ბორჯღალოსნების განახლებულმა სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის 9 პოტენციურ დებიუტანტს უხმო.

ესენი არიან: ბურჯი მამუკა მსტოიანი, მეორეხაზელები - თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა და გაგი მარგველაშვილი, მესამეხაზელი ანდრო დვალი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი, ცენტრი დავით ბარბაქაძე, ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი და ფულბეკი ოთარ მეტრეველი. მათგან რამდენიმე გაფართოებულ შემადგენლობაში აქამდეც ყოფილა, თუმცა ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ.

გარდა ამისა, პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშე დააბრუნეს, რომელთაც დიდი ხანია ნაკრებში აღარ უთამაშიათ. 2021 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებში ბრუნდება ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომლის ანგარიშზე 26 კეპია. 2024 წლის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია ‘მონ დე მარსანის’ მესამეხაზელს იოანე იაშაღაშვილს. მან ნაკრებში ერთადერთხელ, 2024 წელს ავსტრალიის წინააღმდეგ ითამაშა. შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდში ბრუნდებიან ლუკა გოგინავა და ლუკა ნიორაძე.

გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 34 მორაგბეა, რომელთაგან 20 შერკინების, ხოლო 14 ხაზის მოთამაშეა. მათგან 27 ლეგიონერია, 6 ‘შავი ლომის’ ღირსებას იცავს, ერთი კი ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგიდან მოხვდა. ეს ნიკოლოზ რეხვიაშვილია, რომელიც რეგულარულად თამაშობდა საქართველოს 7-კაცა ნაკრებში, 15-კაცა გუნდში კი პირველად უხმეს.

რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს დაიწყებს და პირველ მატჩს ივერდონში შვეიცარიასთან გამართავს, 15 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშება, ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში (ავჭალაზე), ესპანეთთან დაასრულებს. ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონა), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა საღინაძე (ლიონი), ანდრო დვალი (პერპინიანი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (ლიონი);

ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).

Rugby.ge

რეზო
თუ გამოცდაა, მაჭარაშვილის, პეტრიაშვილის, ხარაიშვილის, ხაონდრავასიც შეიძლება. არ ვიცი, რამდენად ჯანმრთელად არიან ახლა. საერთოდ წამყვანი მოთამაშეების ამ ჩუჩუ ტურნირისთვის მოცდენა არც ღირს. ჰა-ჰა, ესპანეთთან ან პორტუგალიასთან. ცოდო არაა გიგაშვილი ამათთან სამაიმუნოდ?
თოკო
გვეშველა მემგონი! კაცმა პირველი ლიგიდან გამოიძახა მოთამაშე ნაკრებში! კი, რეხვიაშვილს ზურგს დიდი 10-ის და 7კაცას გამოცდილება უმაგრებს და ყოჩების უპირობო ლიდერია, მაგრამ რაც შველიძემ თქვა რომ ბრონკანი დიდ 10-სა და პირველ ლიგას რეგულარულად უყურებსო, ეს ცოტა გაბუქებული მიმაჩნდა, არადა აშკარად ასეა. პირველ ლიგაში მოასპარეზე მორაგბეებისთვის რამხელა სტიმულია, როცა იცი, რომ შენი შრომა შეიძლება დაფასდეს. ჩემი სუბიექტური აზრით აქამდეც იმსახურებდა რეხვიაშვილი ნაკრებს, უჩვეულოდ მაღალი, პლასტიკური და მოძრავი ფრთაა, ფეხსაც ფლობს, დარტყმაც შეუძლია. მენტალურად ძლიერი როა იმანაც დაადასტურა რომ ყოჩები არ დატოვა გავარდნის შემდეგ არადა ბევრი მსურველი ეყოლებოდა. რაც მთავარია შავ ლომს ეშველება და მგონია რომ ძალიან ბევრი ცვლილება მოხდება ბრონკანის ხელში სელექციის მხრივ, რაც ძალიან საინტერესოა. მგონია, რომ ნახევარ შავ ლომს უბრალოდ გაუშვებს და დიდ 10-დან ბევრ საინტერესო მორაგბეს დააწინაურებს.
თოკო
ალანიაზე გეთანხმები და 10 რატომ უნდა იყოს ან ტანმაღალი ანდაც ფიზიკურად ძლიერი? ბევრი პრობლემაა მაგ პოზიციაზე მაგრამ ეს კრიტერიუმები რატომ? ჭუმბაძეს რაც შეეხება მისი შვეიცარიისთვის მოცდენა ცოდვა იქნება, ეგ კი არა საღინაძის არ გამოძახებაც შეიძლებოდა. არ დაგვავიწყდეს რამდენად სუსტ გუნდს ვეთამაშებით, მოთამაშეთა გამოსაცდელად უნდა გამოვიყენოთ კონკრეტულად ეს შეხვედრა. ჰოლანდიასთან უკვე ოპტიმალური რაზმი დაგჭირდება
ბორია წიფურია
10 ნომერის პოზიცია რა გახდა ამ ორის გარდა ცოტა უფრო ფიზიკურად ძლიერი და ტანმაღალი არ არის არავინ? მიშიკო ალანიას 9ზე რატომ არ უძახიან ან ბაჩუკი ჭუმბაძეს პირველ ხაზში?
ზაზა
მგონი დაადგნენ ჭეშმარიტების გზას, გვიან მაგრამ მსოფლიომდე საკმაო დროა!!!

შვეიცარიასთან და ნიდერლანდებთან ამ შემადგენლობითაც შეიძლება და ტაქტიკური ექსპერიმენტებითაც.ესპანეთთან კი,ალბათ უძლიერეს შემადგენლობას დაუძახებს.მისასალმებელია,რომ 7 კაცა რაგბიდან დაუძახეს,ნაკრებში. შვიდკაცელი,სისწრაფით და ხელით კარგად თამაშით იქნება,გამორჩეული.
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს