ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის გახსნით მატჩში, ხორვატიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად. 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა საქართველოსთან მძიმე ბრძოლაში 32-29 გაიმარჯვა.

თუმცა, მიუხედავად საბოლოო შედეგისა, საქართველო, რომელიც მისთვის მეორე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს, შესანიშნავად ითამაშა და დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. ტიტე კალანდაძის გუნდი თამაშის მნიშვნელოვან ნაწილში ლიდერობდა (ექვსბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა), მეტოქე წნეხში ჰყავდა, მდევრის როლში ამყოფებდა, მაგრამ სირენამდე ორი წუთით ადრე გამოცდილმა ხორვატებმა შეძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

დაგურ სიგურდსონი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველი თამაში ყოველთვის რთულია. თამაშში შესასვლელად დიდი დრო დაგვჭირდა. ექვსი ბურთით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ შემდეგ, ვფიქრობ, თამაშს ცოტა უკეთ ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში უფრო ძლიერები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ ტაიმში კი უამრავი ტექნიკური შეცდომა გვქონდა.

ბოლოსკენ გამოცდილებამ იქონია გავლენა. დაცვაში უკეთ ავთამაშდით და რამდენიმე ბურთიც მოვიპოვეთ. ეს იყო საკვანძო მომენტი.“

ტიტე კალანდაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დასაწყისი ძალიან კარგი გვქონდა. აშკარა იყო, რომ ბურთი რამდენჯერმე დავკარგეთ და შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ოთხ-ხუთ მოთამაშეს მცირე ტრავმები ჰქონდა, თუმცა სირთულეებისა ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო.

ეს თამაში ჩემთვის ეს განსაკუთრებული იყო, რადგან ეს იყო ჩემი პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბოლომდე დავიხარჯეთ. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით”.

ექვსბურთიან უპირატესობაზე:

„რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო, თუმცა ჩვენ აქ ყველა შეხვედრის მოსაგებად ვართ. ჩვენ აქ მოვედით, რათა დავამარცხოთ ხორვატია და ყველა სხვა მეტოქე. დიახ, ეს იყო სიურპრიზი, მაგრამ არც ისეთი მოულოდნელი“.

რატომ მოიგო ხორვატიამ:

„მათ მეტი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი ვართ. ვფიქრობ, ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს ევროპაზე. ასე რომ, თამაშიდან თამაშამდე გამოცდილებას ვიძენთ, თითოეულ შეხვედრაში ვხდებით უკეთესები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ყოველი მატჩში რაღაც ახალი გამოცდილება უნდა შევიძინოთ“.

საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 19 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელ შვედეთთან ჩაატარებს, რომელმაც თავის მხრივ, ნიდერლანდებს 36-31 მოუგო.

geohandball.ge

პაატა
თამაშის ტემპი უნდა აკონტროლო ტიტე ბატონო, მთელს თამაშს მაღალ ტემპში რომ ვერ ირბებნდნენ თქვენზე უკეთ ვინც იცის?! მაღალი ინტენსიობის თამაშისთვის მარტო შეკრებების გავლა ვერ არის საკმარისი, ხომ გამოჩნდა ნახევარ გუნდს ფეხის კუნთის პრობლემა ქონდა. მაგარი თამაში კი გამოვიდა, წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინეს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა