„ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ „პარიზიენი“ იტყობინება, რომ სტუმართა გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე დიდ ცვლილებებს არ განახორციელებს, მხოლოდ დეზირე დუეს ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელიას დააყენებს სასტარტოში, რომელიც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შესვლისას შთამბეჭდავად გაისარჯა.

აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა მარჯვენა ფლანგზე ორი ასეთი შემტევის ყოლა, ორივემ გასულ სეზონში პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა და ამ მომენტში Transfermarkt-ის მონაცემებით ლამინ იამალთან, ვინისიუსთან, მაიკლ ოლისესთან და ბუკაიო საკასთან ერთად მსოფლიოს ექვს ყველაზე ძვირად ღირებულ გარემარბებს შორის არიან.

„ეკიპი“ წერს, რომ სტატისტიკის მხრივ კვარაცხელიას და დუეს განსხვავება რთულია, დრიბლინგისას კი გარკვეულწილად სხვადასხვანაირად მოქმედებენ და მოიერიშე ოთხეულში გარანტირებული ადგილი მხოლოდ უსმან დემბელეს აქვს.

პსჟ ძირითადი შემადგენლობა (პარიზიენის ვერსია): საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.

სათადარიგოები: შევალიე, მარინი, ბერალდო, ზაბარნი, ერნანდესი, ლი, მეილიუ, ფერნანდესი, დუე, მბაიე, რამუში.

რაც შეეხება „ჩელსის“, ტრავმების გამო რის ჯეიმსი, მალო გიუსტო და ვესლი ფოფანა ვერ ითამაშებენ.

გრიგოლ
ჯობია ბარკოლა დასვას სათადარიგოთა სკამზე,ხვიჩია მარცხენა გარემარბი ადგილზე უფრო ეფექტურია, ბარკოლა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან ბევრ მომენტებს აფუჭებს.
Giorgi
თქვენნაირი ხალხი კიდე ყველგან პოლიტიკას როგორ რევთ?
ნუგზარი
ფეხბურთს თუ არ უყურებ, სტატისტიკა მაინც წაიკითხე. ჩემპინთა ლიგის 19 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს. თან ვინგერია და არა ცენტრალური თავდამსხმელი. მართლა "ყალაურის" თოფი ხარ ::))))
zura222
შე გადაგვარებულო აკაცუკოო @@@
რაგბის ფანი
ასეთი "მოყვრის მგმობნი" როგორ იბადებით?
ვოვა ქოჩლაძე
მე თუ მკითხავთ სჯობს ისევ სათადარიგოდან დაიწყოს, თორემ მე-60 წთ-დან, მაინც შეცვლის, რადგანაც ენრიკე მას როტაციის ფეხბურთელად განიხილავ,რაც პირდაპირ თქვა კიდეც,პარიზული მატჩის შემდეგ - მაინც ზამენაში დავტოვებდიოო!!. მით უმეტეს ვერც კვარას შეუძლია მიჯნით ასეთი რეზულტატის დადება - 2 გოლი და საგოლე 30წთ-ში, ხოლო მისი საფირმო, საგოლე დარტყმა უფრო ყარაულის თოფივითაა, სადღაც 10 თამაშში ერთი - უკვეთეს შემთხვევაში, ისე პსჯ თუ გამოვარდება საფონოვიც 4-5 გაუშვებს და დემბელე,გაბანძდება იდეალური იქნება....კვარამ მაინც, უნიკალური რამ უკვე გააკეთა - შემოვიდა შეცვლაზე 2-2-ზე და 2 გოლი და საგოლეც მიითვალა 25 წთში...პსჯ თუ არ მოიგებს ლიგას და საფონოვი რუსულ დროშას ვერ აფრიალებს დიდათ არ ვიდარდებ, პირიქით და არა მარტო მე...
მალხაზ ჯობავა
პარიზიენ და სხვებმა, გაიგეთ რომ მარჯვენა ფრთა არ არის კვარაცხელიასი. მარცხენაა მარცხენაა, მერე ნახეთ გაფრენაა....
alexandre
წარმატებებს გისურვებს მთელი საქართველო, ხვიჩა!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან