მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე დანია 89:71 დაამარცხა.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: რიდი, სანაძე, ტურძილაძე, შენგელია, ოჩხიკიძე. ჩვენი გუნდი თავიდან 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 12:12 დასრულდა. მეორე პერიოდის დასაწყისში დანია 5 ქულით გაგვექცა, შეუჩერებელი შენგელიას ძალისხმევით კი ისევ წინ გავედით. როგორც იქნა სამიანებიც ჩავაგდეთ (ჯინჭარაძემ და რიდმა) და პირველი ტაიმი 39:32 მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის 39 ქულიდან 30 ორი კალათბურთელის, შენგელიას (18) და ახალი ნატურალიზებული მოთამაშის, რიდის (12) ანგარიშზე იყო.

დიდი შესვენების შემდეგ რიდმა მეხუთე ჩაჭრა, ხოლო ოჩხიკიძემ და სანაძემ სამიანები მიითვალეს, მერკვილაძემ თავი ჩინებულად წარმოაჩინა, სტუმრები დაცვაშიც შესანიშნავად ირჯებოდნენ, მოწინააღმდეგემ შეცდომების დაშვება დაიწყო, დაკარგვებს უმატა, თანდათან ჩვენი გუნდის უპირატესობა გაიზარდა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ისე, შეეძლო უფრო დიდი სხვაობითაც მოეგო, ვინაიდან მესამე მეოთხედში 32 ქულით იყო დაწინაურებული.

24 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო (პლუს 7 მოხსნა და 5 პასი), 18 ქულა რიდმა ჩააგდო, 13 სანაძემ, 12 მერკვილაძემ (4-დან 4 სამიანი), 7 ჯინჭარაძემ, 4 ტურძილაძემ, 2-2 ანდრონიკაშვილმა და ოჩხიკიძემ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები დანიასთან 2 მარტს თბილისში ჩაატარებს.

მთლად უარესი
თითმოტეხილი თუა და ტრავმირებული საერთოდ რაზე უნდა დაუძახო ჯერერთი და მეორე ცარციძე არუნდა დაეტოვებინათ ნაკრებს მიღმა.ბოლოსდაბოლოს ესეთ გუნდებთან უნდა ნახო ახალ მოთამაშეს რა შეუძლია.ფევაძე, ისიანი, ოჩხიკიძე, და ანდრონიკაშვილი რასაც წარმოადგენენ ყველამ ვიცით.ვინც კალათბურთს თვალს ადევნებს.ცარციძე ლეგიონერია ათამაშე თუ უძახი.გვანახე რა შეუძლია დაამტკიცე ნაკრების ღირსი რომ არარის და სხვებზე სუსტია.მორჩა
რაშია საქმე იცით?
საკალათბურთო წრეში უამრავი ადამიანია მოწმე, რომ მართლა იყო მერკვილაძე გამოძახებული და თითი ჰქონდა მოტეხილი, ამიტომ ვერ მიიღო წინა შეკრებაში მონაწილეობა და თქვენ რატომღაც ეჭვქვეშ აყენებთ ამ ფაქტს! დანარჩენიც ასევე დარწმუნდბით იცით, თუ ვარაუდია?
ნუგზარს
ცარციძესაც თითი ქონდა მოტეხილი.უსამართლო დამოკიდებულებას ვერვიტან მაგრად ტეხავს.მითუმეტეს თუამით საერთო საქმე ზარალდება მწვრთნელმა ასე გადაწყვიტაოდა ეგეთი ზღაპრების კიდე აქ არავის ჯერა.
ნუგზარი
აღირსეს რა. ამერიკაში იყო კოლეჯში. გასულ წელს ზაფხულში გამოძახებული იყო და თითი ჰქონდა მოტეხილი ვერ ჩამოვიდა.
თენგაბი
ჯერ კიდევ ვერ დავლაგდი ისე, როგორც საჭიროა. ალბათ ნაწერიც აბდა-უბდა გამომივა,მაგრამ უნდა მაპატიოთ. გუშინდელ თამაშში იყო დანიასთან ისეთი მომენტები, რომელიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ადრე არ ჰქონია. პირველი, ვინმეს გახსოვთ საქართველოს ნაკრებს 12-ვე კალათბურთელი გამოეყვანოს მატჩის მსვლელობისას? კალათბურთის ცოდნით დიდად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ასეთი რამ არ მახსოვს. საქმე იმაშია, რომ მთელმა გუნდმა მეტ-ნაკლებად გადაინაწილა დატვირთვის სიმძიმე და ბოლომდე შეინარჩუნა აქტიური მოძრაობები და ბრძოლის უნარი. ისე შთაბეჭდილება დამრჩა, ერთ მატჩს კიდევ გადააგორებნენ თავისუფლად. როცა სპორტსმენს ნაკრებში იწვევ, აუცილებლად უნდა მისცე თამაშის შანსი, რაც წინა წლებში ნაკლებად იყო. იგივე მერკვილაძე, ჯინჭარაძე, ტურძილაძე, ოჩხიკიძე თუ საქართველოს ჩემპიონატში ყრიდნენ ბურთებს, მათ შორის სამიანებსაც, ვითომ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში, რატომ ვერ უნდა ჩაყარონ? მეორე, გამოჩნდა, რომ პარკეტზე მოძრაობა და სირბილი შეგვძლებია და ამის საშუალება ინტენსიურმა როტაციამაც მოგვცა. ამის გარეშე გუნდურ სახეობებში წარმატებას ვერ მიაღწევ, ფიზიკურად ვერ გაუძლებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია თორნიკე შენგელია, რომელიც ფენომენალური კალათბურთელია, როგორც ოსტატობით, ასევე სამშობლოს სიყვარულით. კარგი შთაბეჭდილება დატოვა რიდმა. ჯიკიჩმაც ტაქტიკურად კარგად მოქოქა გუნდი და აამოძრავა. მთავარი მაინც ის გუნდურობაა რაც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა. მე მჯერა, რომ თუ ეს მუხტი და გონიერება შევინარჩუნეთ, დანიელებს აქაც დავამარცხებთ, უკრაინელებსაც და ესპანელებსაც. ასეთი გუნდის ზღვარი სად გადის, არ ვიცი. მთავარია, საქართველოს ნაკრები არა მარტო ინდივიდუალისტების კრებულად, არამედ სრულფასოვან, შეკრულ გუნდად წარმოჩინდა. წინ საქართველო ახალ-ახალი წარმატებებისაკენ.
tngh
წინ ურთულესი თამაშია დანიასთან. სრული მობოლიზებაა საჭირო გამარჯვებისათვის!!! წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს!!!
მერაბი 61
ჯიგარიკიჩი ხართ ჯიკიჩი კი არა, შენგელია გიორგი სააკაძე, გაუმარჯოს საქართველოს, გილოცავთ ყველას, სულ გამარჯვება ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,

ძალიან სასიხარულოა,ასეთიგამარჯვება და ახალბედების ასე დამაჯერებელი დებიუტი,მაგრამ ნუ დავივიწყებთ,რომ დანიელებსაც აკლდათ,ორი წამყვანი კალათბურთელი და პირველ ტაიმში,არც ჩვენ გამოგვდიოდა რამე.როგორღაც ცოტა წინ გავედით,დანიელებიც აირივნენ და რაკი დაძაბულობა მოიხსნეს,ყველამ აიწყვიტა.გამოდის ,რომ ტყორცნები ჩვენც გვცოდნია და ფსიქოლოგიური ყოფილა, ასე ცუდად სროლების მიზეზი.ძლიერი ნაკრებები გაცილებით მჭიდროდ გვეთამაშებიან და მათთანაც ასე გულდაჯერებულად თუ ითამაშეს,მაშინ მართლაც სასიხარულოდ გვექნება საქმე,მანამდე კი,იმედის გაჩენად ჩავთვალოთ,ეს გამარჯვება და კარგი თამაში.რა თქმა უნდა ვულოცავ გამარჯვებას,საქართველოს ნაკრებს და იმედია,თბილისშიც ასევე თავისუფლად ითამაშებენ,ახალგაზრდობა.მერე უკვე გაცილებით ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში მათთან უფრო თავდაჯერებულები თუ მივლენ,იქნებ რაღაცასაც შევწვდეთ.

კარგია!ეგრე რაა!
ევროსაბანძეთს
მერკვილაძე, შენ შემოგევლოს მთელი ქართველების საქართვლო! აფრასიონის ჩამომავალი ხარ?! ხარ, აბა არ ხარ!!! ჰკა მაგათ შვილო, შვილიშვილო, მაგარო ვაჟკაცო! აფრასიონ მერკვილაძეს თავი უკვდავი ეგონა, ოცი ტყვია რომ მოარტყეს, ფეტვის მარცვალი ეგონა. ყაზახ-რუსის შემოტევა კოღო-ბუზები ეგონა. მკერდიდან სისხლი მოსჩქეფდა, ანკარა წყარო ეგონა. დედის ცრემლები საფლავზე ჟუჟუნა წვიმა ეგონა... შენ კი დიდი ხნის სიცოცხლეს და ბევრ წარმატებებს გისურვებ საქართველოს და მერკვილაძეების სასახელოდ! შენ უნდა გახდე ქართველი სტეფ კარი!
სტალინი
ჯიკიჩი გენიოსია, იმედია ახალი ნაკრების დაბადების მომსწრე ვიყავით
ზვიადი
პირველ ტაიმში მერკვილაძე ყველაზე სუსტი იყო ჩვენგან რაც ადაპტაციით უნდა აიხსნას, აი მეორე ტაიმში ყოჩაღ რა. მარტო ჩაგდებული სამიანები არაა მთავარი, თითქოს ნბა-ს სნაიპერივით მოხდენილად ისროდა. იმედია ასე გააგრძელებს და ასე ნანატრი სნაიპერი ბოლოსდაბოლოს გვეღირსება ნაკრებში
დავით 67-ს
ძალიან დამწუხრებული იქნებით უსამშობლოები მაგრამ მოგიწევთ შეგუება.ჯერ სად ხართ,საბოლოო გამარჯვების მერე გნახავთ ,,ფულანთილ პატრიოტებს"(ფულანთებული უნდა დამეწერა,მაგრამ თქვენი ლიდერის ენაზე ასე გამოითქმის😂)
S.K.K.
შენგელიას ნაირი პატრიოტი დღეს არ მეგულება ქართულ სპორტში. შენგელიამ, რიდმა და კიდევ ერთი ორმა (ენბეელები არ მყავს მხედველობაში)უნდა გადაატანინოს ეს გარდამავალი პერიოდი ქართულ კალათბურთს სანამ ახალი თაობა (მერკვილაძის დარი) მოვა
ბოროტი ბეჰემოტი
შენგელია და დანია? "დავაი, დასვი-დანია"! ხით-ხით-ხით...
zura222
მართლა მაგარი ყოფილა რიდი !
ზაკო
რა ვერ გაიხარე საქართველოს წარმატებით, მუდმივად ნეგატივს რომ აფრქვევ, უჯრაინის ამბავი დაწვრილებით გადმოეცი ქართველ გულშემატკივრებს
სიმართლე
ეხლა მთავარია,ბიჭები არ მოდუნდნენ თბილისში და არ ჩათვალონ რომ საქმე იოლადაა მისაღწევი,დანია გვიან გავტეხეთ,მათაც ჰყავთ ახალგაზრდები...იმედისმომცემი ,წარმატებები ქართველ კალათბურთელებს
ზაზა
აღირსეს როგორც იქნა მერკვილაძეს ნაკრები მაგრამ ცარციძე მაინც მოტეხეს მოკლედ ამ ნაკრებს ეს ძველი ხალხი ვერადავერ მოაცილა სანიკიძემ რამდენი ბაალასტია ნაკრებში გამოძახებული ჯერკიდევ ან რამდენი მერკვილაძისნაირი ხალხი ყავს ნაკრებს დაკარგული ვინ უწყის.
duta
დავით67 ეგრეც არაა, იმავე დანიამ მოგვიგო შარშანწინ. ასე რომ ყველა თამაში საჭიროა და მეტი გამარჯვება.
6-6
მეორე ტაიმში თოკომაც და რიდმაც "მხოლოდ" 6 - 6 ქულა ჩააგდეს, მაგრამ უდიდესი ძალა და იმედი იყო მათი . თოკო მაინც სხვაა, გუნდის "სული და გილია" ... )))
დავით 67
კაი ეხლა დანიის დამარრცხებით, მითებს ნუ შევქმნით
ლევანი
წარმოუდგენელი და პატრიოტი ადამიანია თორნიკე შენგელია, უდიდესი მადლობა მას და ყველა ბიჭებს, ასეთი სიამოვნებისთვის, მართლა საამაყო თამაში ითამაშეს. მადლობა ბიჭებო! დიდება საქართველოს!
duta
genacvalet.tbilishi carmatrbebi
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს