ჩვენი გუნდი ახალი სეზონის დაწყებამდე 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა. დინამოს რიგები მოლდოველმა გოლკიპერმა სტეფან სიკაჩმა, ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსეუმ და შემტევმა ადრიან როდრიგესმა, უკრაინელმა მცველმა ბოგდან პოტალოვმა, სენეგალელმა ნახევარმცველმა ონორე გომისმა, ფორვარდებმა გიორგი ლომთაძემ და ვასილიოს გორდეზიანმა და ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ დატოვეს. მადლობას ვუხდით ფეხბურთელებს აქ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ მომავალში.

ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე კი ერთწლიანი იჯარით წყალტუბოს სამგურალს შეუერთდა.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და უახლოეს მომავალში ახალწვეულებთან დაკავშირებული სიახლეებით დაგიბრუნდებით. თებერვალში დედაქალაქელები თურქულ შეკრებას გეგმავენ, თვის ბოლოსკენ კი ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშება აიღებს სტარტს.

fcdinamo.ge

სიმართლე
რა ფედერაცია. გვაქვს ის ჩემპი9ნატი გვაქვს არანაირი წარმატება უკვე 12-წელზე მეტი არიან პირიქით უკუსვლა რაც ჩემპიონატის სპონსორი კრისტალბეთი გაიჩითა იმის მერე ხო ვაფშეე განულებულიააა ჩემპი9ნატი არანაირი წარმატება ევრო თასებზე შიდა ჩემპიონატში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყომარები და ყომარები მეტი არაფერი!
ika
აეეე სალობიეეეე :D ეს " მეტლახშიკებს" უცხოეთიდან რო არ მოათრევდეთ ელიავაზე ცოტაა და არ გყოფნიით ? :D
გიორგი
მაინც ევრო ტურნირებიდან პირველივე ტურიდან ვარდება ქართული გუნდები და რაღას იწვევენ ამდენ უხარისხო უცხოელებს მისცენ ასპარეზი საკუთარ აკადემიებში აღრზდილ ნიჭიერ ახალგაზრდებს მწვრთნელი ყოფილა ჭიაბრიშვილი ბათუმელი ბავშვებით დააკომპლექტა გუნდი და მშვენიერ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ახალგაზრდულ ნაკრებსაც წაადგა რამოდენიმე დინამოელი
ცოფიანი სპილო
და რა გიქვირთ, როცა ფედერაციის გამგე ამბობს, რომ ეროვნული ჩემპიონატი მათ არ ეხებათ, და თურმე ლეგიონერები, რომლებიც უცხო ქვეყნებში თამაშობენ და იქაურ სისტემაში არიან ჩამჯდარები, მაგათ ეხებათ, ეგ კი, პიარის გულისთვის რას არ იზავ, სად კვარას გვერდით რომ გადაიღო სურათი, და სად სამჭკუაშვილის გვერდით. ხოდა გვყავს აგერ 3-თვიანი გუნდები და შესაბამისი შედეგები ევროპულ თასებზე
მამუკა ბათუმი
გორდეზიანი და გომისი ბათუმში გამოგვადგება
დინამოელი
ამხანაგო ფიფია, მორიგი გულთბილი მოკითხვა ოჯახიანად დინამოს კმაყოფილი გულშემატკივრებისგან.
Ჯუმბერი
ანუ რეალურად მე მგონია რო ვითომ ეხლა მაგათ რაღაც თუ გამოვა და დინამო მერე ვიღაც კლუბი და იქნება
ტორო
ნუ ნერვიულობ მეგობარო. მე დიდი ხანია დავიკიდე ქართული კლუბები და ცოტა დავმშვიდდი
Mr.kvaratskhelia
პრიკოლ-ბეთ ეროვნული ლიგა
მერაბი 61
მეგობრებო ამიხსენით ვინმემ როგორ უნდა გაკეთდეს გუნდი,8 ფეხბურთელი წავიდა, მოვლენ ახალი ფეხბურთელები რამდენი ხანი უნდა შეთამაშებას, ორი სამი წელი უნდა კიდევ არ ყოფნის, ამიტომ ვერ გავდივართ პირველ ეტაპს კონფერენც ლიგაზე, ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გადასვლა შემოდგომა გაზაფხულზე, იქ გუნდი არ გაუშვებს 8 ფეხბურთელს როცა იცი რომ ერთ თვეში იწყება ევროპის საკლუბო მატჩები , პირიქით გუნდები გაძლიერებას დაიწყებენ ზოგიერთი პოზიციის, ძალიან გთხოვთ ყველას ჟურნალისტები, გულშემატკივარი, ვეტერანი ფეხბურთელები, დავაყენოთ ეს საკითხი ფედერაციის წინაშე, უნდა შევცვალოთ ფორმატი, ეროვნული ლიგა უნდა იყოს 12 გუნდიანი, 32 ტური,აი ავსტრია, ფინეთი, დანია,და სლოვაკეთში რომ არის ისე, ორი წრე და გუნდები იყოფა,ზედა ექვსი და ქვედა ექვსი, ლიგა 2 ში 16 გუნდი, ეს საკითხი უნდა გავაანალიზოთ თქვან თავისი სიტყვა პროფესიონალებმა, მადლობა,
ქუთაისი
თერთმეტივე ჯობდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა