უკვე ზედიზედ მეორე წელია UFC-ის ოქტაგონი სიეტლში ბრუნდება. 28 მარტს, ვაშინგტონის შტატში გულშემატკივარს მაღალი დონის ივენთი ელოდება. როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, საღამოს მთავარ ორთაბრძოლაში მონაწილეობას ლეგენდარული ისრაელ ადესანია და კონტენდერების სერიის წარმომადგენელი, ჯო პაიფერი დაუპირისპირდებიან.

ნიგერიელ-ახალ ზელანდიელი მიჯრით 3 წაგების შემდეგ "ზურმუხტის ქალაქში" გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავა. მოგეხსენებათ, ექს ჩემპიონმა ბოლოს UFC 287-ზე ალექს პერეირა ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა, ამის შემდეგ კი მიყოლებით, სტიკლენდთან, დე პლესისთან და ნასურდან იმამოვთან წააგო.

თავის მხრივ, პაიფერისთვის დაპირისპირებამ შესაძლოა კარიერაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორ შეიძლება "სივში" მსგავსი კალიბრის მებრძოლთან გამარჯვებამ დადებითი შედეგი არ გამოიწვიოს?! ჯომ კონტენდერების სერიაში მეორე გამოსვლისას მოიპოვა გამარჯვება და ამის შემდეგ 7 ბრძოლიდან 6 მოიგო, აქედან 5 ნოკაუტით, ერთადერთი მარცხი ჯეკ ჰერმანსონთან იწვნია.

ღონისძიების ქვემთავარი ბრძოლა ქალთა შორის სუპერმსუბუქ წონაში გაიმართება, სადაც ყოფილი ჩემპიონი ალექს გრასო მაისი ბარბერს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, 2021 წლის თებერვალში გრასომ მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, შემდეგ იყო 2023 წლის მარტში ვალენტინა შევჩენკოსთან წაგება... რაც შეეხება ბერბერს, ამერიკელი შესანიშნავ სვლაზეა, ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ რევანშის აღებას და გამარჯვებების გრაფაში მიჯრით მე-8 მოგების ჩაწერას შეეცდება.

რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა