ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჰოლანდიაში სამუშაო ვიზა მიიღო და ერედივიზიონშიც ითამაშებს
ვალერი ყაზაიშვილმა ჰოლანდიაში სამუშაო ვიზა მიიღო და ერედივიზიონშიც ითამაშებს. ასეა ზოგადად არაევროკავშირელი მოთამაშის საქმე - ვისთანაც უნდა, კონტრაქტს კი გააფორმებს, მაგრამ სამუშაო ვიზის გარეშე არათუ გუნდში ვერ ითამაშებს, ვერც ივარჯიშებს და, ცხადია, განაცხადშიც ვერ მოხვდება.

"საბურთალოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა არნემის "ვიტესთან" 3,5 წლიანი კონტრაქტი აგვისტოს დასაწყისში გააფორმა, მაგრამ მას შემდეგ სამუშაო ვიზას ელოდა.

ყაზაიშვილი ახლა თბილისშია და საქართველო-ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩის მოლოდინშია...

- ჯერ სიახლით დავიწყოთ, ჰოლანდიაში თამაშის უფლება მიგიღია.

- თამაშის უფლებას "ვიტესთან" კონტრაქტის გაფორმების, ანუ 7 აგვისტოს მერე ველოდები. ახლა ყველა ფორმალური მხარე უკვე მოგვარდა და გუნდს ესპანეთთან მატჩის შემდეგ შევუერთდები.

- საქართველოს ჩემპიონატში რიგიანად არც გითამაშია და უცებ ჰოლანდიის უმაღლესი ლიგის კლუბში აღმოჩნდი. ეს არა მხოლოდ შენი ტოლებისთვის, ეროვნული ნაკრების ბევრი წევრისთვისაც კი სანატრელი ლიგაა.

- ჰოლანდიის უმაღლესი ლიგის კლუბში მოხვედრა მართლაც დიდ ტრამპლინზე შედგომის ტოლფასია, თანაც, როგორც თქვით, ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატში, ფაქტობრივად, არც მითამაშია - სულ რაღაც 10 თამაში ჩავატარე. ამიტომაც მიხარია ამ დონის ლიგის კლუბის წევრობა - ეს წინსვლის დიდი შანსია.

- სამუშაო ვიზა თუ არ გქონდა, "ვიტესში" როგორ ვარჯიშობდი?

- სულ ოთხჯერ ვივარჯიშე და მერე მე და ჭანტურია ახალგაზრდულ ნაკრებს მოლდოვაში გავყევით. როდესაც ჰოლანდიაში უნდა დავბრუნებულიყავი, აღმოჩნდა, რომ ერთჯერადი ვიზა მქონია და ქვეყანაში მეორედ შესვლის უფლება არ მქონდა. ამიტომაც ნაკრების წევრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა და ვიზის ლოდინი დამჭირდა

- ჰოლანდიური ვარჯიშები ხომ არ გეუცხოვა?

- აქაურს ნაჩვევისთვის საოცრად მაღალი ტემპია - საქართველოში მსგავსი სისწრაფეები არც ვარჯიშებზეა და არც თამაშებზე. განსხვავებულია წვრთნისადმი დამოკიდებულებაც - ყველაფერი სათამაშო ვითარებასთან არის მიახლოებული, ისევე ხისტად გეთამაშებიან, როგორც მეტოქეები.

- ჩვენებურებს ასეთ ხისტ ფეხბურთთან შეჩვევა უჭირთ.

- არაფერია, შევეჩვევი, ბოლო დროს ფიზიკურად საკმაოდ მოვღონიერდი და ასეთი ფეხბურთი აღარ მაშინებს.

- ეს მართლაც თვალშისაცემია - გაცილებით ათლეტური გახდი.

- ეს საქართველოში ვარჯიშის შედეგია, ივანე ლუცენკო კარგად მავარჯიშებდა, საფეხბურთო საკითხებში კი თემურ ფოცხვერიამ და გიორგი დევდარიანმა მომამზადეს სათანადოდ. ასე რომ, იმედი მაქვს, ჰოლანდიაში არ დავიჩაგრები.

- "ვიტესის" ქართველებზეც გვითხარი.

- გიორგი ჭანტურია და გურამ კაშია მშვენიერ ფორმაში არიან და "ვიტესშიც" აფასებენ. საერთოდ, გუნდიც მომეწონა, მეგობრული ვითარებაა.

- ძირითადში დამკვიდრების იმედი თუ გაქვს?

- ცხადია, მაქვს და ისე ვივარჯიშებ, ძირითადში თამაში რომ დავიმსახურო.

- მოლდოვიდან ჩამოსვლის შემდეგ სად ვარჯიშობ?

- ფორმიდან რომ არ ამოვვარდნილიყავი, დევდარიანმა თბილისის "დინამოს" დუბლებში ვარჯიშის საშუალება მომცა.

- ესპანეთთან წყვილი სანაკრებო მატჩი გელით. შენი აზრით, მოლდოვასთან სპარინგი წაგადგათ?

- რა თქმა უნდა, რადგან საკმაოდ ძლიერ ნაკრებს შევხვდით. რომ არა მსაჯის არაობიექტურობა, უნდა მოგვეგო კიდეც. რაც მან ჩაიდინა, ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა, ვიმეორებ, თამაში მაინც სასარგებლო იყო.

- ახლა ყველა ესპანეთთან ქუთაისური მატჩის მოლოდინში ვართ.

- ყველამ კარგად იცის, რა თამაში იქნება, მაგრამ მე რატომღაც იმედიანად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ სამი ქულის მოპოვებაც შეგვიძლია. მაგრამ საამისოდ სავსე ტრიბუნები გვჭირდება და იმედია, ასეც იქნება - ქუთაისელებს ხომ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და გულშემატკივრობაც იციან.

- ესპანეთთან გამარჯვება კი არა, ბევრისთვის ქულაც სანატრელია.

- გასაგებია, ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია და ასაკობრივი ნაკრებებიც ძლიერი ჰყავს, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული სტიმული გვაქვს. ხორვატიაში ჩვენს გამარჯვებას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ხომ მოხდა ასე და ამ წარმატების შემდეგ ბიჭები იმედიანად ვართ, უფრო თავდაჯერებულნიც გავხდით. უეჭველია, ძალიან მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ ვფიქრობ, მინიმუმ არ წავაგებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

medeal
ცჰანტურია და კაზაისჰვილი ორივე მაგრები არიან.რატო სჰეცვალე ეცენი ერტმანეტიტ ბატონო ოტარ,მაგატ ერტად უნდა ეტამასჰატ.კაზაისჰვილმა გამოასოსხლა ტამაშიი,ცაგოლე მომენტიც მან სჰექმნა,ჩანტურიას კი პასის მიმცემი არ კავდა
medea
არა უსჰავც ბიცჰებო
oldcoyot
დღეს აიაქსისა და ვიტესის თამაშს ვუყურე...ვიტესის თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი სწორედ ჭანტურია იყო...პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა,მეორეს თიტქმის შუაგულში 5 წუთში 3 გოლი გაუშვეს და ჭანტურია გამოცვალეს(ცხადია მწვრთნელმა შემდეგი თამაშებისთვის არ გადაღალა)სხვათა შორის კაშიამ პირველი გოლის შემდეგ თავურით ხარიხას გაარტყა, ასე რომ გათანაბრებაც შეეძლოთ.მოკლედ მხიარული თამაში იყო, სისწრაფეები კი კი ნუ იტყვით... შემშურდა.
უძლევი
კაშიას, ჭანტურიას და ყაზაიშვილს იშვიათი შანსი მიეცათ ცხოვრებაში რომ ერედივიზიაში მოხვდნენ და თავიანთი ცხოვრება ფუჭად არ გადაყარონ. ასეთი შანსი ათასობით ქართველ ფეხბურთელს არ ეძლევა. ამ შანსის არ გამოყენება დანაშაულის ტოლფასია. აბა ვნახოთ როგორ იშრომებენ და დაამტკიცებენ რომ ამ შანსს იმსახურებენ. წარმატებებს ვუსურვებ ყაზაიშვილს!
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა