როჯერ ფედერერმა კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდო სამ სეტში 6:4, 6:3, 6:2 დაამარცხა
ამერიკის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი ლოგიკურად დაიწყო - არ ყოფილა არც ერთი სენსაცია. პირველი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას - ეს გახლავთ მე-15 ნომერი, სერბი ვიქტორ ტროიცკი, ვინც კოლუმბიელ ალეხანდრო ფალასთან დამარცხდა.

ეს ჩოგბურთელი შარშანდელი უიმბლდონიდან გვახსოვს, როცა პირველ წრეში როჯერ ფედერერს საწყისი ორი სეტი მოუგო და მეოთხეში მატჩზე აწვდიდა. მაშინ შვეიცარიელმა ძალების არნორმალური დაძაბვით შეძლო თამაშის მეხუთე სეტში გადაყვანა და შემდეგ შანსი არ დაუტოვა სამხრეთამერიკელს.

ამჯერად თავად ფალა იყო მდევრის როლში, სეტებს შორის აგებდა 0:1-ს, 1:2-ს... მეოთხე სეტში ტროიცკი 4:2 დაწინაურდა და მეათე გეიმში სამი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორი პარტია ფალამ ერთნაირი ანგარიშით - 7:5 მოიგო და სამ საათსა და 40 წუთში გაიმარჯვა. ალეხანდროს წელს პროფესიულ ტურში მხოლოდ ცხრა მატჩი აქვს მოგებული და აქედან ნახევარი "დიდი სლემის" ტურნირებზე მოდის.

როლან გაროსზე მან მერვედფინალამდე გააღწია და იქ არგენტინელ ხუან იგნასიო ჩელასთან წააგო. მეორე წრეში ფალა მსოფლიოს ყოფილ მეორე ნომერს, გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდება.

როჯერ ფედერერს მეორე კოლუმბიელთან - სანტიაგო ხირალდოსთან ჰქონდა შეხვედრა. ამერიკის ღია ხუთგზის ჩემპიონს თითქმის არ ჰქონია პრობლემა და სამ სეტში გაუსწორდა მეტოქეს - 6:4, 6:3, 6:2. პირველ სეტში 5:1 დაწინაურების შემდეგ, კოლუმბიელმა ორი ბრეიკი გააკეთა და გაიბრძოლა, მაგრამ იქვე საკუთარი გეიმი და პარტია წააგო. ეს იყო ერთადერთი რთული მომენტი როჯერისთვის. საათსა და 46 წუთში ფედერერმა 35 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 36 "ვინერსი" მიითვალა.

შვეიცარიელს "დიდი სლემის" ტურნირებზე 224 გამარჯვება დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ანდრე აგასის გაუთანაბრდა. ეს მეორე შედეგია "ღია ერაში". როჯერზე წინ მხოლოდ ლეგენდარული ჯიმი კონორსია (232), რომლის რეკორდი, სავარაუდოდ, გაისად დაემხობა.

ფედერერი მეორე წრეში ისრაელელ დუდი სელას შეხვდება, რომელმაც 0:2-დან მოუგო ბრაზილიელ ტომაშ ბელუჩის - 4:6, 2:6, 6:4, 6:3, 6:0.

საინტერესო უნდა ყოფილიყო მატჩი გაელ მონფილსა და იუნიორთა შორის უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს გრიგორ დიმიტროვს შორის. მართალია, ფრანგმა სამ სეტში მოიგო, მაგრამ ბულგარელმა 2 საათი და 39 წუთი შეაყოვნა კორტზე მეშვიდე ნომერი - 7:6(4), 6:3, 6:4. 24 წლის მონფილსი კარგად გამოიყურებოდა ამერიკული სერიის ტურნირებზე - გავიდა ვაშინგტონის ფინალში და მეოთხედფინალში ითამაშა მონრეალისა და ცინცინატის მასტერსებზე (ორივეჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა).

მონფილსი შემდეგ წრეში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ესპანელ ხუან კარლოს ფერეროს შეხვდება, რომელმაც ხუთსეტიან თრილერში თანამემამულე პაბლო ანდუხარი დაამარცხა.

ძალიან იოლად გაიმარჯვა ამერიკელთა მთავარმა იმედმა მარდი ფიშმა, ვინც ამერიკული ტურნირების სერიის გამარჯვებული გახდა. გერმანელმა ტობიას კამკემ ამერიკელთა პირველ ნომერს მხოლოდ ხუთი გეიმი აართვა.

ფიშმა რვიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი აიღო, საკუთარ პირველ მოწოდებაზე კი მხოლოდ ექვსი ქულა წააგო. წესით, მარდის მეორე წრეშიც არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, რადგან მეტოქედ ყველასთვის უცნობი მალეკ ჟაზირი ჰყავს, რომელმაც ჰოლანდიელი ტიემო დე ბაკერი დაამარცხა და პირველი ტუნისელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირზე მატჩი მოიგო.

23 ეისი ჩააწოდა ხორვატმა ივო კარლოვიჩმა ერთ დროს ძლიერი ფერნანდო გონსალესის წინააღმდეგ, გარდა ამისა, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ რვა ქულა დაუთმო ჩილელს და შესაბამისად, სამ სეტში გაიმარჯვა. ახლა, ივოს მეორე წრეში რთული მატჩი ელის ფრანგ რიშარ გასკესთან, რომელმაც ექვსჯერ აიღო უკრაინელი სერგეი სტახოვსკის მოწოდება - 6:4, 6:4, 6:0.

ასევე სამ სეტში მოიგო მეორე ხორვატმა მარინ ჩილიჩმა. მისმა მეტოქემ, ამერიკელმა რაიან ჰარისონმა 37 უნებლიე და შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჩილიჩმა ამას 39 "ვინერსი" და შვიდი ბრეიკი (ცხრიდან) დაუმატა და მეორე წრეში ბერნარდ ტომიჩზე გავიდა. უიმბლდონის სენსაციას, 18 წლის ტომიჩს დებიუტი ჰქონდა ამერიკის ღიაზე, რომელიც იოლი გამარჯვებით აღნიშნა ამერიკელი მაიკლ იანთან მატჩში - 6:3, 6:4, 6:4.

კარგი ფორმა აჩვენა ტურნირის მეცხრე ნომერმა ტომაშ ბერდიხმა. 34 "ვინერსი" და შვიდი ეისი - ასეთი იყო მისი მონაგარი ფრანგი რომენ ჟუანის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩეხმა ბადესთან 18 ქულა (21-დან) მიითვალა და ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა - 6:2, 7:6(4), 6:1.

I წრე

ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22)-ფედერიკო ჟილი (პორ) 6:4, 6:2, 7:5; ფლავიო ჩიპოლა (იტა)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:4, 6:2; ივო კარლოვიჩი (ხორ)-ფერნანდო გონსალესი (ჩილ) 6:4, 6:4, 7:6(3); რიშარ გასკე (საფ, 13)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:4, 6:4, 6:0; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 9)-რომენ ჟუანი (საფ) 6:2, 7:6(4), 6:1; ფაბიო ფონინი (იტა)-ორასიო სებალიოსი (არგ) 5:7, 6:4, 7:6(5), 6:4; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ალბერტ რამოსი (ესპ) 7:5, 6:7(2), 6:3, 6:7(5), 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 20)-ოგუსტენ ჟენსე (საფ) 6:2, 7:5, 6:0; მარსელ გრანოლერსი (ესპ, 31)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:4, 6:4, 6:4; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 7:5, 6:2, 3:6, 7:6(5); ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 1:6, 7:5, 5:7, 6:1, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 7)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 7:6(4), 6:3, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:4, 6:3, 6:2; დუდი სელა (ისრ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 4:6, 2:6, 6:3, 6:3, 6:0; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-მაიკლ იანი (აშშ) 6:3, 6:4, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 27)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:2, 7:5, 7:6(6); რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 23)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:4, 6:1, 6:3; ხუან მონაკო (არგ)-ანდრეას სეპი (იტა) 7:6(1), 6:2, 6:2; ტომი ჰაასი (გერ)-ჯონათან დასნიერ დე ვეიჟი (საფ) 6:3, 6:4, 6:7(5), 6:1; ალეხანდრო ფალა (კოლ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 15) 3:6, 6:3, 4:6, 7:5, 7:5; მიხაელ ლოდრა (საფ, 29)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:2, 4:6, 4:6, 6:3, 6:2; კევინ ანდერსონი (ს.აფრ)-გო სეოდა (იაპ) 6:1, 6:3, 6:0; მალეკ ჟაზირი (ტუნ)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 4:6, 6:1, 6:4, 6:2; მარდი ფიში (აშშ, 8)-ტობიან კამკე (გერ) 6:2, 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა