"მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუბენ ამორიმი გაათავისუფლა, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება "მანკუნიანელებმა" სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.

გუშინ, მისი ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკებმა" "ლიდსი" ვერ დაამარცხეს (1:1). მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი ამორიმმა ემოციური განცხადება გააკეთა:

"წასვლას არ ვაპირებ და აქ იქამდე ვიქნები, სანამ ამის საშუალება მექნება. მაგრამ მე მენეჯერი უნდა ვიყო და არა მხოლოდ მწვრთნელი. კლუბში ყველა დეპარტამენტმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს, სპორტული დირექტორისა და სკაუტების ჩათვლით, მე კი ჩემს საქმეს მივხედავ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩემი სახელი და გვარი თომას ტუხელი, ჟოზე მოურინიო ან ანტონიო კონტე არ არის, თუმცა მე მაინც "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ვარ".

ამორიმი "იუნაიტედს" 2024 წლიდან წვრთნიდა, პორტუგალიელის თავკაცობით "წითელმა ეშმაკებმა" ჯამში 63 მატჩი გამართეს, საიდანაც 25-ჯერ გაიმარჯვეს, 15-ჯერ ფრეს დასჯერდნენ, 23-ჯერ კი დამარცხდნენ.

როგორც ჩანს, ეს განცხადება პორტუგალიელს ძვირად დაუჯდა. გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი დარენ ფლეტჩერი იქნება.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

სანამ ორგანიზაციის მართვის სტრუქტურა არ დალაგდება,ვერანაირი მწვრთნელი და ფეხბურთელი ვერ უშველის.ამ საიტზე მეც დამიწერია და ბევრ თქვენგანსაც,რომ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ,კლუბის ორგანიზაციამ გენერალური ხაზი დაკარგა და აქეთ იქით აწყდებიან.შედეგად მოჰყავთ ძლიერი ფეხბურთელები,რომლებიც მანამდე კარგები იყვნენ,მაგრამ მანჩესტერში არაფერი გამოსდით,გაიყიდებიან და სხვა კლუბებში,ისევ ათამაშდებიან.ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს ხანგრძლივ ვადიანი გუნდის განვითარების პროგრამა,უარი თქვას,იმწამიერი წარმატების ფასად,სტრატეგიული ფეხბურთელების გაშვებაზე,ამოირჩიოს ერთი მწვრთნელი და მისცეს მას დრო.თუ ეცოდინებათ,როგორი გუნდის აშენება სურთ,წერტილოვნად უნდა იყიდონ კონკრეტული თვისებების ფეხბურთელები და როცა ბირთვი დაკომპლექტდება,ინგლისში უამრავი ხარისხიანი ფეხბურთელია,რომლებიც დარჩენილ პოზიციებს გადაავსებენ და თანდათან მათ გაძლიერებაზეც იფიქრებენ.ამათ,თვითონ არ იციან როგორი გუნდი სურთ,ამორიმის სიტყვებიდანაც ჩანს,რომ მმართველობით აპარატშია სრული ქაოსი და სჯობია,აქედან დაიწყონ.
ზიზუ
ეს ამორიმი ფუუ, რა სპორტინგი მიატოვა შუა სეზონში დაფრინავდა ლიგის ჯგუფიდან პირდაპირ გავიდა თამაშებს არ აგებდა არც ლიგაზე და არც ჩემპიონატში სიტი გაანადგურეს, არგამოვრიცხავ ჩემპიონობისთვის ებრძოლა და ამან მაგ დროს შუა სეზონში მიატოვა. და მაგიტომაც არც არაფერი გამოუვიდა დაინგრია კარიერაც
Porto
ბატონო გიორგი საკუთარი თავის მაღალი თვითშეფასებაბგმართებთ! როდესაც სწორ მკსაზრებას ბრძანებთ, რაც მოვემულ შემთხვევაში 100% მართალი ბრძანდებით, მაგ დროს არც დიზლაიწების უნდა გეშინოდეთ და არც გნაცების!! მანჩესტერი, მილანი, იუვე და სხვა მსგავსი სახელოვანი გუნდების ესეთი დაკნინება ნამდვილად ცუდი საყურებელია!!
ავლიპი
მართალი ბრძანდებით რა თქმა უნდა.
გიორგი
რა მაინტერესებს იცით რაც ფერგიუსონმა დატოვა პოსტი გუნდში ერთი ათამდე მწვრთნელი მუშაობდა და სუყველა გაათავისუფლეს მოიყვანენ ახალ მწვრთნელს დაიმატებენ ძვირადღირებულ ხარისხიან ფეხბურთელებს და ყოველ ჯერზე აკეთებენ ფულს ნუ ფულს ყველა აკეთებს მაგრამ შიგადაშიგ შედეგსაც დებენ ამათმა კი სახელოვან კლუბს ღირსება გაუთელეს ისტორია გაუფუჭეს გულშემატკივრები კი სტადიონს ავსებენ და მღერიან აზრადაც არ მოსდიან რომ მათ ამასხარავებენ ვულზს ვერ უგებენ რომელსაც 18 თამაში სულ ორი ქულა ქონდა მოპოვებული აბა წავიდა დზლაიქები
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"საფონოვის თაობაზე ტოპ კლუბებსაც კი არ მოუსმენენ, რაც შეეხება შევალიეს..." - L'Equipe პსჟ-ს მეკარეებზე წერს
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
გერმანიასთან მარცხი არ აპატიეს - განას მწვრთნელი გაათავისუფლეს
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს" - რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო