ქალებს შორის პირველ დღეს, აფიშის მხრივ, ერთი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
ქალებს შორის პირველ დღეს, აფიშის მხრივ, ერთი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პოლონელი დები - აგნიეშკა და ურსულა რადვანსკები. სხვათა შორის ორი წლის წინ, ამ ჩოგბურთელებზე ეჭვი მიიტანეს - ეგონათ, რომ ისინი "ჩაწყობილ" მატჩს თამაშობდნენ. რთული სათქმელია, ახლა რამდენად პატიოსანი იყო მათი მატჩის შედეგი, მაგრამ ორ სეტში აგნიეშკას გამარჯვება, წესით, არავის არ უნდა გაკვირვებოდა.

WTA-ის მე-13 ნომერმა შესანიშნავად წარმართა ამერიკული სერიის ტურნირები - ვაშინგტონიში მეოთხედფინალში გავიდა, ტორონტოში - ნახევარფინალში, კარლსბადში კი გაიმარჯვა. რაც შეეხება ურსულას, ის დიდი ხანი ტრავმას მკურნალობდა, რეიტინგში ბევრი დაკარგა და აშშ-ის ღიაზე კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. საბოლოოდ, აგნიეშკამ საათსა და 23 წუთში 6:2, 6:3 გაიმარჯვა.

სხვათა შორის ეს მე-19 შემთხვევაა "ღია ერაში", როცა "დიდი სლემის" ტურნირებზე დები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (ამ 19 მატჩიდან 12-ში უფროსმა დამ გაიმარჯვა):

1985, ავსტრალია, 1/8 - მანუელა მალეევა-კატერინა მალეევა

1985, აშშ, I წრე - ენ მინტერი-ელიზაბეტ მინტერი

1990, აშშ, I წრე - კატერინა მალეევა-მაგდალენა მალეევა

1991, ავსტრალია, 1/8 - კატერინა მალეევა-მაგდალენა მალეევა

1992, აშშ, 1/4 - მანუელა მალეევა-მაგდალენა მალეევა

1993, აშშ, 1/8 - კატერინა მალეევა-მაგდალენა მალეევა

1998, ავსტრალია, II წრე - ვენუს უილიამსი-სერენა უილიამსი

2000, უიმბლდონი, 1/2 - ვენუს უილიამსი-სერენა უილიამსი

2001, აშშ, ფინალი - ვენუს უილიამსი-სერენა უილიამსი

2002, როლან გაროსი, ფინალი - სერენა უილიამსი-ვენუს უილიამსი

2002, უიმბლდონი, ფინალი - სერენა უილიამსი-ვენუს უილიამსი

2002, აშშ, ფინალი - სერენა უილიამსი-ვენუს უილიამსი

2003, ავსტრალია, ფინალი - სერენა უილიამსი-ვენუს უილიამსი

2003, უიმბლდონი, ფინალი - სერენა უილიამსი-ვენუს უილიამსი

2005, აშშ, 1/8 - ვენუს უილიამსი-სერენა უილიამსი

2008, უიმბლდონი, ფინალი - ვენუს უილიამსი-სერენა უილიამსი

2008, აშშ, 1/4, ფინალი - სერენა უილიამსი-ვენუს უილიამსი

2009, უიმბლდონი, ფინალი - სერენა უილიამსი-ვენუს უილიამსი

2011 აშშ, I წრე - აგნიეშკა რადვანსკა-ურსულა რადვანსკა

შენიშვნა: პირველად მითითებულია გამარჯვებული ჩოგბურთელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა