დღეს ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე წლის პირველი შეკრება დაიწყეს. პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის გუნდი 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

მოგეხსენებათ, ზაფხულამდე გუნდს ბორტოლამი (ბრონკანთან კოორდინაციით) გაუძღვება და სადებიუტო თამაშს მისი გაწვრთნილი გუნდი 8 თებერვალს შვეიცარიაში, ივერდონ ლე ბენში, მასპინძელთა წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

34-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმირებული მესამეხაზელის, ილია სპანდერაშვილის ნაცვლად გუნდს ‘შავი ლომიდან’ გიორგი ცუცქირიძე დაემატა, რომლის ანგარიშზე 42 სანაკრებო კეპი და 6 ლელოა.

შეგახსენებთ, შარშან რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას თბილისში, „ავჭალაზე“ ვუმასპინძლეთ და ჩვენი ნაკრების ისტორიაში სარეკორდო სხვაობით, 110:0 დავამარცხეთ.

მესამედ „ედელვაისთან“

საქართველო შვეიცარიას მესამედ ეთამაშება. დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟზე, 32 წლის წინ, 1994 წლის 4 ივნისს, ჩვენმა გუნდმა მე-13 თამაში შონ დე ფონში გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 22:21 დაამარცხა. მას შემდეგ ქართულმა რაგბმა უდიდესი პროგრესი განიცადა, რაც ამ გუნდების მეორე შეხვედრაში აისახა და 2025 წლის 1 თებერვალს მეტოქეს 16 უპასუხო ლელო გავუტანეთ - 110:0.

შვეიცარიაში პირველი სარაგბო მატჩი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 157 წლის წინ გაიმართა. ლოზანას სარაგბო კლუბმა თავისი პირველი თამაში 1869 წელს ჩაატარა, თუმცა რაგბიმ შვეიცარიაში პოპულარობა ვერ მოიპოვა და რაგბის ფედერაციაც საუკუნის შემდეგღა დააარსა.

შვეიცარიის რაგბის ფედერაცია 1972 წელს დაარსდა, თუმცა თავდაპირველად რაგბი უსისტემოდ ვითარდებოდა. შვეიცარიის ნაკრები 1973 წელს ჩამოყალიბდა და პირველი თამაში 11 აპრილს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა (4:23). გუნდმა პირველი გამარჯვება 1975 წელს იზეიმა, როდესაც სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებს 12:3 სძლია.

გუნდის თიკუნი “ედელვაისია” და ეს თეთრი ყვავილი შვეიცარიის რაგბის კავშირის გერბზეა წარმოდგენილი. შვეიცარიის რაგბის კავშირი 1974 წელს რაგბი ევროპის, ხოლო 1988 წელს მსოფლიო რაგბის წევრი გახდა.

ყველაზე დიდი სხვაობით შვეიცარიის ნაკრები 2025 წელს საქართველოსთან დამარცხდა (0:110), თავად კი 2000 წელს ბულგარეთი დაამარცხეს 90:9.

2000 წელს „ედელვაისი“ რაგბი ევროპის გათამაშების მესამე დივიზიონში ჩაერთო, 2016 წლიდან დღემდე კი რეგულარულად თამაშობდა მეორე დივიზიონში, ალაფაზე. 2024 წელს შვეიცარიამ ალაფაზე პირველი ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად, ჩემპიონატზე აღზევდა, სადაც მათ პირველი ოთხი მატჩი დათმეს, ბოლოს კი გერმანიას 20:17 სძლიეს და მე-7 ადგილი დაიკავეს.

შვეიცარიას არასდროს უთამაშია მსოფლიო თასზე, რეიტინგში კი 55,26 ქულით 28-ე ადგილზეა. რეიტინგში მას საუკეთესო შედეგი 2023 წელს ჰქონდა (26-ე ადგილი), ხოლო ყველაზე დაბალ პოზიციას 2010 წელს იკავებდა (67).

მოცემული მომენტისთვის შვეიცარიაში 50 სარაგბო კლუბი და 6 ათასამდე რეგისტრირებული მოთამაშეა. აღსანიშნავია, რომ 2006/07 წლების სეზონში, ფრანგულმა ‘ბურგუენმა’ იმხანად ჰეინეკენის თასის (ამჟამად ჩემპიონთა თასი) მატჩი ჟენევაში გამართა, ირლანდიურ ‘მანსთერს’ უმასპინძლა და თამაშს 16 255 მაყურებელი დაესწრო.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონა), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ანდრო დვალი (პერპინიანი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (ლიონი);

ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).

alexandre
წარმატებებს გისურვებთ, მართლაც რომ ლომებო! თქვენი პატრიოტიზმი მისაბაძია და თაობები იზრდება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას თხოვნით მიმართა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!