ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წელიც (8 იანვარს) ტიტულით დაიწყო და საფრანგეთის სუპერთასი "მარსელის" დამარცხებით (პენალტების სერიაში) აღმართა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველივე წელს ლუის ენრიკეს გუნდთან ერთად მოპოვებულ 5 ტიტულს მეექვსე შემატა.

საფრანგეთს სუპერთასზე ძალიან მებრძოლი კვარაცხელია ვნახეთ, თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე ჩართული, გუნდი გაშვებულ გოლს რომ გადაარჩინა; კვლავ კარგად გამოჩნდა, რა რთულია, ხვიჩა წესების დარღვევის გარეშე შეაჩერო...

გვესმის თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირების მნიშვნელობა, მაგრამ "კვარას" მთავარი სიმდიდრე შეტევაში არაორდინალური გადაწყვეტილებებია, რის გამოც მასთან მხოლოდ ერთ მეურვეს ვერასოდეს ტოვებენ. ქართველ ფეხბურთელს ისეთი ლამაზი ეპიზოდების შექმნა შეუძლია, დაძაბულ მატჩებში ბევრს რომ ვერ ნახავ. მაგალითად, პარალელურად, "არსენალისა" და "ლივერპულის" შეხვედრა სატურნირო მნიშვნელობამ ძალიან ჩაკეტილი და უინტერესო გახადა.

"მარსელთან" ამ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ ისიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს ყოველთვის რომ იმჩნევს და ეს მიუხედავად იმისა, მსგავსი მასთან მიმართებაში ხდება თუ არა. არ გვინდა, ვაზიადებდეთ ან ზედმეტი გვეჩვენებოდეს, მაგრამ ხანდახან მართლა ასეთი განცხდა რჩება, ჩვენებურს უკეთეს შემთხვევაში გვიან თუ იმჩნევენ.

"კვარა" - ყველაფერი იტალიური ტრიუმფით დაიწყო, საფრანგეთში კი გაგრძელდა და გაგრძელდა. წარმატებების სურვილი კვლავ უდიდესია, ხვიჩა ხომ, როგორც ლუის ენრიკემ უწოდა, მენტალური მონსტრია.

ბოროტი ბეჰემოტი
"ხით-ხით-ხით" - ჩაიხითხითა შენს კომენტარზე ხვიჩამ და სახლების/კორპუსების მშენებლობის დაფინანსება გააგრძელა
პენსიაზე გაუშვით
დასრულდა ხვიჩა- ჩაესვენა
პატრიოტი
ხვიჩა, ყველას უყვარხარ, ყველა შენით ხარობს - ნაცი ქოცი, პროფესორი, ვაჭარი, ქურდი, ძველი ბიჭი, ხუთოსანი, ოროსანი,პარლამენტარი, პარლამენტარის მტერი, მოყვარე, ვხარობთ შენი ფეხბურთით და ჭკუით მინდორზე, მაგრამ ერთი რამ ვერ გაგვიგია თბილისში ისედაც გადატვირთულ ქალაქში, სახლების მშენებლობაში ფულის ჩადება შეიძლებოდა? ნუ ათქმევინებ ზოგიერთებს, მაგას ჭკუა ფეხებში აქვსო
zura222
მონსტრია აბა რააა ! სადაც გადავიდა ყველგან ლიდერი იყო და არის და ყველგან მოაგებინა გუნდებს დიდი ხნის ნანატრი ტიტულები !
zura222
არ აპატიეეს ? მერედა რა ფეხები მოსჭამეეს ? D ხვიჩას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია იმ ჭიაღუების ფუთფუთიი DD
Geo
au ra shechamet tvini, satarigo ki ar iyo sadme, yvelgan itamasha, golebi gaitana ramdenic sheedzlo… da mutumetes bevrni arian psj-shi, droulad pas eredebian xvichas mimart! 40 goli tu ver gaitana amistvis araa adamiani gasalandzxavi, tavis shromit da brdzolit aqvs mogebuli titulebi am bichs… chveni xvichaa, qartvelia, ra ambavshi xart ?! Carmatebebi Xvicha!
დავით სალუქვაძე
Დიახ, სწორედაც და ამიტომ ძალიან მინდა რომ პსჟ-დან წავიდეს, პასებს შეგნებულად უძვირებენ და ფინალში, ვიტინიამ რომ ბარკოლა ხელად შენიშნა, ასიანი ვიცი, ხვიჩას, მიმართ, თვალს დაიბრმავებდა. Თან ისე იქცევიან, ვითომ ეს უნებურად გამოსდით. Ამის მერე, ზოგი უცხოელი თუ ქართველი, ხვიჩას სარგებლიანობაზე, ამდენივე გაუთვალისწინებლად ლაპარაკობს, რა უნდა ვუთხრა.
გიორგი
ხვიჩას დიდი მადლობა, რისთვის, აღარ დავწერ, გამგები გაიგებს.
gzp
და რა გააკეთა მონსტრობის? ამ თამასში დიდი ვერაფერი, 2-ჯერ მოხვდა ჰაილაიტში

უბრალოდ რომ ვერ უპატიებიათ,ან იქ რა იყო საპატიებელი?შენ ისა თქვი,რომ მისეულები ჰყავთ,ბოტები და ზოგიერთი,ისე რომ ტვინის გატოკებაც არ უნდა,მათ ყეფა-წკავწკავს იმეორებს.ყველა წარმატებული ქართველი სპორტსმენი უნდა დაცოფონ,რადგან არ შეიძლება მათი საოცნებო პარტიის გარეშე,საქართველომ გაიმარჯვოს და ხალხმა გაიხაროს.
გიორგი
მხედველობაში მაქვს, რომ საჯაროდ არ აგინა და აფურთხა ლოკომოტივს, რუბინს, სიმინდის,რუბინის მწვრთნელებს.
Iko
ვაჭრობაში როგორ აქვს საქმე ყიდის კარგად ხრუშოვკებს?
მალხაზ ჯობავა
შენი არ ვიცი და მე კი მსიამოვნებს თუ როგორ იხევენ გასტონომის ჩეკივით, კაი, კაი გუნდებს. ძველით ახალწლამდე უკვე ერთი თასი აქვს ჩვენს ხვიჩუნიას, დანარჩენს წლის ბოლომდე ვნახავთ. ხოლო იმას, რაც შენ გინდა და ჩვეენც... დავაცადოთ ერთი ორი სეზონი და ის ნანატრი გუნდიც მოვა. თან ენრიკეც სადღაც მიდისო და მთლად ხვიჩას საოცნებო გუნდში თუ წავიდა, ეჭვი ხო არ გეპარება იმაში რო ხვიჩა კვარაცხელიას, პირველსავე დაძახებაზე რომ დაუძახებს?
თაზო ქუთაისელი
გიორგი რა ფაქტზ ლაპარაკობ?
FaBro
ზუსტად ერთი წლის წინ ნეაპოლიდან ხვიჩას აბარგება დროული და მართებული გადაწყვეტილება იყო. მაშინ პსჟ ნამდვილად კარგი არჩევანი გამოდგა, რადგან ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გამარჯვებებს მოწყურებული კლუბი ტიტულებს უტევდა და ხვიჩა ამ პროექტში იდეალურად ჩაეწერა, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში არც საფრანგეთის ლიგა 1 უნდა იყოს ხვიჩას იდეა ფიქსი და არც პსჟ, რომელსაც დიდი ალბათობით ყოვლისმომგები ლუის ენრიკეც დატოვებს ზაფხულში და არაა გამორიცხული ვიტინიას თამადობით რამოდენიმე ლიდერიც მიჰყვეს, შესაბამისად ვფიქრობ გუნდს საგრძნობი დაღმასვლა დაეტყობა, ეს მხოლოდ დროის ამბავია. მიუხედავად დროის მოკლე პერიოდისა ჩვენებურმა გუნდთან ერთად ბევრ დიდ წარმატებას მიაღწია, მარტო მოგებული ჩემპიონთა ლიგა რად ღირს, თუმცა ვფიქრობ შემდეგი წლიდან უკვე სხვა, უფრო მაღალი ხარისხის ჩემპიონატის რომელიმე წამყვან კლუბში გადასვლაზე უნდა იფიქროს. ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მსურველი არაერთი ეყოლება და მისთვის საუკეთესო ვარიანტზე უნდა შეაჩეროს არჩევანი. მთავარია ხარიხსიანად განაგრძოს თამაში და თუ კიდევ რამოდენიმე ტიტულს შემატებს საკუთარ კოლექციას ხომ მთლად უკეთესი...
jo
შაქრო პაპა, ვენახს რო მიხედო? მალე გაზაფხული მოვა.
ვავა ვავა
მონსტრი თურმე რა ყოფილა.🤣🤣🤣
გიორგი
კახურად გეტყოდით, მაგრამ ხვიჩას მაძაძაგლები მაგასაც არ იმსახურებთ. ობიექტური კრიტიკა აუცილებელია. სპორტსმენი ყველა შეხვედრას ერთნაირად ვერ ჩაატარებს, ათასი წვრილმანია. უბრალოდ, ხვიჩასთვის ერთი ფაქტი ვერ გიპატიებიათ, ამიტომაც იკბინებით ჩირგვებიდან.
გიორგი
ნებისმიერ ფეხბურთელს რომელიც კარგ საგოლე პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს არ უპასებს მწვრთნელი სამუდამოდ დაასვარკავს სკამზე აქ სულ სხვა რამეშია საქმე პირიქით თანაგუნდელს არიდებს უხერხულობას და თავად ანიავებს მომენტს.სხვათაშორის ხვიჩას პორტუგალიელებთან ყველაზე თბილი ურთიერთობები აქვს
toti
რაც უფრო მალე გამოიცვლის ჩემპიონატს მით უკეთესი, უინტერესო ჩემპიონატი არც მაგისთვისაა ხეირი და მითუმეტეს არც ჩვენთვის საგულშემატკივროდ.
შაქრო პაპა
არაა ხვიჩა მენტალური მონსტრი. ასეთი იყო მაგალითად ჯენარო გატუზო, ედგარ დავიდსი, ლოთარ მატეუსი, ლამპარდი, თუნდაც ქეცბაია და სხვები. ხვიჩა უბრალოდ იღბლიანი და მშრომელი ბიჭია საშუალოზე მეტი ფანტაზიით.

კიდევ ერთი ტიტული მოიგო და მთავარი ეგ არის!სლუცკი ჰყვებოდა,ფეხში რომ მოარტყამდნენ,ტიროდაო,დღეს კი,მოედანზე ნამდვილი მებრძოლია და გუნდს იქ ეხმარება,სადაც ყველაზე მეტად უჭირს.კაშკაშა ინდივიდუალისტიდან,ყველაზე გუნდურ მოთამაშედ გადაიქცა პარი სენ ჟერმენში და სწორედ ეს მატებს ფასს.ის რომ ყველას ამჩნევს და მას ხშირად ვერ ამჩნევენ,სწორედ ეს არის კლასში სხვაობა,თუმცა რა თქმა უნდა რაღაცა დოზით,სხვების მიერ,მისი არ ცნობის ნიშნებსაც შეიცავს.გუნდში პორტუგალიელების ჯგუფიცაა და არაბებისაც.რა თქმა უნდა ძმაკაცების წინ წამოწევა ურჩევნიათ და რაკი თვითონაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან,თავს უფლებას აძლევენ,მომენტებში ხვიჩას უგულებელყოფა გაუკეთონ.ჯერ მხოლოდ ახლა ხდება ერთი წელი,რაც ამ გუნდშია და ეს გამორჩევა,თანდათან გაქრება. კვარამ საფრანგეთში უკვე მეექვსე ტიტული მოიგო,იტალიაში ორი და ბათუმში რომ იყო,ისიც ხომ ჩემპიონი გახდა,იმ წელს(მგონი არ ვცდები).ვულოცავ კვარას ამ ტიტულს,წელი წარმატებულად დაიწყეს და იმედია ასევე გააგრძელებენ.წარმატებული გაგრძელება კი,კიდევ რამდენიმე ტიტულს ნიშნავს.ასე რომ,წარმატებები,ჩვენ ბიჭს იქაც და საქართველოს ნაკრებშიც.დიდი იმედი მაქვს,რომ ნაკრებიც გამარჯვებების ტალღაზე შედგება და ძველებურად გაგვახარებს,პარტნიორებთან ერთად.
წარმატებები
წარმატებები და ბედნიერი 2026 წელი, კვლავ გაგეხარებიოს საქართველო
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან