მსოფლიოს თასისზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი დღეს, დუბლინში ბოლო ტესტ მატჩს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი დღეს, დუბლინში ბოლო ტესტ მატჩს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.

"პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა, ერთი კვირის წინათ უელსელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა. სამყურებს პირველივე წუთებიდან შეებრძოლებიან კრის ეშტონი, მანუ ტუილაგი, ჯონი ვილკინსონი, ენდრიუ შერიდანი, ტომ კროფტი და ჯეიმზ ჰესკელი.

კვლავ ძირითადში ითამაშებს ვეტერანი შუამარბი მაიკ თინდოლი. მეტიც, ის ამ შეხვედრაში "პომების" კაპიტანი იქნება. ჯონსონმა თადარიგში დააყენა ცხრა ნომერი ჯო სიმპსონი, რომელიც თუ შეცვლაზე შევა ეროვნულ გუნდში პირველ კეპს მოიხვეჭს.

"დუბლინში საკმაოდ დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვართ. ეს ძალიან კარგი შანსია მოსამზადებელი პერიოდი სერიოზული გამოცდით დავასრულოთ.

ძალიან გვიხარია, რომ პირველხაზელი ენდრიუ შერიდანი დაგვიბრუნდა. მან შეძლო ყველა სირთულის წინააღმდეგობის დაძლევა და ისევ ჩვენთანაა. გუნდს მაიკ თინდოლი უკაპიტნებს. მან ეს ალალად დაიმსახურა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამციდლი მორაგბეა და საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაშს გვიჩვენებს" - თქვა მარტინ ჯონსონმა.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტულიგაი, 12. მაიკ თინდოლი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. რიჩარდ ვაიგლსვორსი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. სტივ თომპსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. კორტნი ლოუ, 6. ტომ კროფტი, 7. ჯეიმზ ჰესკელი, 8. ნიკ ისთერი.

16. დილან ჰარტლი, 17. მეთ სტივენსი, 18. საიმონ შოუ, 19. ტომ ვუდი, 20. ჯო სიმპსონი, 21. ტობი ფლუდი, 22. დელონ არმითიჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა