„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა „ინტერიდან“ 27 წლის ჰოლანდიელი გამთამაშებლის, ვესლი სნეიდერის ყიდვას
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა „ინტერიდან“ 27 წლის ჰოლანდიელი გამთამაშებლის, ვესლი სნეიდერის ყიდვას. ინგლისის ჩემპიონი მზად იყო ჰოლანდიელში 35 მილიონი ფუნტიც კი გადაეხადა, მაგრამ ბოლო ცნობის თანახმად (თუმცა, სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს ბოლო ცნობის გაგება ძალიან პირობითია) სნეიდერმა გადაწყვიტა „სან სიროდან“ ფეხი აღარ მოიცვალოს. მოვლენათა ასეთი განვითარებისა „იუნაიტედის“ გულშემატკივარს არ ეშინია. „ოლდ ტრეფორდზე“ ამბობენ, რომ მათ არანაირი ვესლი არ სჭირდებათ, რადგან 22 წლის ტომ კლევერლი ჰყავთ, ბიჭი, რომელიც კაცმა არ იცის საიდან შევარდა დიდ სცენაზე. „არსენალთან“ შეხვედრის დროს ტრიბუნაზე მავანმა ფანებმა პლაკატიც კი გაშალეს სადაც ეწერა: „ვის რად უნდა თქვენი ვესლი? ჩვენ ჩვენი კლევერლი გვყავს“.

თავად კლევერლი ამ კითხვას ასე პასუხობს: „ვის სჭირდება და მე! ვესლი სნეიდერი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ თუ ფანებს მიაჩნიათ, რომ მე მისი დონის ფეხბურთის თამაში შემიძლია, ესე იგი სწორად ვმუშაობ“.

მიმომხილველების აზრით კლევერლი აშკარად სწორ გზაზე დგას. კვირას, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში, სწორედ ის იწყებდა მასპინძელთა შეტევებს მოედნის შუიდან. თანაგუნდელები მარცხნიდან და მარჯვნიდან მხარს უმშვენებდნენ და ისე ჰყვებოდნენ, რომ საბოლოოდ შეხვედრა, 8:2 დასრულდა.

მასზე ამბობენ, რომ ის ამაღელვებელ ფეხბურთს თამაშობს, ორთაბრძოლებისა არ ეშინია და მისი თამაშის ნახვა მთელი სიამოვნებაა. კლევერლი ამბობს:

„ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა, მითუმეტეს, როდესაც გვედრით მსოფლიო კლასის ფეხბურთელები გიდგანან, უდიდესი სიამოვნებაა. მე ვარჯიშზე ბევრ რამეს ვსწავლობ, გასახდელში ვუსმენ რას ამბობენ თანაგუნდელები, მაგრამ როდესაც ყველაფერი ერთად მოედანზე იყრის თავს და ჩანაფიქრი გამოდის, ნამდვილი ბედნიერებაა. დღევანდელი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალგაზრდული, ენერგიით აღსავსე გუნდია და თუკი ასეთი შემართებითა და დაჟინებით განვაგრძობთ, იმედი მაქვს, რომ ტიტულებსაც მოვიპოვებთ. „არსენალთან“ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კარის წინ მუხლი არ გვიკანკალებს“.

მანჩესტერელ ახლგაზრდებს მუხლი არც „ქომუნითი შილდის“ დღეს აკანკალებიათ, როდესაც „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში 2:0 ჩამორჩენა 3:2 მოგებად შემოატრიალეს, არც „ვესტ ბრომვიჩთან“, სადაც 2:1 მოიგეს და არც „ტოტენჰემთან“, რომელიც პრეტენზიული გუნდია, მაგრამ ინგლისის ჩემპიონამდე ბევრი უკლია - „იუნაიტედმა“ ჰარი რედნაპის გუნდი 3:0 დაამარცხა.

„ჩვენ სულ შეტევას ვცდილობთ, მეტოქის კარისკენ მივიწევთ. ერთმანეთს ისე მოხერხებულად ვუცვლით ადგილებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოწინააღმდეგის საჯარიმოში საგოლე პოზიციაში აღმოჩნდეს. ერთმანეთის თამაშის სტილს ისე კარგად ვიცნობთ, რომ ალბათ, ამის ტრიბუნიდან ყურება სიამოვნება უნდა იყოს“ - ამბობს ბესინგსტოკელი ახალგაზრდა, რომელიც 12 წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაშია. კარიერაში მოკლე პერიოდები ჰქონდა „ლესტერში“, „უოტფორდსა“ და „უიგანში“.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით მოედანზე გავიდოდი და დიდ შეხვედრაში მივიღებდი მონაწილეობას. დღეს ეს ოცნება უკვე ხორცს ისხამს, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფიგურების ყურებაში გავიზარდე. ჩემს წინაშე იყვნენ პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ნიკი ბატი და დევიდ ბექჰემი. 23 ნომრიანი მაისურაც იმიტომ ავირჩიე, რომ ის ბექჰემს უყვარდა და დღემდე იცვამს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა