სეგუნდა დივიზიონის ოცდამერვე ტურში, ლიდერების მატჩში, „რასინგმა“ გასვლაზე „კასტელონი“ 3:1 დაამარცხა, გიორგი გულიაშვილმა კი დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

გულიაშვილმა სანტანდერულ გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ მეშვიდე მატჩში პირველად შეძლო გოლის (გოლების) გატანა. უნდა აღინიშნოს, მას ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო. ის 67-ე წუთზე შეცვალეს და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 9.6, flashscore 9.2.

„რასინგი“ 53 ქულით ლიდერია და 8 მარტს „კორდობას“ უმასპინძლებს. უახლოეს მდევრებს „კასტელონს“ და „ალმერიას“ 49-49 ქულა აქვთ.

კასტელონ დე ლა პლანა. „მუნისიპალ დე კასტალია“

კასტელონი - რასინგი 1:3

გოლები: 0:1 გულიაშვილი (20), 0:2 მანტილა (34), 0:3 გულიაშვილი (42), 1:3 სუერო (79)

გაძევება: მელო (90+4, კასტელონი)

ორივე გოლის ეპიზოდში,არეულობაში სხვებზე სწრაფად გაერკვა და გაიტანა.მთელი თამაში უდიდეს სამუშაოს ასრულებს,დაცვის პრესინგზე და სარგებელსაც პოულობს.წინა კლუბში უფრო სიღრმიდან შედიოდა და ისე გახდა,ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.ეს ყველაფერი მეტყველებს,რომ ის სწრაფად ეგუება გარემოს და განსხვავებულ პოზიციას.მიქაუტაძეც დაახლოებით ასეთივე სტილში თამაშობს და დარწმუნებული ვარ,ნაკრებს კარგად შეავსებს.თამაშის შეუცვლელად,მას დაღლილი მიქაუტაძის შეცვლა შეეძლება,საჭიროების შემთხვევაში,თვითონაც შეეძლება ძირითადში თამაშის დაწყება და ჩვენ შემტევებს გაცილებით ინტენსიური პრესინგის განხორციელების საშუალებას მისცემს.წუხელ გამოჩნდა,რომ კიტეიშვილის გარეშე,შტურმიც ისევე დაშლილია,როგორც ჩვენი ნაკრები,გულიაშვილის გამოჩენა კი,მასაც მეტ საშუალებას მისცემს,კონსტრუქციული საქმიანობისათვის.პირველი გოლები გაიტანა,ყველაზე მეტად ეს პირველი გოლი სჭირდებოდა და მჯერა,ამის შემდეგ,კიდევ ბევრს გაიტანს.
მალხაზ ჯობავა
გაპიარებულებში ვის გულისხმობ ჯიმა?
გოგა
კარგია ბუდუს შემცვლელად, ფორვარდად შეუძლია თამაში, სუსტ გუნდთან კარგი იქნება ორი ფორვარდით ვითამაშოთ, გულიაშვილი და მიქაუტაძე
Givi
გულიაშვილი მაგარი ბიჭია, ერთი პრობლემა აქვს მომენტებს ანიავებს და იმედია გამოასწორებს მაგ ამბავს.
ჯენარო
კარგი ბიჭია.ეს იდევ მოუმატებს და რაც მთავარია მშიერია და მოტივირებულია.რომ დამტკიცოს
კოკო
ყველაფერი აქვს ამ ბიჭს, რაც გოლების გასატანადაა საჭირო - მუდმივად მოძრაობს, იხსნება ხელსაყრელი პოზიციისკენ, ითხოვს პასს. წარმატებები გიორგის
თენგაბი
ეს ბიჭი მართლა ბომბარდირული ნიჭით არის დაჯილდოებული და ბევრ წარმატებას მოუტანს საქარ თველოს ნაკრებს. წარმატებები გიორგის და საქართველოს!
ჯანაშია ვაგნერი.
ადრეც დავწერე და რატომღაც არ გამომიქვეყნეს.ეს ბიჭი დიდ მწვერვალებზე გავა.სულ მომართული და მოტივირებულია.თან ვერცხლისწყალივით მოძრავი.ჰეთ თრიკი გაუფუჭდა.მცველს ბურთი მუხლზე მოხვდა.დამიჯერეთ,ბევრ ჩვენს გაპიარებულ ფეხბურთელებს გადაასწრებს.6 თამაში გოლი ვერ გაჰქონდა ვინაიდან აიგნორებდნენ და კარგ პოზიციაში მყოფს პასს არ აძლევდნენ.მიუხედავად ამისა მწვრთნელი ჯიუტად აყენებდა სასტარტოში,ვინაიდან ამ ბიჭში დიდი ნიჭი და მონდომება აღმოაჩინა.მწვრთელიც ასეთი უნდა და გიოც გაამართლებს.
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ქოჩორაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს - "ლევანტემ" წააგო და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ტაბატაძე შეცვლაზე შევიდა და "კადისმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა