ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჯონ ონილი შეშფოთებულია "ვოლაბების" ახალგაზრდა მგეზავის ქუადე კუპერის რაგბი ლიგაში, ანუ ცამეტკაცა რაგბიში შესაძლო გადაბარგების გამო...

ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჯონ ონილი შეშფოთებულია "ვოლაბების" ახალგაზრდა მგეზავის ქუადე კუპერის რაგბი ლიგაში, ანუ ცამეტკაცა რაგბიში შესაძლო გადაბარგების გამო.

კუპერი ავსტრალიური რაგბის ამომავალი ვარსკვლავია. ის განსაკუთრებულად შთამბეჭდავად ივნისის ტესტებისას გაისარჯა ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებებთან მატჩებში. 22 წლის მგეზავმა ბრისბენის "რედსში" თამაშზე მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა განაცხადა. მას ოფიციალურად ამ გუნდთან ხელშეკრულება არ აკავშირებს. ამიტომ ავსტრალიის რაგბის კავშირი სასწრაფოდ მოითხოვს, კუპერმა კონტრაქტი გააფორმოს.

ონილს კუპერის რაგბი ლიგაში შესაძლო გადაბარგებაზე დარხეული ხმები სარწმუნოდ მიაჩნია, რადგან მისი მენეჯერები საეჭვო მოლაპარაკებებზე ჰყავთ შემჩნეული.

"ქუადე კუპერი ამომავალი ვარსკვლავია. ახალგაზრდა კაცია, რომლის დიდებული კარიერა ეს-ესაა, დაიწყო. რატომ უნდა გადავიდეს რაგბი ლიგაში, როცა ჩვენ, თამაშში მთელი მსოფლიო მის ფერხთაა, გაისად კი მსოფლიო თასზე უნდა ითამაშოს. კუპერი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მისგან ამ ჭორების უარმყოფელ ინფორმაციას მივიღებთ" - თქვა ონილმა.

ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი რობი დინსი კიდევ უფრო იმედიანადაა:

"ქუადეს ვესაუბრე და მითხრა, რომ ძალიან უყვარს რაგბი და უნდა ამ თამაშს ბოლომდე უერთგულოს. დარწმუნებული ვარ, რომ ის რაგბი ლიგაში არ გადავა" - თქვა მან.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო