ვეტერანი ბორჯღალოსანი მიხეილ ნარიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. ის გუნდის მომზადებაში პიერ-ანრი ბრონკანსა და მარკო ბორტოლამის დაეხმარება.

პარალელურად, 35 წლის სპეციალისტი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელად რჩება, სადაც ბოლო პერიოდში მუშაობდა.

ქუთაისის ‘აიას’ აღზრდილმა მარცხენა ბურჯმა კარიერის უდიდესი ნაწილი ტოპ 14-ის ‘მონპელიეში’ გაატარა და გუნდის აღმავლობის ერთ-ერთი შემოქმედი გახდა. ფიზიკური ძალით გამორჩეული პირველხაზელმა უმაღლეს დონეზე 12 წელი (2010-2022) ითამაშა და კლუბის მაისურით 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მისი სანაკრებო დებიუტი 2012 წელს ესპანეთთან შედგა და ბორჯღალოსნების კვართი 75 მატჩში (2 ლელო) მოირგო. ის სამი მსოფლიო თასის მინაწილეა (2015, 2019, 2023). მიხელ ნარიაშვილს უთამაშია ბრიტანული ‘ბარბაროსების’ შემადგენლობაშიც, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს იწვევენ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნარიაშვილმა ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში რამდენიმე თამაში ჩაატარა, მერე კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი და შარშან 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო, ახლა კი უფროს ბორჯღალოსნებში ბრუნდება - უკვე შერკინების მწვრთნელის რანგში:

„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვიმედოვნებ, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად შევასრულებ. ვფიქრობ, ჩვენს შერკინებაში არის გარკვეული ნიუანსები, რისი შეცვლაც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები საქმის დაწყებას და შეკრების პირველ დღეს. რაც შეეხება ჩემს შეგრძნებებს ბედნიერი ვარ ამის შესაძლებლობა რომ მომეცა. მადლობა რაგბის კავშირს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობა გამომიცხადა. ასევე ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა. ეს მაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ახალ ამპლუაში და მათ აზრი შევაცვლევინო. იმედი მაქვს ჩემი მუშაობის შედეგი უმოკლეს დროში აისახება ჩვენს შერკინებაზე და შედეგებზე“.

„ჩემი მიზანია, რომ ქართულმა შერკინებამ უმოკლეს დროში შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა. ვფიქრობ, ამ კუთხით ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე განვლილ თამაშებში ვაჩვენეთ. ჩემთვის საინტერესო იქნება იმ მოთამაშეებთან მუშაობა, რომელთა მხარდამხარ რამდენიმე წლის წინ თავად ვთამაშობდი. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები საკუთარი დამოკიდებულებითა და პროფესიონალური მიდგომებით საქმეს გამიადვილებენ და მუშაობის პროცესს სასიამოვნოს გახდიან. ახალგაზრდებს კი წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გავუზიარებ და ეს მათ წაადგებათ განვითარებაში, რაც ისევ და ისევ საქართველოს ნაკრებს გამოადგება“.

„ბრონკანთან შეხება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმ ‘კასტრისა’ და ‘ტულუზას’ წინააღმდეგ თამაშებს, სადაც ის შესაბამისად მთავარი და ასისტენტი მწვრთნელი იყო. ასევე არ ვიცნობ ბორტოლამის. იმედია მათთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება და რაც მთავარია, კარგ გარემოში შევძლებთ მუშაობას“.

„რაც შეეხება ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებში პარალელურ რეჟიმში მუშაობას, ეს უფრო დადებით მხარედ მიმაჩნია, ვიდრე პრობლემად. ერთადერთი პერიოდი, როდესაც შეიძლება სირთულე წარმოიქმნას ზაფხულია, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიო თასი და ეროვნული გუნდის ტურნე ერთმანეთს ემთხვევა. მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტად ხარ ჩართული სამწვრთნელო საქმიანიბაში და რაც უფრო დიდ დროს ატარებ მოედანზე (მწვრთნელის რანგში), მითუფრო იხვეწები და ვითარდები. ასე, რომ ამ ორი საქმის შეთავსება სასიამოვნოდ და სასარგებლოდ მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ მათ თავს კარგად გავართმევ“.

საქართველოს რაგბის კავშირი წარმატებას უსურვებს მიხეილ ნარიაშვილს ახალ პოზიციაზე, უსურვებს მას პროფესიულ განვითარებას და გუნდთან ერთად უამრავ გამარჯვებას.

Rugby.ge

ქართლელი
შაქრო! მიხეილ ნარიაშვილი ძმაკაცობით არავის დაუნიშნავთ შერკინების მწვრთნელად, ის განვლილმა სპორტულმა კარიერამ მოიყვანა ნაკრებში მწვრთნელად, ჩაყევით მის განვლილ კარიერას და შემდეგ გააკეთეთ შეფასებები!
შეგეშალა შაქრო პაპააა!
მიშა ნარიაშვილი მსოფლიოს დონის ვარსკვლავი იყო და მუდამ ამ სახელით დარჩება.
გოჩა
ტოპ-14 ში ბევრი კარგი,წამყვანი პირველხაზელია, იმედია მიაქცევს ყურადღებას.... წარმატებები მიხეილ...

ჯერჯერობით კანტიკუნტად,მაგრამ ქართული რაგბის ვეტერანი ვარსკვლავები, თანდათან ბრუნდებიან საქართველოში.მათგან ზოგიერთს,უკვე ევროპაში მწვრთნელად მუშაობს გამოცდილებაც აქვთ და ეს გვაძლევს იმედს,რომ მათი ცოდნა,ნაკრებთან ერთად,თანდათან საკლუბო რაგბის დონესაც აამაღლებს.ხომ ცხადია,რომ რაც უფრო მეტი მაღალი დონის სპეციალისტი იმუშავებს ქვეყანაში,მით უკეთესად და თანამედროვედ ვითამაშებთ.წარმატებებს ვუსურვებ აქ მიშას და მის იქით,ყველა დანარჩენს,ვინც მიზნად,ქართული რაგბის კიდევ უფრო განვითარება დაისახა.
ზაალი
შაქრო პაპა უკეთესად გააუმჯობესებს შერკინებას.. ნარიაშვილმა აბა რა იცის შერკინება და მიწოლა... )))
შაქრო პაპა
არ აიყვანს თავის დონეზე და დარჩება ძმაკაცობით მოყვანილის სახელი.
Nugzar
Tavis doneze tu aikvans sherkinebas zalian magari iqneba. carmatebebi!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!