ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

2026 წლის სუპერლიგის ოლ სტარს რუსთავმა უმასპინძლა | ლეგიონერებმა ადგილობრივებს 148:134 აჯობეს

2026 წლის სუპერლიგის ოლ სტარს რუსთავმა უმასპინძლა | ლეგიონერებმა ადგილობრივებს 148:134 აჯობეს

სუპერლიგის 2026 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას რუსთავის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია დაბრუნდა. წინა, 2024 წლის ოლ სტარი თბილისში ჩატარდა, მანამდე კი ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის მასპინძელი იყო ქუთაისი, გორი, ხაშური და რუსთავში.

ტრადიციულად, ყველა ვარსკვლავის მატჩს სამქულიანებისა და ეფექტური გდებების, ეგრეთ წოდებული ჩატენვების კონკურსი ახლდა. მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ.  დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო”.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლდათ, ხოლო მასპინძელი და თანაორგანიზატორი რუსთავის მერია. მატჩს დაესწრო რუსთავის მერი, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე, რომელმაც მისი უწყების სახელით დაწესებული სპეციალური პრიზი, რომელიც თანამშრომლობისა და კეთილგანწყობის ჟესტი იყო, ღონისძიების ბოლოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გადასცა, რომელიც საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა ჩაიბარა.

ადგილობრივები VS ლეგიონერები სრული სტატისტიკა: 134:148ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს ვსა-ს მთავარი მწვრთნელი დავით ნოზაძე უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – კსუ-კავკასიას მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ნოზაძეს ასისტენტობას კოტე ტუღუში და ალექსანდრე ნოზაძე უწევდნენ, ხოლო წივწივაძეს კსუ-ში მისი ასისტენტი საბა ჯაყელი და რუსთავის თავკაცი გოგა ცეკვავა.

ადგილობრივები

ადგილობრივები: ნიკოლოზ თოთლაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლევან ბაბილოძე (ბათუმი), ვლადიმერ თავაქარაშვილი (ივერიონი), აკაკი დვალიშვილი (ბათუმი).

სათადარიგოები: ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), სანდრო სანაძე (მარგვეთი), ლუკა ლიკლიკაძე (ვსა), ვახტანგ გაფრინდაშვილი (რუსთავი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ლუკა კალატოზიშვილი (ვსა) და გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი)

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული: ტაირი ბოიკინი (ქუთაისი), დეტრეკ ბრაუნინგი (ქუთაისი), მონტეს მატისი (რუსთავი), მაირინ ტომასი (ბათუმი), დენგ გაკი (რაში).

სათადარიგოები: კვენტინ ჰარდრიქტი (თსუ), ქსავიერ ბელი (კსუ-კავკასია), დემარი კინგი (ვსა), ენდრიუ ლუისი (ივერიონი), ჯალენ ჰილი (მარგვეთი), დონი ტილმანი (კსუ-კავკასია) და ანდრე უეირი (რაში)

ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები და ცდილობდნენ, უფრო შთამბეჭდავი მოქმედებებით ჩაეგდოთ ბურთი. შესაბამისად, მაყურებელმა ძალიან ბევრი ეფექტური გდება (ჩატენვას რომ ეძახიან) იხილა. როგორც ოლ სტარს ახასიათებს, ამჯერადაც უხვქულიანი ანგარიში დაფიქსირდა. გამარჯვება ლეგიონერებს დარჩათ- 148:134, რაც ქართული ოლ სტარების სარეკორდო შედეგია.

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში  მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 3 ფინალისტი უნდა გამოევლინა.

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), კვენტინ ჰარდრიქტი (თსუ), დეტრეკ ბრაუნინგი (ქუთაისი), დიჯეი დევისი (მარგვეთი), ტრევონ ტომასი (რაში), ტაირი ბოიკინი (ქუთაისი).

პირველი ეტაპის შემდეგ ფინალში დიჯეი დევისი (19 ქულა), ტაირი ბოიკინი (17) და ლუკა მაზიაშვილი (15) გადავიდნენ. მესამე პერიოდის შემდეგ ფინალური შერკინება გაიმართა, რომელიც ზესტაფონის მარგვეთის ლეგიონერის – დიჯეი დევისის გამარჯვებით დასრულდა.

ოლ სტარ 2026-ის სნაიპერი მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი

ეფექტურ გდებებში 3 მონაწილე იყო – ბათუმის ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი, ტყიბულის ორბის ფორვარდი ლუკა ხარაბაძე და ვსა-ს წევრი ვატო გაჩეჩილაძე.

ეფექტური გდებების საკონკურსო ჟიურიში იყვნენ – კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გამგეობის წევრი, ოთარ ფაიქრიძე,  რუსთავის საკრებულოს წევრი და ვეტერანი კალათბურთელი – მიხეილ ბერუაშვილი და კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კობა კობიაშვილი.

ეფექტური გდებების კონკურსი მართლაც ეფექტური გამოდგა. ფინალში ტომასი და ხარაბაძე გავიდნენ. გამარჯვება ქართველ კალათბურთელს დარჩა, რომელმაც 2 აღმაფრთოვანებელი სლემ-დანქი შესთავაზა მაყურებელს. ტომასმა შთამბეჭდავი ჩატენვა დაგეგმა, მაგრამ სისრულეში ვერ მოიყვანა და გამარჯვება ხარაბაძეს დარჩა.

დაჯილდოების ცერემონიალი

2026 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობიაშვილმა. მათვე გადასცეს კუთვნილი პრიზები ჩატენვებისა და სამქულიანი კონკურსების გამარჯვებულებს – ლუკა ხარაბაძეს და დიჯეი დევისს.

დაჯილდოების დაწყებამდე რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მისი უწყების სახელით დაწესებული სპეციალური პრიზი, რომელიც თანამშრომლობისა და კეთილგანწყობის ჟესტი იყო,კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გადასცა. რუსთავის მერიის პრიზი ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა ჩაიბარა.

მატჩის MVP გახდა ბათუმის ამერიკელი ლეგიონერი – ჩატენვების კონკურსის ფინალისტი, მაირინ ტომასი. მან 23 წუთში 38 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ადგილობრივთა გუნდიდან საუკეთესო შედეგი ბათუმის კიდევ ერთმა წევრმა, აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა – 33 ქულა, 13 მოხსნა 21 წუთში. ოლ სტარის MVP-ის სპეციალური პრიზი ყოფილმა კალათბურთელმა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.

• rona

უმდაბლესი დონის ლიგაა, რა ოლსტარი არ გრცხვენიათ?

• გგგ

"ჩატენვის" კონკურსის კადრები https://www.youtube.com/watch?v=nvQmMrxwyQ4

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა