ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „რასინგი“ წვიმიან ამინდში საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ ახალწვეული გიორგი გულიაშვილი პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა. შეხვედრა სტადიონზე უსაფრთხოების გამო 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. დებიუტში „რასინგის“ შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ. სანტანდერელები კონტრიერიშებზე ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, შანსი გულიაშვილს მიეცა, რომლის შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჟოან გარსია დაეუფლა. გიორგი მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, საკმაოდ აქტიური იყო, პირველი ტაიმის დასასრულს გადაცემა არანას გაუკეთა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა.

ქართველი მე-60 წუთზე შეცვალეს, „ბარსამ“ კი ზეწოლა გააძლიერა და ფერან ტორესმა კატალონიური გუნდი დააწინაურა. მერე შეცვლაზე შესულმა 18 წლის მანექს ლოსანომ ორჯერ გაუტანა ჟოან გარსიას და ორივეჯერ თამაშგარე დაფიქსირდა. მას რეალური მომენტი კომპენსირებულ დროშიც ჰქონდა, მაგრამ პირისპირ გასულს მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს "რასინგის" კარი იამალმა დალაშქრა და "ბარსელონამ" გაიმარჯვა.

გულიაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 6.1.

„რასინგი“ 18 იანვარს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს, თუმცა ამ მატჩში გულიაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაცია გადაჰყვა.

„ბარსელონა“ 19 იანვარს, ლა ლიგის მეოცე ტურში გასვლაზე „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

სანტანდერი. „ელ სარდინერო“

რასინგი - ბარსელონა 0:2

გოლები: 0:1 ფერან ტორესი (66), 0:2 იამალი (90+5)

კიეზა
კარგი თამაში ქონდა..მომატრბის პერსპექტივა აქვს და ინედია ლა ლიგაში გადავა გაისად..მებრძოლი ბიჭია და გვჯერა მისი..წარმატებები გიოს და ყველა ქართველს

ამ თანაშის ანტიგმირად,ლოსანო მიმაჩნია.გარდა იმისა,რომ ორჯერ გაუუქმეს გოლი,თამაშგარეს გამო,კიდევ ორჯერ იყო,როცა ნახევარმცველი,ბურთით ფეხებში,ბარსელონას ნახევარმცველს ებრძოდა,შემოტრიალდა და წინ გაიხედა,თავისუფალი პარტნიორისათვის პასის გასაგდებად,მაგრამ ორივეჯერ,ლოსანო,რამდენიმე მეტრიან თამაშგარეში იდგა და უკან გამოსვლას არც ფიქრობდა.ნახევარმცველი იძულებული გახდა,გამამწვავებელი პასის ნაცვლად,მატაობა გაეგრძელებინა.მესამე შემთხვევაში,როცა დამატებულ დროში,პირისპირ გავიდა და მეკარემ მოიგერია,გვერდით,სრულიად თავისუფალი პარტნიორი მისდევდა,რომელიც გოლს,უკვე დაუცველ კარში გაიტანდა,თუ პასს მიიღებდა.ლოსანომ პირდაპირ კარში დაარტყა.ამ დროს,ანგარიში 0-1 იყო და ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.იქიდან წამოღებული ბურთი,უკვე ბარსელონამ გაიტანა და ყველაფერი დაამთავრა.გიორგის დებიუტი,ჩემი აზრით,ნორმალურზე უკეთესიც კი იყო,თუ გავითვალისწინებთ,ვის წინააღმდეგ მოუწია თამაში.
alexandre
გიორგი, დებიუტს გილოცავ! გისურვებ ბედნიერ 2026 წელს, სულ სიხარული და წარმატებები, იღბალიც იყოს შენი თანამგზავრი! გაიხარე და გაგვახარე, ნაკრებში დამკვიდრება და ბევრი გოლი!
zura222
ეს რა იდიოტური წესია რომ გადაყვა დისკვალიფიკაცია @ სად ბოსნია და სად ესპანეთი ? რაა ჩემპიონთა ლიგაა მამაძალიი ? @@
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება