საქართველოს გუნდის მენეჯერის თქმით ნაკრებს მოგება შეეძლო, მაგრამ ლიტველების გამოცდილებამ თავისი გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო, მე-12 ამხანაგური შეხვედრა ვილნიუსში ლიტვის წინააღმდეგ ჩაატარა. წაგების მიუხედავად თამაშის მხილველი ნებისმიერი გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩებოდა - ქართველები ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნაკრებს თანაბრად შეებრძოლნენ.

მატჩისა და ზოგადად სანაკრებო ამბების შესატყობად გუშინ, 28 აგვისტოს გუნდის მენეჯერ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით.

თავდაპირველად შეხვედრის შესახებ აზრის გაზიარება ვთხოვეთ.

- ჩვენი თამაში დადებითად უნდა შეფასდეს. კალათბურთელებმა მწვრთნელების დავალებები კარგად შეასრულეს და ამიტომაც იყო, რომ ბოლო წუთებამდე ვინარჩუნებდით გამარჯვების შანსს.

- ტელეეკრანიდან ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მატჩის მოგება რეალური იყო.

- ჩვენც ასეთი შეგრძნება გვქონდა. ნამდვილად შეიძლებოდა გამარჯვება, მაგრამ ბოლო წუთებზე გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. შეხსენება არავის სჭირდება, რომ ლიტვა მეტად ძლიერი გუნდია. თუმცა, ამხანაგურ მატჩზე მნიშვნელოვანი 31 აგვისტოს, ბელგიასთან ოფიციალური თამაშია. მთავარი, იმ შეხვედრაში გამარჯვებაა.

- სირენამდე 4 წუთით ადრე იასაიტისმა სამქულიანის შემდეგ ორი ჯარიმა ისროლა.

- იმ ეპიზოდში მსაჯები სწორად მოიქცნენ. ზაზა ფაჩულია მეტოქეს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იასაიტისმა ბურთი ისროლა. რადგან გუნდური ოთხი ჯარიმა უკვე მიღებული გვქონდა, ლიტველმა ორი ჯარიმა ამიტომაც ისროლა.

- მზადებას სად განაგრძობთ?

- კვირას შუადღეს კლაიპედაში ჩამოვედით და სასტუმრო "ამბერტონში" დავბინავდით. თბილი, ქართული ამინდი დაგვხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა