ორი პოპულარული ჩოგბურთელი - გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი და ამერიკელი მარდი ფიში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ
ორი პოპულარული ჩოგბურთელი - გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი და ამერიკელი მარდი ფიში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. ამ დუეტმა სხვა 656 მონაწილესთან ერთად Wilson Racquet Sports-ის აქციაში მიიღო მონაწილეობა და დამყარდა რეკორდი - ამდენ ადამიანს ერთ ადგილას ერთდროულად ბურთი არ უთამაშებია.

წინა რეკორდი ინგლისს ეკუთვნოდა, სადაც 2006 წელს 383 მონაწილე შეიკრიბა. ამჯერად რეკორდი ბილი ჯინ კინგის საჩოგბურთო ცენტრის ერთ-ერთ კორტზე დამყარდა.

ყველა მსურველს გადაეცა Wilson-ის ჩოგანი და ბურთი. მათი მიზანი იყო ათი წამის განმავლობაში ჩოგნით ბურთის კენწვლა. სწორედ ამ მოყვარულებს შორის იყვნენ ფიში და პეტკოვიჩი.

"ვფიქრობ, ეს სპორტში ბავშვების მოზიდვის კარგი საშუალებაა. მეორეს მხრივ, გახდე რეკორდის მონაწილე - შესანიშნავი გრძნობაა. ძალიან კმაყოფილი ვარ", - ამბობს გერმანიის პირველი ნომერი ანდრეა პეტკოვიჩი.

მარდი ფიშმა გაიზიარა კოლეგის ემოციები: "ჩოგბურთი - ეს უფრო მეტია, ვიდრე სპორტის სახეობა. სულაც არ არის ძვირი, რომ ბავშვებმა სკოლებსა და დასვენების ცენტრებში ჩოგბურთში იმეცადინონ. იმედი მაქვს, ეს აქცია მათ ამ თამაშს შეაყვარებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა