ლა ლიგის 25-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალმა" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" 2:1 დაამარცხა. ქართველმა აღნიშნული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა ამჯერად გოლი არ გაუტანია.

ჩვენებურმა შეხვედრის დასრულების მერე სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ორივე გუნდის ფანებიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოგეხსენებათ, ვილიარეალი არის ქალაქი და მუნიციპალიტეტი კასტელონის პროვინციაში, რომელიც ვალენსიის თემის ნაწილია. სწორედ ამის აღსანიშნად ჟორჟმა დაწერა:

"La Comunitat és groga" (ვალენსიის თემი ყვითელია) რასაც ყვითელი ფერის (კლუბის სიმბოლიკაა) ემოჯიც დაურთო. ვალენსიურ ენაზე დაწერილი ფრაზა განიმარტა, როგორც ვილიარეალის ვალენსიის თემში მნიშვნელობის პირდაპირი დადასტურება, რაც მას ვალენსიაზე მაღლა აყენებს.

ქართველის ეს გზავნილი "ვილიარეალის" ფანებმა ძალიან მოიწონეს და მათ სიამაყის საფუძველი გაუჩინა, თუმცა "ვალენსიას" გულშემატკივრების მხრიდან ჩვენებურს კრიტიკაც შეხვდა.

შეხსენებისთვის, ჟორჟმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "ვილიარეალის" ფორმა 30 შეხვედრაში მოირგო, სადაც 10 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

გგ
აი, რაა აქ საკრიტიკო, ფაქტი აღნიშნა უბრალოდ. დიახ, მოიგო ვილიამ, შესაბამისად, - ვალენსია დღეს ყვითელია. მანჩესტერულ დერბის რომ იუნაიტედი იგებს, ყველამ იცის, რომ Manchester is red.
გოგა
ფასი ისედაც აქვს უკვე და უფრო აიწევს, სეზონის ბოლომდე, კაცი ახალი მისულია, მოვა მაგის დროც, ლიდერად ყალიბდება გუნდის, ამ ბიჭს უკეთესი მეპასები, რო ყოლოდა თავიდანვე, ბევრად მეტი გოლი ექნებოდა, ეხლა უკვე ჩანს, რო გუნდში პატივცემა მოიპოვა და მალე პენალტებსაც დარტყამს, ჩემთვის რიგითი გულშემატკივრისთვის, მირჩევნია იქ იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები სადაც არიან ლიდერები და მუდმივი სათამაშო დრო აქვთ, ნაკრებს ასე უკეთ გამოადგებიან, ქოჩორაშვილი არ უნდა წასულიყო სპორტინგში, კარგი მაგალითია კიტე შტურმში, სადაც მთავარი კაცია მოედანზე და გასახდელშიც,მიქაუტაძეს სა ხვიჩას გარდა დიდ გუნდში დღეს ქართველი ფეხბურთელებიდან ვერავინ გაქაჩავს, ამათ პლუს იმედია მამარდაც იქნება მესამე

მარიო კემპესი,1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი,ერთერთ თამაშში,ცხრიანში დარტყმული ბურთი,ვეფხვის ნახტომით რომ მოიგერია,ხელებით,მერე კი,ამისთვის დანიშნული პენალტი,მეკარემ მოიგერია და არგენტინას გაამარჯვებინა.
gel-100
არა თემატურია მარა პენალტებს რატო არ არტყმევინებენ გიოს? კაცი მთავარი გამტანი და ბომბარდირობის მაძიებელია, თან ყველამ ვიცით როგორი წარმატებით ურტყავს პენლებს და რო მიეცათ მაგისი საშუალება +4-5 გოლს გაიტანდა რაც ფასსაც მოუმატებდა და მსურველებსაც, რავიცი მგონი თავად გუნდსაც უნდა აწყობდეს რაც შეილება მეტი გაიტანოს და ფასი დაედოს მაღალი
რა თქმა უნდა
ენა დაიმოკლეთ ნუ ტლიკინებთ, მიქაუტაძე მაგარია
Bs
იყო და არა იყო... ახლა მოუგო და მაშასადამე ამით ყვითელის დომინაცია დაამყარა . ახლა ამ წუთას ასეა თორემ ერთ დროს დინამოც უგებდა ლივერპულს და ახლა მეთევზეებთან აგებს 5 ბურთის სხვაობით, ასე რომ...
ჟორა
გიორგის შეცვლაზე შესვლა უხდება, მეტი გოლები გააქვს.
მეგრელი
გიო შეგეშალა ნამდვილად, სად იყო ვიიარეალი როდესაც ვალენსია ლიგის ფინალებს თამაშობდა, თავისი ლიპესით, მენდიეტებით და აიალებით. თქვენ ხართ პატარა სოფლის (პირდაპირი მნიშვნელობით) დიდი გუნდი. (სხვათაშორის ძალიან ლამაზი სოფელია მსოფლიო კაფელ მეტლახის წარმოების ცენტრი)
ზაბარნი ზარბაზანი ზაზა
გარკვევით წერია, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე, რა ყვითელი, რა თემი, რა ვალენსიური ენა? ესპანური ენა და მორჩა, სხვა ენები უნდა აიკრძალოს
alexandre
აუ, რა რთული საკითხია :)))
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა