ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროპამოვლილი "დინამო" და "ზესტაფონი" ფრეს დასჯერდნენ

ევროპამოვლილი "დინამო" და "ზესტაფონი" ფრეს დასჯერდნენ

ზესტაფონელებს მსაჯმა გოლი ჩაუთვალა, ვიდეოგამეორებისას კი გამოჩნდა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია
28.08. თბილისი. ბორის პაიჭაძე. 3000 მაყურებელი

დინამო-ზესტაფონი 2:2

0:1 გორგიაშვილი (19), 0:2 დვალი (61. აფციაურის პასით), 1:2 ხისკო (76. კოტოს პასით), 2:2 ხისკო (90+2. რეხვიაშვილის პასით)

დინამო ზესტაფონი

4-1-4-1 4-2-3-1

ლორია მამალაძე

რეხვიაშვილი ღონღაძე

თომაშვილი ონიანი

კაკუბავა კობახიძე

ოდიკაძე ალადაშვილი

კვეკვესკირი გორგიაშვილი

ალვარო ბაბუნაშვილი

ჯიღაური გრიგალაშვილი

რობერტინიო ჭანკოტაძე

იაგუე აფციაური

კახელიშვილი ს. ლომია

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ა. გარსია გ. ჭიაბრიშვილი

დინამო

46. კახელიშვილი - ხისკო

62. ჯიღაური - კოტო

69. კვეკვესკირი - კოშკაძე

სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, ჰომოლა, ბერაია, თექთურმანიძე

ზესტაფონი

46. ღონღაძე - ძარია

46. ჭანკოტაძე - ელიავა

54. ლომია - დვალი

სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, საჯაია, ფიფია, შარვაძე

გაფრთხილება: ალადაშვილი (10), ლორია (19), კაკუბავა (19), ბაბუნაშვილი (31), კობახიძე (45), იაგუე (54), ელიავა (74), დვალი (83).

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ევროთასებზე გამოსვლას გამოთხოვებული და ხასიათწამხდარი გუნდების თამაში არც ისეთი ურიგო სანახავი გამოდგა, როგორიც შეიძლებოდა გვევარაუდა. ვერ ვიტყვით, რომ ტემპი მაღალი იყო, მაგრამ მატჩს დრამატულობა, მოულოდნელობა და ინტრიგა უდავოდ ახლდა.

ორივე გუნდს აკლდა ან თადარიგში ჰყავდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, რაც მწვრთნელებმა მათი დაღლით თუ მცირე ტრავმებით ახსნეს. შეხვედრა კი "დინამომ" უფრო აქტიურად დაიწყო, მაგრამ ვერაფერს გახდა, "ზესტაფონის" კართან მიახლოება და მწვავე შეტევის განხორციელება თბილისელებს უჭირდათ. სტუმრები კი ეფექტურ კონტრშეტევებს მიმართავდნენ.

მე-8 წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ მაკრატელათი სცადა მასპინძელთა კარის აღება, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

"დინამომ" მე-17 წუთზე გაიტანა, გიორგი კახელიშვილის დარტყმის შემდეგ ზურაბ მამალაძემ ბურთი ვერ მოიხელთა და დამატებაზე იაგუემ ივარგა, მაგრამ არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ თამაშგარე დააფიქსირა.

"ზესტაფონის" საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა: თორნიკე გორგიაშვილი სწრაფად და ეფექტურად გასცდა მცველებს, საჯარიმოში შეიჭრა და უძლიერესად დაარტყა - ხარიხიდან ჩასხლეტილმა ბურთმა კარის ხაზი არ გადაკვეთა, მაგრამ კვარაცხელიამ ლაინსმენთან მოთათბირების შემდეგ მოედნის ცენტრისკენ გაიშვირა ხელი და დინამოელთა რისხვაც დაიმსახურა.

ბუნებრივია, უმალ ის გაგვახსენდა, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უეფას ვიდეორეფერის საქართველოში დანერგვას რომ სთავაზობდა. ცოდვაა იმის თქმა, მსაჯებმა გოლი განზრახ არ ჩათვალეს, "დინამოს" დაჩაგვრა სურდათო. შეუიარაღებელი თვალით ძნელი გადასაწყვეტი იყო, სად დაეშვა ბურთი, მხოლოდ ვიდეოგამეორებისას გამოჩნდა, რომ კარის ხაზი არ გადაუკვეთია.

გოლმა სტუმრები შეაგულიანა. 30-ე წუთზე საბა ლომიამ თორნიკე აფციაურს თბილისელთა საჯარიმოსთან ბურთი გადააწოდა, მისი დარტყმა კი ლორიამ მოიგერია.

"დინამოს" გათანაბრების შანსი 42-ე წუთზე მიეცა: გიორგი რეხვიაშვილის ფლანგური ჩაწოდება გიორგი კახელიშვილმა ვერ დააგვირგვინა.

მეორე ტაიმი "დინამომ" უფრო მობილიზებულად დაიწყო. 57-ე წუთზე ხისკო მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მცველებმა შეავიწროვეს და სახიფათო მომენტი განიმუხტა.

"ზესტაფონის" იერიშები შეცვლაზე შესულმა ჯაბა დვალმა გაამწვავა. 61-ე წუთზე ანგარიში სწორედ მან გაზარდა: გორგიაშვილმა მარჯვენა ფლანგზე აფციაური შენიშნა, მან შეტევაში საჯარიმოში მყოფი დვალი ჩართო, "ზესტაფონის" ფორვარდმა კი მცველები ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა - 0:2.

ერთი შეხედვით, თამაშის ბედი აქ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ "დინამომ" ძალა მოიკრიბა, გულიანად შეუტია და ქულა მაინც გადაარჩინა. იაგუე კვლავ ვერაფრით დაგვამახსოვრდა, სამაგიეროდ, ხისკო და ალვარო აქტიურობდნენ, მონდომებული ჩანდა კოტოც, რომელიც 70-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა და დაარტყა - ზურაბ მამალაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

76-ე წუთზე კი "დინამომ" ერთი ბურთი გაქვითა: კოტოს გადაცემა ხისკომ გოლით დააგვირგვნა - 1:2.

კარგად ჩაერთო თამაშში ალეკო კოშკაძე, რომლის პასითაც 81-ე წუთზე ლევან კაკუბავამ მწვავე მომენტი შექმნა. ერთ წუთში დასარტყმელ პოზიციაზე იაგუე ისევ კოშკაძემ გაიყვანა - ესპანელის თავური კარს აცდა.

89-ე წუთზე "ზეტსაფონის" ნახევარმცველ შოთა გრიგალაშვილის დარტყმას მატჩისთვის წერტილის დასმა შეეძლო, მაგრამ ლორიამ "დინამო" გადაარჩინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მსაჯის მიერ დამატებული დრო იწურებოდა, როდესაც რეხვიაშვილმა შეტევა წამოიწყო, მშვენიერი გამჭოლი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ხისკო და ესპანელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

გია ჭიაბრიშვილი: ევროტურნირებიდან ჩემპიონატზე გადმორთვა ორივე გუნდისთვის ძნელი იყო. დაღლილებმა ვერც ერთმა ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რაც შეგვიძლია. ამიტომაც ფრე ლოგიკური იყო, მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია. თამაშის გადადება კი კარგი იქნებოდა. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო "დინამოს" სულგრძელობისთვის - ევროთასების შემდეგ მათ ერთი დღით მეტი ჰქონდათ მატჩისთვის მოსამზადებლად, მაგრამ თამაშის გადადება შემოგვთავაზეს, რათა დასვენებული ფეხბურთელებით გვეთამაშა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

ალექს გარსია: ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მატჩი იყო. ჩვენი ფეხბურთელებისთვის ჯერ კიდევ 25 აგვისტო იყო და ამ მატჩზე გადართვა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხეს. თავით რომ ვერაფერი შევძელით, გულით ვითამაშეთ და ფრეს მაინც მივაღწიეთ. სამწუხაროა, რომ ასეთ დაღლილებს მოგვიწია თამაშმა".

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა