ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეტელის მეშვიდე, "რედ ბულის" მეორე

ფეტელის მეშვიდე, "რედ ბულის" მეორე

ერთთვიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი "რედ ბულის" დუბლით განახლდა
ერთთვიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი "რედ ბულის" დუბლით განახლდა. ავსტრიულმა საჯინიბომ განიმტკიცა ლიდერობა კონსტრუქტორთა თასზე, ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") გამოვარდნის შემდეგ კი სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") თითქმის გაინაღდა ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტული.

რბოლა მშრალ ამინდში მიმდინარეობდა, მაგრამ კვალიფიკაციის დროს წამოსულმა წვიმამ პილოტები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ბევრ მათგანს სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული წინა საბურავები, რომლის შეცვლაც მოითხოვეს, მაგრამ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია ამ ნაბიჯზე არ წავიდა და გამონაკლისი მხოლოდ ვიტალი პეტროვზე ("ლოტუს-რენო") დაუშვა.

სტარტი ჩააგდო მარკ უებერმა ("რედ ბული") - ავსტრალიელი შეყოვნდა და მესამე პოზიციიდან პირველი ათეულის ბოლოში ჩამოვარდა. აბსოლუტურად განსხვავებული დასაწყისი ჰქონდა ნიკო როსბერგს ("მერსედესი"), რომელმაც ჯერ მეორე ადგილი მოიპოვა, შემდეგ კი სებასტიან ფეტელსაც გაუსწრო. სანამ წინ პირველობისთვის ბრძოლა მიდიოდა, უკან მიხაელ შუმახერი ("მერსედესი") აქტიურობდა. მიხაელმა, რომელიც კვალიფიკაციიდან ავარიის გამო გავარდა, რამდენიმე პოზიცია მოიგო და ბოლოდან მე-14 ადგილზე გადავიდა.

იყო ერთი ავარიაც. "ლოტუს-რენოში" ნიკ ჰაიდფელდის შემცვლელ ბრუნო სენას პირველ მოსახვევში კონტაქტი ჰქონდა ხაიმე ალგერსუარისთან ("ტორო როსო"), რომელმაც, თავის მხრივ, კინაღამ ტრასიდან გადააგდო ფერნანდო ალონსო ("ფერარი").

ორი ესპანელის შეჯახებისას ხაიმე დაზარალდა: წინა მარცხენა დაკიდების დაზიანებამ რბოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა. რაც შეეხება სენას, მან პიტლეინზე საჯარიმო შესვლა მიიღო.

სლიპ-სტრიმის წყალობით ფეტელმა როსბერგს გაუსწრო და ლიდერობა დაიბრუნა, ამ წყვილის უკან კი "ფერარის" პილოტებისა და ლუის ჰემილტონის ბრძოლა მიდიოდა. სტარტზე ფელიპე მასამ ("ფერარი") და ალონსომ ბრიტანელს გაუსწრეს, შემდეგ ფერნანდომ ლუისთან ერთად უკან ჩამოიტოვა ბრაზილიელი, რომელმაც, თავის მხრივ, მანამდე როსბერგის გასწრება სცადა.

მეოთხე წრეზე უებერმა და ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") პიტ-სტოპების პირველი ტალღა გახსნეს. მალე მათ ბოქსებში ფეტელიც მიყვა. ამასობაში, მეშვიდე წრეზე ალონსო როსბერგს დაეწია და მას ლიდერობისთვის ბრძოლაში აჯობა, სულ მალე კი გერმანელმა ჰემილტონიც გაატარა. ახალი საბურავით ფეტელს ფანტასტიკური ტემპი ჰქონდა, ამიტომაც მალე ალონსოც შევიდა ბოქსებში და იქედან დაბრუნებული უებერის წინ აღმოჩნდა.

ამასობაში, ბოქსებში ჰემილტონიც და როსბერგიც მოხვდნენ, ლიდერობა ფეტელმა დაიბრუნა, მაგრამ მას სწრაფი ტემპით ეწეოდა ალონსო.

მე-13 წრეზე ჰემილტონმა კამუი კობაიაშის ("ზაუბერი") ბოლიდზე მიიტანა იერიში და ეს ორთაბრძოლა შეჯახებით დასრულდა: "მაკლარენი" გაჩერდა და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. მაშინვე პილოტების უმრავლესობა, მათ შორის ლიდერი ფეტელი ბოქსებში შევიდა - პელოტონს სათავეში ალონსო ჩაუდგა.

რესტარტი შესანიშნავად გამოუვიდა ფეტელს. "რედ ბულის" პილოტი შეტევაზე გადავიდა, პოზიციას პოზიციაზე იგებდა და მალე მოქმედი ჩემპიონი ალონსოს წინ აღმოჩნდა.

მე-18 წრეზე წარმატებული მანევრი გამოუვიდა ჯენსონ ბატონს - ბრიტანელმა ადრიან სუტილი ("ფორს ინდია") და ვიტალი პეტროვი ჩამოიტოვა უკან. იმ მომენტისთვის ბატონი ყველაზე სწრაფი იყო ტრასაზე. მალე ის მიხაელ შუმახერსა და ფელიპე მასას დაეწია და გაუსწრო მათ, შემდეგ იგივე გააკეთა როსბერგთან ბრძოლაში და მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

30-ე წრეზე ალონსომ და ფეტელმა პიტ-სტოპები შეასრულეს და ხისტი საბურავები მიიღეს, ბატონი აგრძელებდა სწრაფი წრეების ჩვენებას, 31-ე წრეზე საბურავები გამოცვალეს როსბერგმა, მასამ და უებერმა. ერთი წრის შემდეგ ფეტელმა ბატონს გაუსწრო ლიდერობისთვის ბრძოლაში, ჯენსონი კი 33-ე წრეზე ბოქსებში შევიდა და იქიდან მეოთხე ადგილზე დაბრუნდა.

ფინიშამდე ცხრა წრით ადრე შუმახერმა მეექვსე პოზიციისთვის ბრძოლა მოუგო სუტილს, იმ დროს, როცა მეორე ადგილისთვის ერთმანეთს შეებნენ უებერი და ალონსო - ამ დუელში უფრო სწრაფი "რედ ბულის" პილოტი აღმოჩნდა.

არანაკლებ საინტერესო იყო ბრძოლა პირველი ათეულის ბოლოში - თავიდან მასამ პოლ დი რესტას ("ფორს ინდია") გაუსწრო, შემდეგ მეცხრე ადგილი წაართვა პასტორ მალდონადოს ("უილიამსი"). სანამ ბრაზილიელი წინ მიიწევდა, მისი თანაგუნდელი ალონსო სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა. ესპანელისთვის შეიძლება მესამე ადგილი წაერთმია ბატონს, რომელიც ელვის სისწრაფით ეწეოდა ფერნანდოს.

საინტერესო იყო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა თანაგუნდელებს - შუმახერსა და როსბერგს შორის. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 41-ე წრეზე ნიკოს საწვავის ეკონომია მოსთხოვეს, რამაც ამ სეზონში იშვიათი შემთხვევა დააფიქსირა - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი როსბერგზე მაღლა აღმოჩნდა. უებერი ეწეოდა ფეტელს, ბატონი ალონსოს უახლოვდებოდა - ბოლო წრეებზე თითქმის ყველა პოზიციისთვის იყო ბრძოლა.

ფინიშამდე ორი წრით ადრე "მაკლარენმა" მაინც აჯობა "ფერარის" - ჯენსონ ბატონმა ფერნანდო ალონსოს გაუსწრო და მარკ უებერს გამოეკიდა, თუმცა "რედ ბულს" დუბლის შესრულებაში ხელი ვერ შეუშალა.

საბოლოოდ, ფეტელმა სეზონში მეშვიდე რბოლა მოიგო, "რედ ბულმა" კი მეორე დუბლი შეასრულა, რამაც ისინი კიდევ ერთი ნაბიჯით მიაახლოვა 2011 წლის ჩემპიონატში დამსახურებულ ტიტულს.

"რბოლის წინ პრობლემები მრავლად იყო, მათ შორის კვალიფიკაციის დროს დაზიანებული საბურავები. გვჯეროდა კარგი შედეგის, მაგრამ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ტრასაზე, ამიტომაც მე და მარკმა ადრე შევასრულეთ პირველი პიტ-სტოპი.

იმ მომენტში შედეგზე ბევრს არ ვფიქრობდი, მაგრამ მანქანა ძალიან სწრაფი იყო და კომფორტულად ვიყავი - დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია იმისთვის, რომ სიტუაცია გამეკონტროლებინა და ლიდერობა დამებრუნებინა.

უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ ფერნანდოს გასწრება და კომფორტული ჰანდიკაპის შექმნა იყო საჭირო, რათა რბოლის ფინიშზე დამაჯერებლად მეგრძნო თავი. უნდა გითხრათ, რომ მანქანა დღეს ბრწყინვალე იყო. სპაზე წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, "რედ ბული" ამჯერად ძალიან კონკურენტუნარიანი იყო. კმაყოფილი ვარ რბოლისა და შედეგით", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ფეტელმა.

ბელგიის გრან-პრი. XII ეტაპი

სპა (44 წრე, 308.052 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:26.44,893

2(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +3,741

3(13). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +9,669

4(8). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +13,022

5(24). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +47,464

6(5). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +48,674

7(15). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +59,713

8(4). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.06,076

9(10). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) +1.11,917

10(16). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.17,615

11(18). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.23,994

12(12). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.31,976

13(7). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) +1.32,985

14(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 1 წრე

15(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე

16(14). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე

17(21). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 1 წრე

18(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 1 წრე

19(22). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 1 წრე

20(9). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 16 წრე

21(23). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 30 წრე

22(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 31 წრე

23(11). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 37 წრე

24(6). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 44 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 259 (7 მოგება); 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 167; 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 157 (1); 4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 149 (2); 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 146 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 74; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 56; 8. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 42; 9. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 34; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 27; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 24; 13. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 12; 14. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 10; 15. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 8; 15. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 8; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 18. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 426 ქულა; 2. მაკლარენი - 295; 3. ფერარი - 231; 4. მერსედესი - 98; 5. ლოტუს-რენო - 68; 6. ზაუბერი - 35; 7. ფორს ინდია - 32; 8. ტორო როსო - 22; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ