ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 141:116 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. "მეფემ" თავი 31 ქულით, 9 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ლუკა დონჩიჩმა 27 ქულა, 5 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ჯეკ ლარავიამ და დეანდრე ეიტონმა 17-17 ქულა ჩააგდეს, ეიტონს დამატებით 18 მოხსნაც ჰქონდა.

მარკუს სმარტმა აქტივში 16 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

სტუმართა შემადგენლობიდან ნაიჯელ ალექსანდრ უოლკერმა გუნდს 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კარგად ითამაშეს ახალწვეულებმაც, სიჯეი მაკალუმმა 25 ქულა ჩააგდო, ხოლო კორი კისპერტმა - 19. მოგეხსენებათ, ეს 2 უკანასკნელი "ქორების" შემადგენლობაში ტრეი იანგის გაცვლის შემდეგ მოვიდნენ.

ამჯერად, მოკრძალებული სტატისტიკით გამოირჩა ჯეილენ ჯონსონი, "ატლანტას" ლიდერმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "ყვითლებს" 24 მოგება და 14 მარცხი აქვთ, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, "შარლოტ ჰორნეტსთან" გამართავენ.

"ჰოუქსი" 20 გამარჯვებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, იმავე 16 იანვარს კი "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" ესტუმრება.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა