ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლილი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებს უკვე დებიუტში ჰქონდათ შესანიშნავი შანსი, როდესაც ჟირუმ ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი მბაპეს შევალიემ არ გაატანინა. მასპინძლები მალე დემბელემ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია შეიჭრა საჯარიმოში, ორ მცველს გასცდა, მაგრამ მესამემ დარტყმის საშუალება არ მისცა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში პარიზული გუნდი უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა ბარკოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, ხოლო დემბელემ ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა. ბოლოს ბარკოლამაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„პარი სენ ჟერმენი“ 42 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს გასვლაზე, ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ ჩაატარებს. მეორე ადგილზე 40 ქულით „ლანსია“, რომელიც დღეს „ოსერს“ უმასპინძლებს და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ლილი 3:0

გოლები: 1:0 დემბელე (13), 2:0 დემბელე (64), 3:0 ბარლოლა (90+3)

სიმართლე
კვარა ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს. მგონია საქართველოში უფრო არ სცემენ პატივს.
სიმართლე
პირზე გაკერიათ კვარას პასებს არ აძლევენ, პირი შეკრესო. რამდენ ქართველ ფეხბურთელს გაუტანია ლიგის ფინალში გოლი? საკონტინენტთაშორისო ფინალში გოლი? საერთოდ არავინ! ან დღესდღეობით კვარაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელ წარმატებულ კლუბში თამაშობს ვიდრე პსჟ_ა? არავინ! მითხარით აბა!
321
კვარას ყველა პატივს სცემს და ყველას უყვარს. მთელ პარიზს. ლუის ენრიკეს. ეგ ნაპოლიში არ აძლევდნენ პასებს. ოსიმენის და სხვა ფეხბურთელების ჩათვლით. კვარა იქაა სადაც უნდა იყოს. ეგ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პასს არ აძლევს ვინმე.
იკა
კვარაცხელიასაგან ბოლო ბოლო რას ითხოვენ მაინც ვერ გავიგე. რას ვითხოვთ ვერ გავიგე. გოლებს მბაპეც იტანს და რა საბოლოო ჯამში? გეგოენბა ბევრი ქართველი ფეხბურთელი გვყავდეს კვარას მსგავსი.
სიმართლე
ამ კვარაცხელიას რას გადაეკიდეთ, 1 სრული წელია ჯერ გადავიდა სოფლის გუნდიდან გრანდში და თავის გამოჩენა რთულია. სად ნეაპოლი და სად პარიზი? რაღაც პერიოდი დასჭირდება ადაპტირდეს, გოლებს იტანს აქებენ, თამაშს აგდებს და მიდის კრიტიკა. მთავარია ტიტულებს იგებს და მოიგებს მომავალშიც.
Achi
Kvaras egeni varjishebshi gawamebulixavs xvela da abarots uxeben memgoni daje enrikesac pexebshoris udzvrendao da aha 😂
ასლან
დიპსტეიტის ხრიკები მგონია
giga - ს
თუ პირველ ტაიმში ენრიკეს რეაქციას ხვიჩას მიმართ ნახავ ხვიჩას "როჟა" არ გაგიკვირდება! ყველამ თავისი: "მოქმედება" თუ "თამაში", გინდ მწვრთნელი ან ფეხბურთელი იყო, კარგად გაარჩიოს! წარმატებები ხვიჩას! და ეგრეც იქნება...
ლობანოვსკი
მიქაუტაძე ცხრა ნომერია, ხვიჩა ვინგერი. ვინგერს ყველგან მოსთხოვენ დაცვაში ჩამოსვლას, თავდამსხმელს კი როგორც წესი ზემოთ აწეულს სტოვებენ კონტრშეტევისთვის.
დათო
არ ათამაშებენ კვარაცხელიას თანაგუნდელები,პირი შეკრა პოტუგალიურ-ფრანგულმა კლანმა.სამწუხაროდ,მთელი გუნდი ეგენი არიან.ენრიკეც ვერაფერს გააწყობს,ბევრნი არიან.ორჯერ,სამჯერ,ოთხჯერ რომ 50-100 მეტრიან დისტანციას დაფარავ,გაიხსნები და პასს არ მოგცემენ,ხვდები რომ უაზროა სირბილი.ამიტომაც,აღარ დარბის ხვიჩა.ზაფხულში აუცილებლად უნდა უნდა დატოვოს პსჟ და პრემიერლიგაში გადავიდეს,იქ ეგეთი სიდამპლე და არაკაცობა ნაკლებად ხდება.არ ათამაშებენ თანაგუნდელები,პასს არ აძლევენ,ვერაფრით დაანახა თავისი კეთილგანწყობა,იმათ ფეხებზე ჰკიდიათ,ამიტომ ხვიჩამაც უნდა დაიკიდოს ეგ გველი ხალხი.
giga
ყველაზე ცუდად ითამაშა კვარამ! კიდე როჟით რო გადიოდა რითი იყო ნეტა უკმაყოფილო?!შემოვიდა ბარკოლა და გოლიც გაიტანა..ესე რეგრესირებ გქონდეს რავი რა
jo joba
ბიზნესი მაგას დაწყებულიც და დამთავრებულიც აქვს, შენ რა გეშველება შენ, მაგი იკითხე და მიხედე შენს საქმეს.
თემური
ვინც ამ თამაშის პირველი ტაიმი ნახა, ალბათ დამეთანხმება, რომ გინდ მწვრთნელს - ენრიკეს და გინდ ფეხბურთელს - ხვიჩას დასაფიქრებელი ექნება: როგორ აჯობებს?!
ამბაკო
ხვიჩას რაც კარგი ჰქონდა თითქოს დაკარგა ,ნაკლოვანებები კი ისევ დარჩა.1)დროდადრო ითიშება თამაშიდან და ნახევრად მძინარე უყურებს თანაგუნდელები როგორ აწვდიან ბურთს ერთმანეთს.2)ვერაფრით ვერ დაამუშავა და დახვეწა კარში დარტყმები და სტანდარტულები(დემბილესგან მაინც ისწავლოს).3)მარცხენა ფეხის უვარგისობის გამო,ბურთს ღებულობს მარჯვენას გარე ნაწილით,ბურთი რჩება უკან ,დინამიკა იკარგება და მცველი ასწრებს სივრცის გადაკეტვას.აქვს-ხოლმე შესაძლებლობა სწრაფად გაიჭრას მარცხენა ფლანგზე წამიერად დაასწროს მცველს და გააკეთოს საჯარიმოში მწვავე ჩაწოდება,მაგრამ არ ენდობა თავის მარცხენას და ბურთი მარჯვენაზე გადმოაქვს ,რაც შეტევას ფაქტიურად ამთავრებს უშედეგოდ.
გიგო პაპა
ალბათ წაიკითხეთ მარსელინიოს ინტერვიუ, სადაც ის ჟორჟისგან მხოლოდ ერთს ითხოვს, რაც შეიძლება ნაკლები ირბინოს დაცვაში. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში თავდამსხმელი ნაკლებად პროდუქტიულია შეტევაში. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, მთლიანად შეესაბამება ჩემს ფილოსოფიას. სულ ამას გავიძახი ჯერ კიდევ ნაპოლიდან: ბულბულს რომ გალიაში ჩასვამ, ისეა ხვიჩას საქმე. ყველა უკან სირბილს თხოვს და აი შედეგიც: ნული იმპროვიზაცია, ნული კარში დარტყმა, სამაგიეროდ გაიმარჯვა გუნდმა. ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს 10 თასს მოიგებს ხვიჩა თუ 20-ს, თუ ძველებურად ვეღარ ითამაშა ლაღად და თავისუფლად? გასაგებია, რომ დიდი ხელფასი აქვს და რასაც მწვრთნელი ითხოვს, ის უნდა შეასრულოს, მაგრამ საყურებლად უკვე უინტერესო ხდება ხვიჩას თამაში, რაც ძალიან საწყენია.
ზურა
ხვიჩა, ჩამოდი საქართველოში აქ ითამაშე სამგურალში ან ბათუმის დინამოში. ფული კი გაქვს ნაშოვნი.დაიწყე რამე ბიზნესი და იყავი შენს ქვეყანაში,ხალხს კი უყვარხარ
ალექსანდრო
ხვიჩა, ეს წვერი მოიშორე და წარბი გახსენი - ნუ იღუშები. გაიღიმე, რა! გაუღიმე ბურთს და ისიც გამოგყვება ადრინდელივით. P.S. ისე, ლუის ენრიკე მარტო ,,კვარა- კვარას" რომ გაჰყვიროდა სპალეტივით, რაღაცა არ შემიმჩნევია, სხვებსაც ასე დასჩხაოდეს ოდესმე. მგონი, ესეც მოქმედებს ფეხბურთელზე...რა ვიცი...
Geo
Ar vici ra chirs am bichs mara, albat droa psj datovos zafxulshi… regresshia xvicha!
იდეა მიაწოდეთ სანიოლს
ხვიჩამ ერთ მომენტში რა მაგრად აართვა ბურთი მეტოქეს დაცვაში, ვფიქრობ დროა უკვე ამპლუა შეიცვალოს და მცველად გადაკეთდეს. მითუმეტეს კაშიას დაბერების მერე დაცვაში სერიოზული პრობლემები გვაქვს. თავდამსხმელებში ხვიჩას გარეშეც კარგი თაობა გვყავს. ასე რომ დაცვაში დავწიოთ კვარა და მოგებული დავრჩებით!
ვაახ!
ბიჭი მცველად აქციეს, მენდეში გაყავს სახიფათო შეტევებზე. კარში დარტყმა ქონდა 0. აქამდე ერთხელ მაინც ურტყამდა. რა აზრი აქვს ასეთ ძირითადში ყოფნას? ბარკოლა ვითომ ზამენაა, მაგრამ კი არის გუნდის ბომბარდირი. სტატისტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმის ნახევარიც აღარ ექნება რაც წინა სეზონზე ჰქონდა.
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა
ხვიჩა ფორმაში და საფონოვზე კარგი "მამარდა" - ლიგის 1/4-ფინალები
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა