ვებგვერდის SI.com-ის ანალიტიკოსი სემ ამიკი მოუწოდებს მოთამაშეთა პროფკავშირს, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს დათმობაზე, რათა გადაარჩინოს სეზონი
ვებგვერდის SI.com-ის ანალიტიკოსი სემ ამიკი ლოკაუტის სავარაუდო შედეგებზე მსჯელობს და მოუწოდებს მოთამაშეთა პროფკავშირს, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს დათმობაზე, რათა გადაარჩინოს სეზონი, არც თავად და არც ლიგას დააწყვიტოს ნერვები.

მესიჯი NBA-ის ყველა მოთამაშისთვის: როგორც ჩანს, დადგა დრო თეთრი დროშები ააფრიალონ. და თუ ეს დრო ჯერ არ დამდგარა, კონფლიქტზე დაკვირვებით ისე ჩანს, რომ შემდეგი შეთავაზებისას კალათბურთელებს ბევრ დათმობაზე მოუწევთ წასვლა.

ლოკაუტი დაახლოებით ორი თვე გრძელდება, მაგრამ მისი დაწყების მომენტიდან მხოლოდ ერთი სრულფასოვანი შეხვედრა გაიმართა. მკაცრი რეალობა ისეთია, რომ მოთამაშეებს თითქმის არ გააჩნიათ ლიგის ხელმძღვანელობაზე ზემოქმედების ბერკეტები, თუმცა ამას ჯერჯერობით ჯიუტად არ აღიარებენ.

კალათბურთელები იმუქრებოდნენ, რომ ლოკაუტის შემთხვევაში უპრობლემოდ იპოვნიდნენ სამუშაოს საზღვარგარეთ. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მათზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა. და რა მივიღეთ სინამდვილეში? მაგალითად, ევროლიგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არიან დაინტერესებული მოქმედი კონტრაქტების მქონე NBA-ის მოთამაშეების გაფორმებით. ჩინეთის კალათბურთის ფედერაციამ კი საერთოდ აუკრძალა თავის კლუბებს იმ ვარსკვლავებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებსაც ოკეანის გაღმა შრომითი ხელშეკრულებები გააჩნიათ, თუნდაც საქმე კობი ბრაიანტს ეხებოდეს.

საერთო ჯამში მოთამაშეებს მხოლოდ ერთი რეალური ვარიანტი რჩებათ - დესერტიფიკაცია. თუმცა კავშირის გაუქმების შემთხვევაში, ისინი მეტ ზარალს მიაყენებენ ორივე მხარეს. საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკაა, რომელიც გზას გაუხსნის კალათბურთელებს სასამართლოსკენ - ისინი ანტიმონოპოლიური დარღვევებისთვის უჩივლებენ ლიგას. ეს ტაქტიკა კი, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწევს ჩემპიონატის სტარტს. მით უმეტეს, რომ NBA-მ ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება.

"თამამად შეგიძლიათ წახვიდეთ სასამართლოში, - წერია ამ განცხადებაში. - მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან რისკავთ იმით, რომ გაუქმებული იქნება თქვენი ყველა მოქმედი კონტრაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე".

ბევრმა კალათბურთელმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მოახერხებდა NBA-ის გარეშე ღირსეულად არსებობას, უნდა გაიგოს, რომ დამოუკიდებელი დასაქმების კურსი აბსოლუტურად უსარგებლოა ბიზნეს-სტრატეგიის მხრივ. მოთამაშეების მცირე წარმოდგენაც არ აქვთ ამ საქმის ძალიან რთული მარკეტინგული შემადგენლის შესახებ. მათ ასევე არაფერი იციან სპონსორულ ხელშეკრულებებსა და ტელევიზიასთან თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, ორთაბრძოლამ, რომელიც მათ გასულ შაბათს მოაწყვეს და შემდეგ მატჩის ტრანსლიაცია მხოლოდ "სამ დოლარად" გაყიდეს, ნათლად დაანახა მათ საკუთარი უუნარობა.

და მნიშვნელობა არ აქვს, რა რაოდენობის ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას იმ შეხვედრაში, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. მით უმეტეს, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ თამაში აჩვენეს ისეთმა სატელევიზიო მონსტრებმა, როგორებიც არიან ESPN და Fox Sports. ერთჯერადი, თუნდაც კარგი შემოსავალი, ვერ შეედრება NBA-ის მოთამაშის სტაბილურ ხელფასს.

არ დავმალავთ, რომ ამ მატჩის ტრანსლაცია საზღვარგარეთ საკმაოდ მოთხოვნადი იყო, და, შესაბამისად, მომგებიანი. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი შოუების დროს მაყურებელთა ინტერესი შეზღუდულია. თან ეს ინტერესი ძალიან მალე ქრება.

სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ ნებდებიან მოთამაშეები და ურიგდებიან მძიმე და რეალურად გამოუვალ სიტუაციას. იმედი და მოლოდინი, რომ მფლობელები რაღაც მომენტში შეცდომას დაუშვებენ, მოდუნდებიან... ამ პატარა იმედის წყალობით, ისინი ირონიულად უყურებენ ლიგის მცდელობას, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ეს წყეული კოლექტიური ხელშეკრულება.

ამ მომენტისთვის, ლიგის ბოლო შეთავაზება ასეთი იყო: სახელფასო ლიმიტის დაფიქსირება 62 მილიონ დოლარზე (ამჟამად ეს რიცხვი 58 მილიონს უდრის). გეგმა ასევე ითვალისწინებდა საერთო მოგებიდან მოთამაშეთა წილის შემცირებას - თავდაპირველად, ახალ სეზონში 50 50-ზე და ბოლოს, 2016-17 წლების სეზონში 40 პროცენტი მოთამაშეებს. შეგახსენებთ, რომ მოგების დღევანდელი განაწილებაა - 57 პროცენტი 43-ის წინააღმდეგ მოთამაშეების სასარგებლოდ. პროფკავშირის ახალი წინადადებით, კალათბურთელები მზად არიან სამი პროცენტით შეამცირონ თავიანთი წილი.

გულახდილად რომ ვთქვათ, არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ მფლობელები უკან დაიხევენ. არც ერთი! მათთვის ფინანსურად მომგებიანია თუ მთელ სეზონს დაკარგავენ, ვიდრე ახლა დაუთმონ მოთამაშეებს და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში იწუწუნონ იმაზე, რომ ვადაზე ადრე დანებდნენ. და ისიც გასაგებია, რომ დღეისთვის მოთამაშეები ბრძოლის ძლიერ სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ გაივლის სამუშაოს გარეშე კიდევ ერთი თვე - და ისინი სხვანაირად ალაპარაკდებიან.

კიდევ არის ერთი პრობლემა. ყოველ ახალ შეხვედრასთან ერთად მფლობელების წინადადება სულ უფრო გაუარესდება, რადგან ისინი, ყველაფერთან ერთად, დაიწყებენ ახალი სეზონის დაკარგვის გამო წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას. როგორც ერთმა აგენტმა თქვა, "მილიარდერები დასჯიან მილიონერებს ყოველი დაკარგული ცენტისთვის".

ეს აზრი უფრო განმტკიცდა დისკუსიებში სხვა მფლობელებთან, რომლებიც ზუსტად ასე ლაპარაკობდნენ ერთი წლის წინ. მე მინახავს თვალებგაბრწყინებული ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც NBA-ის ჩემპიონატს პირველხარისხოვან ბიზნესად განიხილავდა და სპორტული მხარე არ აინტერესებდა. ამასწინ ერთ-ერთ ხელმძღვანელს კალათბურთის მიმართ სიყვარულის შესახებ ვკითხე და მისგან პასუხად ირონიული ღიმილი მივიღე. ერთადერთი, რის გამოც ისინი წუხდნენ, ეს არის სეზონის ნაწილის გაუქმების გამო შესაძლო ფინანსური ზარალი. მილიონების კერპი, "შარლოტის" მფლობელი მაიკლ ჯორდანიც აცხადებს, რომ მოთამაშეებმა უნდა დათმონ.

"სისტემა, რომელშიც ჩვენ ვმუშაობდით, აღარ ვარგა, - თქვა მან. - 22 ან 23 გუნდი კოლოსალურ წაგებას ნახულობს, ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს უფლება შევურიგდეთ ამ სიტუაციას და ვალდებულნი ვართ ბევრი რამ შევცვალოთ".

მაგრამ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის სიტყვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უახლოეს ხანში კონფლიქტის მოგვარებას მიაღწიონ. რთულია ისეთი სისტემის მოფიქრება, რომლის მიხედვითაც მოგებას მიიღებენ როგორც სუპერვარსკვლავები, ასევე მათი ნაკლებად ნიჭიერი მოთამაშეები. და კიდევ მათი მფლობელებიც. ეს რთული კი არა, შეუძლებელია!

ერთ-ერთი აგენტის თქმით, "ლეიკერსის" ფორვარდი ლამარ ოდომი მზად არის მომავალ სეზონში ხელფასის შესამჩნევ შემცირებაზე, ოღონდ კი ჩემპიონატი გაიმართოს.

თუ სეზონის დიდ ნაწილს დავკარგავთ, ეს დამღუპველ გავლენას მოახდენს არა მარტო მოთამაშეებსა და მფლობელებზე, არამედ მთლიანად სპორტზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მოთამაშეები მფლობელთა ყველა პირობას უნდა დათანხმდნენ ან პირიქით. მაგრამ გულხელდაკრეფილი ჯდომაც არ შეიძლება. უნდა მოილაპარაკონ, მოძებნონ კომპრომისი. და უნდა გვჯეროდეს, რომ უკვე პირველ ნოემბერს ჩვენ სეზონის გახსნას ვიხილავთ. არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, ვისაც ასეთი სურვილი არ ამოძრავებდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე