სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციას ახალი ჩემპიონი ჰყავს - ალექსანდრ პოვეტკინმა უზბეკ რუსლან ჩაგაევს სძლია
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციას (WBA) ახალი ჩემპიონი ჰყავს. ამ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ცოტა ხნის წინ უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ მოიპოვა, როცა საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელი დევიდ ჰეი. ამის შემდეგ WBA-ის ხელმძღვანელობამ კლიჩკო "სუპერჩემპიონად" აღიარა და ტიტული ვაკანტურად გამოაცხადა.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საჩემპიონო ქამრისთვის რუსი ალექსანდრ პოვეტკინი და უზბეკი რუსლან ჩაგაევი იჩხუბებდნენ, რომლებიც WBA-ის რეიტინგში პირველ-მეორე ადგილებს იკავებდნენ.

ბრძოლა გასულ უქმეებზე გერმანიის ქალაქ ერფურტში გაიმართა. ეს იყო ყოვლად მოსაწყენი და საშინელი სანახაობა. რუსი მოკრივე მთელი ბრძოლის განმავლობაში აგროვებდა ქულებს დარტყმებით, რომელსაც არანაირი ზიანი არ მოჰქონდა პოვეტკინისთვის. ჩაგაევმა კი მხოლოდ მეექვსე რაუნდში იაქტიურა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად. სამივე მსაჯმა უპირატესობა პოვეტკინს მიანიჭა - 116:112, 117:113, 117:113.

ახლა პოვეტკინს სრული უფლება აქვს ბრძოლაში გამოიწვიოს ვლადიმერ კლიჩკო, თუმცა რთული სათქმელია, დათანხმდება თუ არა რუსი ამ შეხვედრის ორგანიზებას, რადგან ყოველთვის გაურბოდა უკრაინელთან ჩხუბს. სხვათა შორის პოვეტკინთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა ლეგენდარულმა ევანდერ ჰოლიფილდმა, რომელსაც აკვიატებული იდეა აქვს - მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაასრულოს კარიერა. ასე რომ, ამერიკელს ახლა რეალური შანსი გაუჩნდა, რადგან 48 წლის ასაკშიც შეიძლება მოუგოს იმ პოვეტკინს, რომელიც ერფურტი რინგზე ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა