამარა ჩაამთავრა. უეფას წესდების მიხედვით, გამარჯვებული გუნდი გვარიანად შეივსებს ბიუჯეტს - 1,6 მილიონ ევროს მიიღებს, არც დამარცხებული რჩება ხელცარიელი: "პორტუ" შინ 1,2 მილიონი ევროთი მიდის.

ევროპის სუპერთასი ერთადერთი ოფიციალური შეჯიბრება იყო, სადაც 24 წლის ლიონელ მესის არ გაეტანა და 39-ე წუთზე არგენტინელმა ეს ყამირიც გატეხა - მეტოქის მცველისგან საჩუქარი შეირგო და მეკარე ელტონს დაუვიწყარი ფინტი გაუტანა - 1:0.

მეორე გოლი 88-ე წუთზე გავიდა, მესი ამჯერად ასისტენტის როლში მოგვევლინა, მან დელიკატური პასით შეცვლაზე შესული სესკ ფაბრეგასი მოძებნა და "ბარსას" ახალწვეულმაც არ დააღალატა თანაგუნდელი - 2:0. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაბრეგასი ძალზე იღბლიანად დაბრუნდა მშობლიურ კლუბში. მან სულ 18 წუთი ითამაშა "ბარსელონას" მაისურით და გუნდთან ერთად ორი ტიტულის, ორი სუპერთასის მფლობელი გახდა (ესპანეთისა და ევროპის), თანაც ორივეს მოპოვებაში წვლილი დაიდო.

ამ მოგებით ესპანური კლუბები იტალიურებს გაუთანაბრდნენ, ახლა იტალიელებსა და ესპანელებს 9-9-ჯერ აქვთ სუპერთასი მოგებული, 7-ჯერ ტიტულს ინგლისელები შესწვდნენ.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
გაუჭირდებოდათ!)))))))))
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა