აშშ-ის ღია პირველობა გუშინ დათქმულ ვადაში დაიწყო, თუმცა ქარიშხალმა "აირინმა" შემოდგომის მთავარი საჩოგბურთო სტარტი კინაღამ ჩაშალა
სეზონში "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ჩემპიონატი - აშშ-ის ღია პირველობა გუშინ დათქმულ ვადაში დაიწყო, თუმცა ქარიშხალმა "აირინმა" კინაღამ ჩაშალა შემოდგომის მთავარი საჩოგბურთო სტარტი. ჩოგბურთელებმა ნიუ იორკში ვარჯიში ვერ შეძლეს და სერიოზულად ინერვიულეს საკუთარი უსაფრთხოების გამო.

ჩრდილოეთ კაროლინას შემდეგ ქარიშხალი ნიუ იორკისკენ გამოემართა. საბედნიეროდ, მეტეოროლოგებმა გადააფასეს "აირინის" ძალა. ვარაუდობდნენ, რომ ქარის სიჩქარე საათში 210 კილომეტრს მიაღწევდა. პროგნოზის მიხედვით, სტიქია კატასტროფულ ზარალს მიაყენებდა რეგიონს, ჩაძირავდა ქალაქებს, დააზიანებდა გზებს, სახლებს, მთლიანად შეუცვლიდა იერსახეს მეგაპოლისებს. პირველად ნიუ იორკის ისტორიაში გამოცხადდა მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია, შეწყდა ავტობუსების, მატარებლებისა და მეტროს მუშაობა, დაიკეტა აეროპორტები...

რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზს ყურადღებით უსმენდნენ ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები და მონაწილეები, რომლებმაც ყველა საჭირო ნივთი მოიმარაგეს. "ჩვენ ველოდებით ქარიშხალ "აირინს". მოთამაშეთა უმრავლესობა სასტუმროებშია ჩაკეტილი. მოვიმარაგეთ სანთლები, ფანრები, ელემენტებზე მომუშავე რადიო, წყალი, საკვები... ტელეფონებსა და კომპიუტერებს ვმუხტავთ. ქარიშხლის მოსვლამდე შეიძლება მომზადება, მაგრამ წინასწარ არ იცი, რას უნდა ელოდო", - განაცხადა ამერიკელმა ლიზელ ჰუბერმა.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ოდნავ საშიშია, რადგან არ ვიცით, რა ძალით დაგვარტყამს "აირინი". მე ოჯახი მყავს, რომელიც ახლა ნიუ იორკშია. ახალ ამბებს თვალს მივადევნებთ და შევეცდები უსაფრთხოების ყველანაირი ზომა დავიცვათ", - განაცხადა როჯერ ფედერერმა. მარია შარაპოვა მხნედ იყო და დარწმუნებით ამბობდა, რომ პროგნოზების გამოცხადებისას ხელისუფლება თავს იზღვევდა. "მე ფლორიდელი გოგონა ვარ, ასე რომ, ეს ჩემთვის ახალი არ არის. ჩემი აზრით, ყველას ძალიან ეშინია ქარიშხლის, თუმცა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. წასასვლელი მაინც არსად მაქვს და იმედია, სასტუმრო მყარად არის ნაგები".

მოთამაშეთა უმრავლესობა სასტუმროდან არ გასულა, რადგან ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი დახურული იყო, ხოლო სხვა ადგილას სავარჯიშოდ წასვლა წყალდიდობის გამო პრობლემატური გახლდათ. ამერიკის ღიას ორგანიზატორებმა წინასწარ გააუქმეს კვირას "ბავშვთა დღე" და ტოპ-მოთამაშეების ტურნირისწინა პრესკონფერენციები. თანამშრომლები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს, რათა მათ ოპერატიული რეაგირება ჰქონოდათ სტიქიის გამოვლინებებზე. საბედნიეროდ, ქარიშხლისგან მიყენებული ზარალი ისეთ სერიოზული არ ყოფილა, როგორც თავიდან ვარაუდობნენ. "აირინი" თანდათან ძალას კარგავდა - ნიუ იორკს მან ტროპიკული შტორმის სტატუსით მიაღწია. შედეგად, მთავარი საფრთხე არა ქარი, არამედ წვიმა და შტორმისგან მოვარდნილი წყალი გახდა. უზარმაზარი ციკლონის გამო ნიუ იორკში რამდენიმე საათის განმავლობაში თავსხმა წვიმა მოდიოდა, რითაც აქ ქალაქის ისტორიაში ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.

როგორც კი შტორმმა გადაიარა, ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ტურნირის ჩატარებას აღარაფერი ემუქრებოდა. "ქარიშხალმა გადაიარა. ჩვენ ვამზადებთ საჩოგბურთო ცენტრს ტურნირისთვის, რომელიც დაგეგმილ ვადაში დაიწყება. "აირინს" განსაკუთრებული ზარალი არ მოუტანია", - წერია ოფიციალურ განცხადებაში. ასე რომ, ტურნირის განრიგში სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა - უბრალოდ, სამ კორტზე რამდენიმე საათით გვიან დაიწყო თამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა