საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 26 და 29 მარტს, ისრაელისა და ლიეტუვის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

გურამ კაშია: "ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე".

ვილი სანიოლი: ჩვენი ამოცანა ყოველთვის ისაა, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი ვიპოვოთ. ბოლო საკვალიფიკაციო ჯგუფი ამ მხრივ რთული იყო. უნდა ვიპოვოთ შეცდომები და გამოვასწროთ მდგომარეობა. უახლოესი ამხანაგური მატჩები სწორედ ამას ემსახურება, ახალი ფეხბურთელები გამოვცადო და ახალი იდეები გავატარო.

უკვე აღვნიშნე, რომ ბოლო ციკლი რთული იყო. ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამოსავლის სწრაფად პოვნას ცდილობს. როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, ტაქტიკაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების განწყობა და მიდგომაა. ყველა აღიარებს, რომ სიტუაცია უნდა გამოვასწროთ. სექტემბერში მეტი კონკრეტიკა შემეძლება. "ერთა ლიგის" ახალ გათამაშებას ამბიციურად მივუდგებით, მიზანი პირველი ადგილის დაკავება იქნება. 4 ამხანაგური მატჩით ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ, თუ რა გვჭირდება წარმატების მისაღწევად.

რა თქმა უნდა, ქოჩორაშვილის სიტუაციას ვაკვირდებით, მნიშვნელოვანი მოთამაშეა. რამდენიმე თვეა, მუხლი აწუხებს, იმედია, მალე დაბრუნდება და ივნისში ნაკრებშიც იქნება. ახალი კაპიტანი ვინ იქნება, გუნდთან ერთად გადავწყვეტ".

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი მიზანია, ნაკრებში მეტი ქართული გვარის მქონე ფეხბურთელი იყოს, ეს კონკურენციასაც გააძლიერებს.

სიახლე უკვე გვქონდა 17-წლამდე ნაკრებში, მათე ისაკაძე და მომავალშიც მოვიწვევთ ფეხბურთელს, რომელიც "ნიურნბერგშია" და დედით ქართველია.

რუმინეთის გარდა, ივნისში მეორე მატჩი აუცილებლად გვექნება. ამის შესახებ მწვრთნელთან კომუნიკაცია გვაქვს, მის გეგმებიდან და მომავალი მეტოქეებიდან გამომდინარე".

ძალიან აქტიურია სურიკა 😁
კვარა თუ არ იქნება სურიკ222 დანიშნეთ კაპიტნად
მიშა მაგარია
ბუდუ უნდა იყოს კაპიტანი მოადგილე ქოჩორაშვილი და მეორე მოადგილედ ქვილითაია ! საკმარისია რაც ქოცებმა იგულავეს და იკაპიტნეს
QT
კო და პირველ ადგილზე ვართ წესების არცოდნაში და იმ საკიყხზე კამათში, რაშიც ერთი წესიც არ ვიცით. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაზე მეკამათება ადამიანი, ვინც საფეხბურთო წესებში ვერ ერკვევა. უცხოელს შეუძლია ითამაშოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, თუ უწყვეტად აქვს ნათამაშები ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში 3 სრული სეზონი და არ აქვს სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თამაში (ფლამარიონი იყო მსგავსი, თუმცა ოდნავ ადრე წავიდა ვიდრე შეასრულებდა 3 სეზონს) ეს ერთი !. ახლა მეორე, უამრავი ქარათველია ვინც დაიბადა და გაუზარდა უცხოეთში, შერეულ ოჯახებში, შეგვიძლია გავიხსენოთ ჰუფნაგელი, მარადიშვილი და კიდე იქნება უამრავი, ვინც უნდა მოიძიონ და ათამაშონ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში. იმედია თქვენ უფრო წინ ხართ და სწორ აზრს გამოიტანთ ჩემი დაწერილიდან.
alexandre
გუ-რამ-კაში-ა-გურამკაშია!!!!!!! დიდი მადლობა კაპიტანო. შენ თვდადებას ყოველთვის გრძნობდა ყველა გულშემატკივარი, მადლობა! ცხოვრებაში და საკლუბო კარიერაში დიდ წარმატებებს გისურვებ. მთელ ერს კiდევ ერთხელ ვუსამძიმრებს უწმინდესის ზეციურ საქართველოში გადასვლას (და ყველას გთხოვთ, ვინც დილას ლოცულობთ, მიცვალებულების მოხსენიებისას გარდაცვალების 40 დღემდე მოიხსენიეთ ილია II)
QT-ს
იაშვილის რა ხარ? საზღვარგარეთ დაბადებული არაქართველი როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში ან რატომ ითამაშებს? ქართველებზეა საუბარი მეგობარო სადაც უნდა იყვნენ დაბადებული რა მნიშვნელობა აქვს? ამიოტომაა საქართველო წაკითხულიდან გამოტანის შინაარსით 68- ადგილზე. კატასტროფაა ჩვენ ქვეყანაში უწიგნურების. ამიტომაა უწიგნური ბუჩქებში ჩამალული ვიღაც რომ ბატონობს ქვეყანაში.
კახი
გურამ კაშიამ კაცურათ დაიწყო საუბარი, მთელი ერის გლოვა გაიზიარა. რა მოუვიდა იაშვილს რო ერთი სიტყვა არ დაცდენია პატრიარქზე, ვილის ხო საერთოთ სახსენებელიც არ არის. ჯერ ადამიანი და კაცი უნდა იყოს პიროვნება და მერეა პროფესია და საქმე. წარმატებები ჩვენ ბიჭებს.
გოგა
კვარა იქნება ახალი კაპიტანი დიდი ალბათობით, ნუ ეგრეც უნდა იყოს
ტოროლა
ნემო იქნებოდა კარგი კაპიტანი
მალხაზ ჯობავა
ძმაო მაგენი სულ მასე ბჟუტურობენ და შენ ახალს ელოდი რამეს. კაცმა ქართული გვარებით უფრო მეტი მინდა გუნდშიო და მე მარტო აზაროვი ვნახე არაქართული გვარით, მაგრამ დიდი ქართული გულით და ვინ იგულისხმა მეტი ნეტავი, კვარა ხომ არა, ან იქნებადა არ თვლის ქართველად?
მალხაზ ჯობავა
გაგვაგებინე ერთი, ჩაკვეს რა პრინციპით აყენებ კვარაცხელიაზე წინ კაპიტნად, რა კვარაზე უფრო ძლიერია, კვარაზე მეტი გააკეთა ნაკრებისთვის თუ კვარაზე უფრო ავტორიტეტია გუნდში, ფეხბურთელებში თუ ევროპის ქვეყნების მსაჯებთან არის უფრო კვარაზე მეტად „შენობით“ თან როგორც ამბობენ, მომავალი სეზონიდან გუნდის კაპიტნებს ექნებათ უფლება, var-ზე გადამოწმება მოთხოვონ მასაჯს. ჰოდა ეხლა კვარაზე მეტად, ჩაკვეს არ დაუჯერებენ მგონია მე, ეს იტალიელი, ფრანგი, ესპანელი, გერმანელი თუ დანარჩენი სხვა ქვეყნების მსაჯები. აბა პატიოსნებაში და ფეხბურთის თამაშში, ჩემი თავი ენაცვალოს ჩაკვეს, თავისი მეგრული ფესვებით.
დავით 67
მე პირადად გუნდის წარმატება მინდა, კაპიტანი ვინც გინდა იყოს!
სტანისლავ მიკულსკი
მგონი, მართლა მხოლოდ სათაურებს კითხულობს ბევრი თქვენგანი... აქ სანიოლის ყოყოჩობა იაშვილის აბდაუბდებმა დააგვირგვინეს და თქვენ კაპიტნობას არჩევთ... ჰანს კლოსი იქნება კაპიტანი, გაწყობთ?!...
გიგო პაპა
ოდნავ განსხვავებულ აზრს შემოგთავაზებდით: კაპიტნად ხვიჩა იყოს, ვიცე-კაპიტნად ჟორჟი. უნდა ვენდოთ ახალგაზრდებს. თანაც ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ესენი ორივე, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ცნობადები არიან ნაკრების ბიჭებიდან. აბა ეგრე რომ მივყვეთ კიტე, ჩაკვე, ან თუნდაც ბუდუ, რაღაცნაირად დედოვშჩინას პრინციპი გამოდის. კი არის 38 წლის კაშია, მაგრამ სად მაგის ავტორიტეტი და სად ხვიჩასი? ვგულისხმობ კონკრეტულად მოედანზე თამაშის დროს ყოფნისას, თორემ გუნდში ან გასახდელში რომ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ექნებათ ყველას, მაგაში ეჭვიც არ მეპარება.
ზიზუ
მე სამიდან ავრჩევდი კვარა ან კიტე ან ჩაკვე მე რომ ვირჩევდე ჩაკვეს ავირჩევდი ვიცე კვარა და მესამე კიტე
Irakli
კვარა კაპიტნად, ვიცე კაპიტანი კიტე
zura222
შე საქონელოო @@@
À
"კაპიტან ამერიკა" უნდა იყოს კაპიტანი
lasha
ვინ ახალი ფეხბურთელების გამოცდას აპირებს არავინ გამოუძახებია. ისევ კაშია და ამანც მივდივარ ნაკრებიდანო. და ვის გამოცდის მაინტერესებს ძალიან :)
თქვა რაა
რამე ხომ უნდა ეთქვა და დააბრეხვა რსღაც სისულელე. აქამდე უზბეკები და ავღანელები ჭარბობდნენ?
QT
იგულისხმება საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი ბიჭები, ახსენა კიდეც ისაკაძე.. ჟორჟიც ეგრე იპოვნეს და ეძებენ სხვებსაც, ქართული ფესვები ვისაც აქვს, მოძებნონ, თუ კარგი ონაცემები აქვს, მიცენ სააქართველოს მოაქალაქეობა და ათამაშონ ნაკრებში.
ბორინკას
აბა თქვენ ნებაზე რო იყოს თქვენ მიხაელ როთს დანიშნავდით კაპიტნად,მაგრამ თქვენი დრო წავიდა და ღმერთს მადლობა აღარც აღარასოდეს მოვა.

იაშვილის სიტყვები თვალში მომხვდა:რას ნიშნავს რაც შეიძლება მეტი ქართული გვარის ფეხბურთელი იყოს ნაკრებში?-აქამდე თითქოს სულ ქართველები თამაშობდნენ.
duo
feol nu mazgachob
ბეშკა
კვარა უნდა იყოს კაპიტანი, ლიდერია გუნდის , ავტორიტეცი აქვს და ხასითიც, ასეც იქნება მგონია
zura222
აჰაა შემოვარდნენ გადაგვარებული ვირთხები @ ფეისბუკზე და სხვაგან შიშით ხმას ვერ იღებენ(ნახეს რამდენმა ადამიანმა გააცილა პატრიარქი ბოლო გზაზე და ეშინით დაწრიპინების) და სპორტულ გვერდზე ანთხევენ შხამს და ბოღმას @@@
ფ
გიგა ბოკერია აჯობებს!
ფონიჭალის საგარეო საქმეთა მინისტრი
გოგა ხაიდრავა იქნებოდა კაი კაპიტანი, მაგრამ მე ვინ მკითხავს??
ფეოლა
სანიოლ, თავი რომ დაგვანებო კაშიასავით, არაა? რა ბალანსი, რის ბალანსი. მორჩი რა მაგ არაფრისთქმელ ტრაფარეტული ფრაზების დახეთქებას. აქამდე ვინ დაგიშალა რომ ნორმალური გუნდი შეგეკრა?
დათო
რეზო არველაძე აირჩიეთ კაპიტნად!
ტრი-ტრი
ჩივაძე დანიშნეთ კაპიტნად, შეთავსებით მეორე სამსახურიც ექნება)))
გიგა
რაიყოთ ხალხო რამ გადაგრიათ ამ ფეხბურთის პოლიტიზირებას მაინც დაანებეთ თავი, რა ჯანდაბა გჭირთ
კოკო
ჩვვენისთანა „დერჟიმორულ“ ქვეყანაში ძალიან დიდია ცდუნება ჩაერიოს კაპიტნის არჩევაში ფედერაცია, კალაძე, ყაველაშვილი და კობიაშვილი. ნუ იზამთ მაგას. მხოლოდ რეკომენდაცია და რჩევები. გუნდმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს კაპიტნის არჩევა და მერე იმ კაპიტნის წინამძღოლობით თუ საჭირო გახდა თავგანწირული თამაში.
ბორინკა
ბორია დავაყენოთ.. ჩვენი ვაზელინები მაინც ერთ ადგილში უძვრებიან.. ვიცე კაპიტანი კი ყაველა ან ვაბშე ჩიჩილაკა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში