31 აგვისტოს საქართველოს ნაკრებთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ბელგიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არ ეყოლებათ
გადაწყვეტილია, რომ 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრებთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ბელგიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ექს-რეალელი, ამჟამად ესპანური "ბილბაოს" წევრი ალექს ევრელი არ ეყოლება.

ევრელისთვის საბედისწერო გამოდგა ბელგიის ნაკრების ბოლო საკონტროლო მატჩი, რომელიც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საფრანგეთთან გამართა. საქართველო ვილნიუსში ლიტვას რომ ტოლსწორად ეთამაშებოდა, ბელგიელები საფრანგეთში ნადგურდებოდნენ. მატჩი ქალაქ ლევინში გაიმართა და ფრანგების შთამბეჭდავი გამარჯვებით - 74:44 დასრულდა.

ამ შედეგზე ცუდი ბელგიელთათვის ისაა, რომ მოედანზე გასვლიდან 45 წამში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექს ევრელმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. აღმოჩნდა, რომ ევრელს მუხლის მყესები დაუზიანდა და ის 3 კვირის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ბელგიურმა მედიამ უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, თუ ვინ შეცვლის ევრელს. როგორც ვარაუდობენ, ბელგიელთა ტრავმირებული ფორვარდის ადგილს ან დიჯეი მბენგა, ანაც ჟან მარკ მვემა დაიკავებს.

რაც შეეხება საკუთრივ მატჩს, ის ფრანგების ულაპარაკო უპირატესობით წარიმართა. ბელგიელებმა, რომლებმაც ამას წინათ გამართულ ამხანაგურ ტურნირში ტოლ-სწორი ბრძოლა გაუმართეს გერმანიას, საბერძნეთს და თურქეთს, წუხელ ფრანგებთან სასტიკად შერცხვნენ. მარტო ის რად ღირს, რომ პირველი მეოთხედი ბელგიელებმა 6:28 (!) წააგეს.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას ბელგიელები კარგი განწყობით ვერ ხვდებიან: ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდათ და ზედ ჩემპიონატის წინ 30-ქულიანი მარცხიც იწვნიეს.

ამხანაგური მატჩი. 27 აგვისტო

საფრანგეთი 74:44 ბელგია

28:6 7:13 26:16 13:13

ბელგია: მურსი, როსომი (8), ბეგინი (13), ევრელი, ოვენეკე, ტაბუ (2), ლოუერსი, მუიუ (4), ფეისონი (4), დე ზეუვი (6), ვან დენ შპიგელი (9), შტეინბახი

gbf.ge

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა