სუპერლიგის მე-16 ტური დღეს ტყიბულსა და ზესტაფონში დაიწყო. ზემო იმერეთში ორბმა გურჯაანის დელტას უმასპინძლა, ხოლო ზესტაფონში ქუთაისელებმა გორის ივერიონი მიიღეს.

განსაკუთრებული მონდომებით იბრძვის დელტა, რომელიც, ცხრილიდან გამომდინარე, “ა” ლიგაში დაქვეითების უმთავრესი კანდიდატია. პირველ წრეში განცდილი ათივე მარცხის შემდეგ გურჯაანელებმა მეორე წრე ზედიზედ 3 მოგებით დაიწყეს, რის შემდეგაც ოვერტაიმში ზესტაფონის მარგვეთთან წააგეს. ისევ ოვერტაიმი და ისევ მარცხი – დელტამ ზედიზედ მეორედ ითამაშა დამატებითი ხუთწუთეული, სადაც ისევ დამარცხდა.

არადა, დეიან სალატიჩის გაწვრთნილი გურჯაანელები 14 ქულით უგებდნენ მასპინძლებს და ბოლო წუთებშიც, ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდნენ. თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე შამარკუს კენედის ზუსტი სროლის შემდეგ დელტა 75:70 დაწინაურდა. დარჩენილ დროში ჯერ ლარი ოსტინმა ჩააგდო ორქულიანი და საჯარიმო, დასრულებამდე 15 წამით ადრე კი ილია ლონდარიძემ სამქულიანით ორბი 76:75 დააწინაურა.

დარჩენილ დროში დელტამ გათანაბრება მოახერხა – ტექნიკური ჯარიმა, რაც გვერდითა ხაზიდან ბურთის შემოტანისას მასპინძელთა არასწორ დაცვას მოჰყვა, კრისტოფერ ბარტონმა ქულად აქცია და ძირითადი დროც ფრედ – 76:76 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში სტუმრებს შანსი აღარ ჰქონდათ. შონ მურის, ილია ლონდარიძის და ლარი ოსტინის ქულებით ორბი იოლად მივიდა გამარჯვებამდე – 92:86.

ზესტაფონში გამართული მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით – 85:75 დასრულდა. ივერიონს ჩავარდნა აქვს. მეორე წრეში ჯერ თამაში არ მოუგია. მთლიანობაში კი ზედიზედ 6 წაგება განიცადა. ქუთაისს პირველი პერიოდი კი დამაჯერებლად მოუგო, თუმცა მთლიანობაში გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ ეყო.

სუპერლიგის მე-16 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ოთხშაბათს, 11 მარტს, თელავში, ზესტაფონსა და რუსთავში გაიმართება.

GBF

“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას