განისა და გერმანიის ნაკრების მატჩმა (0:1) მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ კევინ-პრინს ბოატენგის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის დაწყებამდე გერმანიის ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი დაამტვრია და რომლის ძმა ჟერომ ბოატენგი გერმანიის ღირსებას იცავს, არ ჩუმდება...

განისა და გერმანიის ნაკრების მატჩმა (0:1) მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ კევინ-პრინს ბოატენგის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის დაწყებამდე გერმანიის ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი დაამტვრია და რომლის ძმა ჟერომ ბოატენგი გერმანიის ღირსებას იცავს, არ ჩუმდება.

"შპორტ ბილდის" უახლეს ნომერში კევინ-პრინსის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც განის ნაკრების ფეხურთელი ასეთ რამეს ამბობს: "ბევრმა არ იცის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გერმანიის ნაკრების ძალიან ბევრმა ქომაგმა და ფეხბურთელებმაც კი, მადლობა გადამიხადეს იმისათვის, რომ ბუნდესგუნდი ბალაკისგან გავათავისუფლე. ისინი მეუბნებოდნენ, გერმანიის ნაკრები ბალაკის გარეშე გაცილებით ძლიერი იქნებაო!"

ბოატენგი აგრძელებს: "რატომ არავის გაუკვირდა ის, რომ ბალაკის ტრავმის შემდეგ, ახალმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა თქვა, ეს გერმანიის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებიაო. თუ დამიჯერებთ, ბუნდესგუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა დამირეკა და მადლობა მითხრა ბალაკის დამტვრევისთვის. როგორც ჩანს, გერმანიის ნაკრებში არაჯანსაღი სიტუაცია იყო. სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებს კაპიტნისა და უმთავრესი ლიდეროს ტრავმა გაუხარდათ?"

გერმანელი ფეხბურთელები ბოატენგის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ. საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა კი აღნიშნა, რომ გაბრაზებული ფეხბურთელის ასეთ გამოხტომებს ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს. "მიხაელ ბალაკი უდიდესი ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველა ფეხბურთელი აფასებს," - თქვა ცვანციგერმა. გერმანიის ნაკრების მენეჯერ ოლივერ ბირჰოფის აზრით, კევინ-პრინს ბოატენგს ასეთი განცხადებებით ბუნდესგუნდში სიტუაციის არევა სურს.

გოტფრიდ ლენცი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა