დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების პირველი, მეოთხედფინალური რაუნდი. ტურნირში მონაწილე 16-მა გუნდმა, რომლებიც მიმდინარე სუპერლიგის ცხრილის შესაბამისად დაწყვილდნენ, მერვედფინალურ სერიაში 2-2 მატჩი გამართეს და საუკეთესოები გამოავლინეს. შესაბამისად, 8 წარმატებულმა გუნდმა მოახერხა შემდეგ ეტაპზე გადასვლა და 3 თებერვლიდან მეოთხედფინალში ჩაებმება.

მერვედფინალში ძირითადად ნაკლებად დაძაბული მატჩები იყო. უმეტესობამ იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური. მაგალითად მარგვეთმა, რომელმაც “ა” ლიგელი ვინგსი 2 მატჩის ჯამში 72 ქულით დაამარცხა. ასევე ბათუმი, რომელმაც გურჯაანის დელტას 34 ქულით აჯობა. წესით ყველაზე ტოლძალოვანი რაში-ორბის წყვილი გახლდათ, მაგრამ დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა რაშმა ორივე მატჩში აჯობა მეტოქეს. განსაკუთრებით მტკივნეული მარცხი აგემა ტყიბულში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ, სადაც ორბი ემზადებოდა თბილისში რაშთან წაგებული 10 ქულა ამოეღო და 2 მატჩის ჯამში ემარჯვა. მატჩი კვლავ რაშმა მოიგო – ამჯერად 19 ქულით და მეოთხედფინალში გადაინაცვლა.

ქუთაისმა პირველ მატჩში 23 ქულით აჯობა ახალციხეს, ხოლო დღეს, საპასუხო შეხვედრაში დაისვენა. ქუთაისელებმა შეხვედრა 8 ქულით მოიგეს და ცხადია, დაგეგმილი მეოთხედფინალის საგზური ჩაიჯიბეს.

დაისვენა თსუ-მაც, რომელიც ასევე “ა” ლიგის გუნდ ლიბერთის (ყოფილი თავისუფალი უნივერსიტეტი) ხვდებოდა. უნივერსიტეტელებმა პირველი მატჩი 20 ქულით მოიგეს, დღეს კი ლიბერთის ფრე ეთამაშნენ – 61:61. აღვნიშნოთ, რომ 2-მატჩიანი საპლეიოფო სერიის ფორმატი ითვალისწინებს მატჩის ფრედ დასრულებას. ოვერტაიმი შესაძლოა მხოლოდ მეორე შეხვედრის ბოლოს დაინიშნოს, თუკი 2 მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება.

“ა” ლიგიდან ყველაზე სახელოვნად კასპის გრიფინი გამოვიდა, რომელმაც სერიის პირველი მატჩი სუპერლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, კსუ-კავკასიას მოუგო. ამან ისე განარისხა კავკასიელები, რომ საპასუხო მატჩში გრიფინი 39 ქულით შემუსრა და 2 მატჩის ჯამში 37 ქულით იმარჯვა.

ყველაზე დაძაბული სუპერლიგის გუნდების – რუსთავისა და გორის ივერიონის დაპირისპირება გამოდგა. პირველ მატჩში გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს. საპასუხო შეხვედრაში კი რუსთაველებმა 11 ქულით მოიგეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. ბათუმმა ორივე მატჩი მოუგო სუპერლიგის უიმედო აუტსაიდერ გურჯაანის დელტას. თუკი კახეთში 29 ქულით იმარჯვეს, ბათუმში მასპინძლებმა მხოლოდ 5-ქულიანი გამარჯვება იკმარეს და საუკეთესო 8 გუნდში ადგილი დაიბევეს.

ბოლო წყვილზეც ვთქვათ, რომელშიც არც ბრძოლა იყო და არც ერთი გუნდისგან მეორეს დაჩაგვრა. ვსა-მ პირველი მატჩი “ა” ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ ბურჯს თელავში 10 ქულით მოუგო, თბილისში კი 7 ქულით იმარჯვა და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

გუნდები როგორ დაწყვილდნენ, აქ წარმოდგენილ ბანერზე ნახავთ. მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩების კალენდარიც ცნობილია – 3 და 4 თებერვალს გაიმართება. მეოთხედფინალიდან საუკეთესოები ოთხთა ფინალში გადაინაცვლებენ, სადაც სერია აღარ იქნება და ერთმატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა