ახალი და მაღალი ხარისხის კორტების აშენება ქალაქის სხვა უბანში 2007 წელს გადაწყდა
"სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმომედგინა, რომ გორში კორტები და ჩოგბურთი გვექნებოდა. აქ უფრო სპორტის სხვა სახეობებია ძალიან პოპულარული. ამიტომ დღევანდელ დღე ისტორიულია" - ასე დაიწყო ჩოგბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ქაცარავამ 2010 წლის 1 მარტს, შიდა ქართლის ჩოგბურთის რეგიონალური ფედერციის დამფუძნებელ ყრილობაზე თავისი გამოსვლა.

სტუმარს ტყუილად არ უკვირდა. გორს მართლაც არასოდეს ჰქონია დიდი საჩოგბურთო ტრადიციები. მართალია, ადრე იყო უბრალო კორტები და მხოლოდ რამდენიმე მოზარდი თუ ვარჯიშობდა.

ახალი და მაღალი ხარისხის კორტების აშენება ქალაქის სხვა უბანში 2007 წელს გადაწყდა. ჩოგბურთის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი კორტების აგების ინიციატივამ კმაყოფილი დატოვა, მაგრამ როგორც დრომ აჩვენა, სკეპტიკურად განწყობილთა მოლოდინი უფრო ზუსტი ყოფილა.

თავად განსაჯეთ: გორში ჩოგბურთის პოპულარიზაციისათვის არანაირი გეგმა არ იყო და არც არის. კორტების თავდაპირველად დათქმულ ვადაში გახსნა ვერ მოხერხდა. ეს კიდევ არაფერი - საფრის დამგები თურქული კომპანია უგულისყუროდ მოეკიდა საქმეს (ან იქნებ არც იცოდა უკეთ კეთება) და წვიმისას კორტებზე დღესაც დგება გუბეები.

სხვათა შორის, ადრე სპორტის ერთ-ერთ ადგილობრივ ჩინოსანს პირადადაც ვკითხე ამის თაობაზე, თუმცა უმალვე "დამაწყნარა": "რა მოხდა მერე, გუბეებს დამლაგებები ცოცხით "შხვეპენო" - თითქოს მსოფლიო პრაქტიკაში ჩვეულებრივი მოვლენა იყოს კორტებზე გუბეები და დამლაგებლების მიერ მათი ცოცხებით "შხვეპა". უხარისხოდ გაკეთებული სპორტული ნაგებობის ხმაურიანი გახსნის ცერემონიაც სავარაუდოდ ამის გამო აღარ ჩაითვალა საჭიროდ.

თუმცა გაცილებით დიდი პარადოქსი ამის მერეც "დაუგეგმავთ". საქმე ისაა, რომ დამფინანსებლებმა მხოლოდ კორტების ადმინისტრაციისათვის კუთვნილი სახელფასო ხარჯები გაითვალისწინეს და არ უფიქირათ, რომ იქ შესაძლებელი იყო ვინმეს ბურთი, ჩოგანი ან სხვა ინვენტარი დასჭირებოდა! ასე იყო პირველ-მეორე წელს, როცა ამბობდნენ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას უბრალოდ გამორჩათ ეს ნიუანსი (!), მაგრამ როგორც მწვრთნელმა ნუგზარ კოპაძემ გვითხრა, ასეა ახლაც. "წლების განმავლობაში ამაოდ ვლაპარაკობ, რომ ბურთები და ჩოგნები არა გვაქვს.

უამისოდ ხომ ჩოგბურთის განვითარება შეუძლებელია. არაერთხელ, ჩემი საკუთრი არხებით დედაქალაქში მომუშავე ნაცნობი მწვრთნელებისგან ნახმარი ბურთები და ჩოგნები მომიტნია ხოლმე, მაგრამ ამ გზით აბა რა წინსვლაზე უნდა იყოს ლაპარაკი? აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, არც სხვადასხვა შეჯიბრებეზე მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯებს გვაძლევს ვინმე. ერთი ორჯერ თუ გავსულვართ სხვა ქალაქში საასპარეზოდ და ისიც საკუთარი ფულით.

სამი წელიწადია ხუთი-ექვს ბავშვს ვავარჯიშებ და, ცხადია, ამ ვითარებაში მათ სამომავლო პერსპექტივაზე ვერაფერს ვიტყვი. ამიტომაა, რომ მშობლები ბოლო ხანს შვილების სხვაგან გადაყვანას აპირებენ." - გვითხრა ნუგზარ კოპაძემ.

არადა, ერთხანს გარკვეული მონდომება შეინიშნებოდა. კერძოდ, 2009 წელს კორტებზე, გორის უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის ინიციატივით უნივერსიტეტის პირველობა ჩატარდა.

მომდევნო შეჯიბრებაზე საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ სპორტსმენები. ცოტა ხნის მერე უფრო სოლიდურ ტურნირზე, რომელიც ისევ ცოტნიაშვილის ინიციატივით იყო მოწყობილი, ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხიც ჩამოვიდა.

"როდესაც გავიგეთ ამ ტურნირის შესახებ, ძალიან გაგვიხარდა. დავათვალიერეთ კორტები, რომელსაც გარკვეული შეკეთება სჭირდება და ცოტა უფრო მეტად მასშტაბური ღონისძიებებისთვისაც გამოვიყენებთ. შესაძლებელია აქ შევქმნათ ჩოგბურთის რეგიონალური ფედარაცია და ვეცდებით გორში მომავალი წლიდან რაიმე პატარა შეჯიბრება მაინც ჩავსვათ კალენდარში.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქტიურობისათვის" - გვითხრა მაშინ ქალბატონმა ლეილა მესხმა. შარშან საქართველოს უნივერსიადაზე გორელმა ჩოგბურთელმა გიორგი პაპუაშვილმა მესამე ადგილის მოპოვება რომ შეძლო, ქართლში ამ სახეობის სერიოზულ პერსპექტივებზე დაიწყეს ლაპარაკი. მაგრამ...

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გორში ჩოგბურთის განვითარება ლამის მხოლოდ ერთადერთი კაცის მონდომებაზე ყოფილა დამოკიდებული, სხვათა შორის, კორტებზე ახლა მარტო საფარის რემონტი აღარ კმარა და როდესაც ბოლოს იქაურობას ვსტუმრობდით, გადასახადის გადაუხდელობის გამო წყლის მიწოდებაც შწყვეტილი ჰქონდათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის