ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იხალისეთ... მოულოდნელობებით!

იხალისეთ... მოულოდნელობებით!

საქართველოს XXIII ჩემპიონატი. IV ტურის მიმოხილვა
ახალი სეზონი მართლაც საინტერესოდ და "ხალისიანად" დაიწყო: თითქმის ყველა ტურში, სულ მცირე, ერთი-ორი სენსაციის მომსწრე ვხდებოდით; თუმცა, მეოთხე ტური ამ მხრივ მართლაც "განსაკუთრებული" იყო: ტურის ცენტრალური დაპირისპირების ("დინამო"-"ზესტაფონი") გარდა, თითქმის ყველა დანარჩენი მატჩი მოულოდნელი შედეგით დამთავრდა!

არადა, ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: წინა ტურებისაგან განსხვავებით ევროპის ცნობილ საბუქმეიქერო კანტორებს საქართველოს ჩემპიონატზე ამჯერად ფსონები არ ჰქონიათ; გამონაკლისი მხოლოდ "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩი იყო, აი, დანარჩენ ხუთ შეხვედრას კი ევროპულმა ტოტალიზატორებმა "გვერდი აუარეს" და, ალბათ, ნანობენ კიდეც, - ვეჭვობთ, რომ ვინმეს საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის შაბათს ჩატარებული მატჩების შედეგები გამოეცნო.

თავად განსაჯეთ: მანამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "გაგრა" დიდი ანგარიშით მარცხდება "ბაიასთან", გორის "დილა" სტუმრად ამარცხებს გუნდს, წინა ტურებში ზესტაფონიდან და რუსთავიდან ქულა რომ წამოიღო, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "მერანმა" თავისზე ბევრად (თანაც, ყველაფრით) ძლიერ "ტორპედოს" მოუგო, "მეტალურგმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს "სპარტაკს" ვერ აჯობა და ასე შემდეგ...

შეხვედრა წარსულთან

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატში მართლაც საინტერესო და საკუთარი ხელწერის მქონე გუნდი გამოჩნდა - თბილისის "მრეტები"; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ ამ გუნდიდან "გავიცანით" იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე! "მრეტების" დამაარსებელი ვაჟა ჩხაიძე გახლდათ, ვინც ქართული ფეხბურთის ისტორიაში თანამდებობების მართლაც უნიკალური შეთავსებით შევიდა: გუნდის პრეზიდენტიც იყო და მთავარი მწვრთნელიც!

ქინქლაძისა და ჩხაიძის გარდა იმ კლუბის სხვა წარმომადგენლებიც უნდა ვახსენოთ, უპირველესად კი კლუბის ტექნიკური დირექტორი ირაკლი (აკა) ქავთარაძე და ორი წამყვანი მოთამაშე; იმდროინდელი "მრეტების" ერთ-ერთი ლიდერი, გუნდის უპირველესი ბომბარდირი გიორგი ტყავაძე გახლდათ, ხოლო გამოცდილი კობა ჟორჟიკაშვილი სხვადასხვა პოზიციაზე წარმატებით თამაშობდა.

და აი, "მრეტების" ყოფილი წარმომადგენლები დღესდღეობით კვლავაც ერთად არიან და ამჯერად "მეტალურგის" წარმატებაზე უწევთ ფიქრი: ბუბა ტყავაძე კლუბის მმართველი დირექტორია, კობა ჟორჟიკაშვილი - მთავარი მწვრთნელი, ხოლო ირაკლი ქავთარაძე სულ ცოტა ხნის წინათ გუნდის უფროსად დაინიშნა.

სამწუხაროდ, "მეტალურგმა" სეზონი ისე ვერ დაიწყო, ამ გუნდის ქომაგები რომ ელოდნენ: ევროტურნირებზე ასპარეზობამაც, ეტყობა, გარკვეული როლი ითამაშა და ისიც ცხადია, გუნდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას საჭიროებს. ახლაც, გასულ ტურში "სპარტაკთან" შეხვედრაში "მეტალურგის" შეტევითი პოტენციალი საკმაოდ დაბალი იყო და ფაქტობრივად, ერთადერთი რევაზ გეწაძე ცდილობდა თამაშის გამწვავებას (პლუს შეცვლაზე შემოსული გიორგი ქავთარაძე).

ისე, ამ მატჩში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მონაწილეობდა, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რომ ასპარეზობდა: გივი კვარაცხელიამ სეზონი "სპარტაკში" დაიწყო, ახლა "მეტალურგშია", საპირისპირო "მარშრუტი" ჰქონდა დავით ლომაიას, გელა ხუბუასა და რევაზ ჯიქიას რუსთავის გუნდის მაისურით არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ, "სპარტაკის" კიდევ ორი მოთამაშე (ზვიად მეტრეველი, ვარლამ კილასონია) კი სულაც რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან. სხვათა შორის, კობა ჟორჟიკაშვილის ბოლო გუნდი საქართველოს ჩემპიონატში სწორედ "სპარტაკი" იყო...

უმაყურებლო და უცნაური

რამდენიმე წამიც და "ზესტაფონი" თავისთვის უსიამოვნო სერიას შეწყვეტდა: 2005 წლის გაზაფხულის მერე იმერული კლუბი "დინამოს" სტუმრად პირველად ამარცხებდა, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა 30 წლის ჩისკომ ზუსტი დარტყმით ტურის ცენტრალურ მატჩში საყაიმო შედეგი დააფიქსირა. სხვათა შორის, ამ მატჩში ჩისკომ პირველი "ქართული დუბლი" შეასრულა და საერთოდაც ახალ სეზონში "დინამომ" 6 გოლი გაიტანა, აქედან 5 ესპანელთა ანგარიშზეა (ჩისკოს უკვე სამი ბურთი აქვს გატანილი, თითო-თითო 23 წლის კოტომ და 28 წლის ალვარომ შეაგდეს).

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩისკო თამაშში მხოლოდ შესვენების შემდეგ ჩაერთო, ასევე შეცვლაზე შემოვიდა 29 წლის ალექსანდრე კოშკაძე, - "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა ალექს გარსიამ გუნდის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებს, ალბათ, დასვენების საშუალება მისცა. მოგეხსენებათ, რომ ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილეებს ამ შეხვედრისათვის მოსამზადებლად, ფაქტობრივად, ორი "სრულფასოვანი" დღეც არ ჰქონიათ; აქედან გამომდინარე, ბევრს არ უნდა გაჰკვირვებოდა ორივე გუნდის შემადგენლობაში გარკვეული სიახლე თუ იქნებოდა. თუმცა, სტუმართა ახალგაზრდა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მართლაც თამამი და სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და ჩემპიონატში უმთავრეს კონკურენტთან მატჩში (თანაც, სტუმრად) ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი დაასვენა!

ძალიან საწყენი იყო, ტურის ცენტრალური მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ჩატარდა; ისიც ძალიან საწყენი იყო, რომ ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი ასეთ უხარისხო საფარზე თამაშობდა; ამას მერე სამსაჯო ლაფსუსებიც დაემატა ("დინამოს" კარში აშკარად არჩასათვლელ პირველ გოლს ვგულისხმობთ), შემდეგ კი, ცოტა არ იყოს, "უცნაურზე-უცნაური" შეცდომებიც ვიხილეთ ერთ-ერთი გუნდის უკანახაზელთა "შესრულებით" და საბოლოოდ უხვგოლიანი ფრეც დაფიქსირდა!

არადა, მატჩის ძირითადი ნაწილი (ფაქტობრივად, 75 წუთი) სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა: 31 წლის თორნიკე აფციაური, 25 წლის შოთა გრიგალაშვილი და 23 წლის თორნიკე გორგიაშვილი მოედნის შუახაზზე "გაბატონდნენ" და მასპინძლებს უამრავი თავსატეხი გაუჩინეს. ამ "ტრიოს" ჩინებულად აუბა მხარი 27 წლის ჯაბა დვალმა, ვინც მეორე ტაიმის დასაწყისიდან შემოვიდა მოედანზე. "ზესტაფონს" უპირატესობა არა მხოლოდ მოედნის ცენტრში ჰქონდა - სტუმრები ეფექტიან კომბინაციებსაც ახორციელებდნენ და რომ არა 25 წლის გიორგი ლორიას მართლაც გასაოცარი რეაქცია, ალექს გარსიას ვერც თანამემამულე ფეხბურთელის (ჩისკო) "დუბლი" უშველიდა...

რაც შეეხება "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩში მომხდარ რამდენიმე საკამათო ეპიზოდს (და საერთოდაც, გასული ტურის სამსაჯო საკითხებს), ამ თემას "ლელო" უახლოეს დღეებში დაუბრუნდება და კომპეტენტური პირის მოსაზრებასაც გაგაცნობთ.

დებიუტები, ახალწვეულები

წინა ტურში უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა "ბაიას" 16 წლის ნახევარმცველმა ავთანდილ ენდელაძემ; აი, ახლა კი ერთპიროვნული ლიდერის, "გაგრას" ძლევაში თავისი წვლილი შეიტანა ზუგდიდური გუნდის კიდევ ერთმა ჭაბუკმა ფეხბურთელმა, 16 წლის გურამ სამუშიამ (სხვათა შორის, ენდელაძეც და სამუშიაც საქართველოს 17-წლამდელთა იმ ნაკრების წევრები არიან, კობა ჟორჟიკაშვილი და გოჩა ავსაჯანიშვილი რომ წვრთნიდნენ).

საერთოდაც, ზუგდიდური გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უდიდეს ნდობას უცხადებს და შედეგს კი სატურნირო ცხრილი "მიგანიშნებთ": ოთხი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე "ბაია" იმყოფება!

2007 წლის 11 აგვისტოს "დილამ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა და ის იყო XIX ჩემპიონატში გორელთა პირველი და უკანასკნელი გამარჯვება! და აი, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "დილამ" უმაღლეს ლიგაში გამარჯვება მოახერხა და სადებიუტო გოლი კი 22 წლის ნახევარმცველმა დავით რაჟამაშვილმა გაიტანა. აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "დილა" საკმაოდ გაძლიერდა: გუნდმა გამოცდილი ნახევარმცველი, 30 წლის ოლეგ გველესიანი დაიმატა და, რაც მთავარია, მშობლიური ქალაქის გუნდში ჩაირიცხნენ 24 წლის ტყუპი ძმები, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები.

"დედმამიშვილების თემას" განვავრცობთ და "ზესტაფონისა" და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, შოთა გრიგალაშვილის უმცროსი ძმაც გვინდა ვახსენოთ; მით უფრო, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "მერანმა" ამბიციური "ტორპედოს" დამარცხება გუნდის ახალწვეულის, 21 წლის ელგუჯა გრიგალაშვილის გოლით მოახერხა. ისე, მარტვილელები მართლაც არ ხუმრობენ: ახალგაზრდა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გუნდი ოთხი ტურის შემდეგ თბილისის "დინამოსთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს!

მომდევნო ტური, 10 სექტემბერი

გაგრა-კოლხეთი

დილა-დინამო

ტორპედო-სიონი

ვიტ ჯორჯია-ოლიმპი

ზესტაფონი-მერანი

11 სექტემბერი

სპარტაკი-ბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• geosochi

ეხ სოჩაში გაზეთლელოს ყიდვა რომ შემეძლოს ამას რა სჯობია? ))შემდეგში მარტლა თუ შეეცდებით და გააკეთებთ მართლა კარგი იქნებოდა! ადმინ კიდო ერთი პატარა კითხვა მაქვს, თქვენ საიტზე ვერ ვრეგისტრირდები ვერანაირად სამწუხაროდ! რეგისტრაციის დამთავრების დროს წერს (ეს სახელი/პაროლი უკვე გამოიყენება. გთხოვთ სცადოთ სხვა.) იქნებ როგორმე დამეხმაროთ. წინასწარ მადლობა!

• Leo-dzia

Admin, goreltagan kolxetis karshi gatanili golis avtoria davit rajamashvili da ara nikolozi rogorc aq weria. Chaasworet! Ise arada ra rtuli kalendari aqvs dilas gadaxedet ra. Vitjorjia, torpedo, zesta, kolxeti axla dinamo, mdre gagra da metalurgi tavidanve urtulesi kalendaria.

• geosochi

ისე დინამოს და ზესტას კონკურენცია მართლა ცოტაა, რუსთავმა უნდა მოუმატოს და კიდო ერთი გუნდიც თუ დაემატება ეს ხომ საერთოდ კარგი იქნება!

• geosochi

გაიხარეთ! სულ კარგ სტატიებს წერთ ეროვნულ ჩემპიონატზე! ცალკე ცხრილი რომ გაგეკეთებინათ ეროვნული ჩემპიონატის და მომავალი თამაშები დადოთ და სულ რომ იყოს ვოობშე მაგარი იქნებოდა! ადმინ საქართველოში სიმბოლურ ნაკრებს ყოველ ტურს არ აკეთებენ? თუ მე ვერ ვნახულობ? ))ადმინისტრატორი: ყოველი ტურის შემდეგ გაზეთი "ლელო" სიმბოლურ ნაკრებს აქვეყნებს. ტექნიკური მიზეზით, მის საიტზე გამოქვეყნებას ვერ ვახერხებთ, თუმცა მომავალში მასაც აუცილებლად წარმოგიდგენთ. გმადლობთ.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია