რეგიონული ლიგის ფინალში, ოზურგეთის ‘არწივებმა’ გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ 23:3 დაამარცხა და პირველ ლიგაში აღზევდა.

ოზურგეთელები იქ ჭიათურის ‘მათეს’ ჩაანაცვლებენ, რომელმაც თავის მხრივ პირველი ლიგის რეგულარული გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულეს. ‘ქვემო ქართლი’ პირველი ლიგის საგზურისთვის ჯერ კიდევ იბრძოლებს. ისინი მე-9 ადგილოსან სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში (28-29 მარტი, 4-5 აპრილი) ორრაუნდიან ფლეი ოფს გამართავენ.

გორში გამართული ფინალის პირველ ტაიმში ოზურგეთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ისინი განსაკუთრებთ შერკინებაში დომინირებდნენ და დებიუტშივე ლამაზი ლელოთი დაწინაურდნენ - მამუკა ჩანჩიბაძის ფეხით გადაკიდებული ბურთი ფრთაზე საკიუსა ტუვაი ნარეკიმ დაამიწა. ‘არწივებმა’ უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, მერე კი ხელდახელ შეტევის შემდეგ ლელო როპატე რერემ მიითვალა - 13:0.

მეორე ტაიმი ‘ქვემო ქართლმა’ უკეთ ჩაატარა და ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ‘არწივებმა’ ჯარიმით მალევე უპასუხა. ქართლელებმა რამდენჯერმე შეძლეს მეტოქის 22-ში შესვლა, მაგრამ ‘არწივებმა’ თავი დაიცვა, 73-ე წუთზე კი ხელდახელ შეტევა რერეს მეორე ლელოთი დასრულდა, გარდასახვა ზუსტი იყო და ოზურგეთელებმა ფინალური მატჩი 23:3 მოიგეს.

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა