ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების პირველი ეტაპი, რაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის წამოიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის გენერალური შეკრება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 23 თებერვალს დაიწყება, მანამდე კი, 17-21 თებერვალს თბილისში სუპერლიგის 15 მოთამაშისგან შემდგარი შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც 5 კალათბურთელის გამოვლენა იყო, რომლებიც ლეგიონერებს დანიაში შეუერთდებოდნენ.

თბილისში სუპერლიგელებს დაემატა და 5-დან ბოლო 2 ვარჯიში ჩაატარა ეროვნული ნაკრების ახალი ამერიკელი ლეგიონერი, მარკის რიდი, ვისმა გუნდმაც თურქეთის თასის პლეი ოფის მატჩი წააგო და სანაკრებო ფანჯრის დასრულებამდე ტრაბზონიდან თავისუფალი გახდა. ისედაც მძლავრი უკანახაზელის შემატების ფონზე ტრაბზონის წაგებით ბოძებული რიდის 2 სანაკრებო ვარჯიში დამატებით ბონუსი აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელისთვისა და ზოგადად, საქართველოს ნაკრებისთვის. რიდი პროფესიონალი და წარმატებული მოთამაშეა, მაგრამ მასთან თბილისის არენაზე ჩატარებული ვარჯიშები ალეკსანდარ ჯიკიჩს დიდად წაადგება დანიაში მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს 5 ვარჯიში ჰქონდა, სუპერლიგის 15 მოთამაშიდან 5 კალათბურთელი შეერჩია და ეს დრო მან კარგადაც გამოიყენა. ბოლო თბილისური ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელმა არჩევანი ამ მოთამაშეებზე შეაჩერა: გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ) და ვილი ისიანი (რუსთავი).

ეს ხუთეული და მარკის რიდი კვირას დაისვენებენ და ორშაბათ დილას გეზს დანიის დედაქალაქისკენ აიღებენ, სადაც კაპიტან თორნიკე შენგელიას გარდა 22 თებერვალს ნაკრების ყველა ლეგიონერი ჩავა: დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), ალექსანდრ ემერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია) და ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია). შენგელიას კლუბ ბარსელონას ევროლიგაში 25 თებერვალს თამაში აქვს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება.

შეგახსენებ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში დანიას ჯერ 27 თებერვალს, კოპენჰაგენში დაუპირისპირდება, შემდეგ კი თბილისში, 2 მარტს უმასპინძლებს.

GBF

კარგია,რომ მარკუს რიდიც ჩამოვიდა საქართველოში და ამ ბიჭებთან ერთად ივარჯიშა.ისინიც გაიცნო და რაღაცა სათამაშო კავშირებსაც დაალაგებდა მათთან.რა თქმა უნდა ეს ბიჭები ძირითადის ხალხი არ არიან,მაგრამ სანაკრებო ატმოსფეროს ნაწილი,მისთვის უკვე ცოტათი მაინც ნაცნობი გახდა და დანარჩენ ბიჭებს რომ გაიცნობს,მათთან ურთიერთობაშიც დაეხმარება.სად ერთბაშად მთელ გუნდს ერთბაშად რომ წარგიდგენენ და სად,იქიდან რამდენიმე ბიჭს,უკვე იცნობ და მათთან გივარჯიშია.ეს მის დაინტერესებასაც მოწმობს და მასზე ბევრი რამე რომ იქნება დამოკიდებული,ეს უკვე აქედანვე ცხადია.ის საქართველოს ნაკრებისთვის გრძელვადიანი პროექტია და მისი ასეთი დამოკიდებულება,ამ მხრივაც მისასალმებელია.წარმატებებს,იღბალს ვუსურვებ,მასაც და მთელ ნაკრებსაც.ეს ორი თამაში ჩვენთვის სასურველად თუ წარვმართეთ,მერე უფრო გაგვიადვილდება.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა

ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს

[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!

ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!

ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია