ბუნდესლიგაში უკვე 4 ტურია გასული, "ლევერკუზენის" 34 წელის ნახევარმცველს კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული
„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა მიხაელ ბალაკი დორტმუნდის „ბორუსიასთანაც“ არ ათამაშა. 34 წლის ნახევარმცველმა ამჯერადაც სათადარიგოთა სკამი ხეხა, მეორე ტაიმში კი მოედანს მიღმა ირბინა იმ იმედით, რომ დუტი შეუშვებდა, მაგრამ არა - ბუნდესლიგაში უკვე 4 ტურია გასული, ბალაკს კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ლევერკუზენმა“ მიხაელი გუშინ ტრანსფერზე დააყენა და თუ დღეს ვეტერან საყრდენს მთხოვნელი გამოუჩნდა, ბლიც-ტრანსფერი შედგება. სატრანსფერო ფანჯარა, მოგეხსენებათ, ხვალ, ღამის 2 საათზე იხურება. მიხაელის ტრანსფერზე დაყეება გუშინ „ფარმაცევტების“ სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა დაადასტურა:

„ფაქტია, რომ მიხაელს არ მისდის საქმეები ისე, როგორც უნდა და როგორც ყველას გვინდა. შექმნილი ვითარება ისე უნდა მივიღოთ, როგორც საჭიროა და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. გულახდილად ვიტყვი, თუ რომელიმე გუნდი კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს, მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვი,“ - თქვა რუდიმ.

„ბილდის“ ინფორმაციით, მიხაელს რამდენიმე მთხოვნელი ჰყავს, განსაკუთრებით დიდ ინტერესს კი ინგლისური კლუბები იჩენენ. ბალაკის გადაბირებაზე ბოლოს „ფულჰემისა“ და „ბლექბერნის“ შეფები ფიქრობდნენ. იყო აშშ-ს ვარიანტიც, მაგრამ MLშ-ში სატრანსფერო ფანჯარა 14 აგვისტოს დაიხურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა