ტეგუში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ დღეს კვლავ მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა
ტეგუში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ დღეს კვლავ მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა. დღის მთავარი ფინალი ქალებს შორის ჭოკით ხტომა იყო, სადაც, ბოლო დროს, აშკარად მოუკლო რუსმა ლეგენდამ ელენა ისინბაევამ, სამაგიეროდ, მოუმატეს მისმა კონკურენტებმა, ამიტომაც ეს დისციპლინა ბოლო ორი სეზონია დაძაბულ ბრძოლას ჩუქნის მაყურებელს.

ისინბაევას ბოლო დიდი წარმატება 2008 წლით თარიღდება - მან მოიგო პეკინის ოლიმპიადა. შემდეგ იყო ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონატი (2009) და პირველი სერიოზული ჩავარდნა, მოგვიანებით, დოჰაში ზამთრის მსოფლიოს პირველობაზე ისინბაევა ისევ მედლების გარეშე დარჩა, რის შემდეგაც რუსმა კარიერაში პაუზის აღება გადაწყვიტა და მხოლოდ 2011 წლის ივლისში განაახლა გამოსვლა.

ტეგუმდე ის ერთადერთ დიდ ტურნირში იღებდა მონაწილეობას - სტოკჰოლმში მან პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ გუშინ ერთმნიშვნელოვნად მთავარ ფავორიტად არ მიიჩნეოდა.

როგორც ვთქვით, ჭოკით ხტომაში კონკურენცია ძალიან გაიზარდა. ადრე 4.65 მეტრი სიმაღლის შემდეგ სექტორში მხოლოდ უძლიერესები რჩებოდნენ, ახლა კი ეს სიმაღლე ცხრა სპორტსმენმა დაძლია. 4.70-ის შემდეგ ხუთი პრეტენდენტი დარჩა. სხვათა შორის სწორედ ამ სიმაღლეზე გამოეთიშა ბრძოლას მსოფლიოს 2009 ჩემპიონი, პოლონელი ანა როგოვსკა.

ისინბაევამ მშვიდად გადალახა 4.65, 4.70 მეტრი კი გამოტოვა. მისი წარუმატებლობა 4.75 მეტრიდან დაიწყო, როცა რუსმა ფავორიტმა პირველი ცდა გააფუჭა. ეს სიმაღლე პირველივე ცდიდან აიღეს ბრაზილიელმა ფაბიანა მიურერმა და რუსმა სვეტლანა ფეიფანოვამ. ისინბაევამ მეორე ცდა 4.80-ე გადაიტანა, მაგრამ იქაც იმედგაცრუება ელოდა. მსოფლიოს ზედიზედ მესამე ჩემპიონატზე (ზამთრია სტარტის ჩათვლით) ისინბაევა მედლის გარეშე დარჩა.

ფეიფანოვამ 4.80-ზე დაასრულა გამოსვლა და ბრინჯაოს დასჯერდა - ეს მისი მეოთხე მედალია მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მეორე ადგილზე სენსაციურად გავიდა გერმანელი მარტინა შტრუცი - მან თავისი ქვეყნის ახალი რეკორდიც დაამყარა - 4.80 მეტრი. გამარჯვება კი მიურერს დარჩა სამხრეთ ამერიკის ახალი რეკორდით - 4.85 მეტრი. ბრაზილიელი ზამთრის ჩემპიონატის გამარჯვებული იყო, ღია არენაზე კი ეს მისი პირველი დიდი გამარჯვებაა.

ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა 800 მეტრზე მამაკაცებს შორის. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ კენიელი დავიდ რუდიშა აქ ვინმეს პირველობას დაუთმობდა. შეგახსენებთ, რომ მან წელს ორჯერ განაახლა ამ დისციპლინაში მსოფლიოს რეკორდი. პროგნოზი გამართლდა - ფავორიტი პირველივე მეტრებიდან სათავეში ჩაუდგა გარბენს, გადამწყვეტი აჩქარება კი ბოლო ვირაჟის შემდეგ გააკეთა და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი.

გაცილებით საინტერესო იყო მეორე ადგილისთვის ბრძოლა. აქ დიდი ხანი მეორე პოზიციას ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რუსი იური ბორზაკოვსკი ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლო მეტრებზე წინ გაუშვა მეორე კენიელი აბუბაკერ კაკი. მიუხედავად ამისა, 30 წლის ბორზაკოვსკისთვის ზედიზედ მეოთხე ჩემპიონატზე პრიზიორებს შორის მოხვედრა - დიდი მიღწევაა.

ბორზაკოვსკის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოთხი მედალი აქვს მოგებული ლეგენდარულ ლიტველ ბადროს მტყორცნელს ვირგილიუს ალეკნას, მაგრამ 39 წლის სპორტსმენმა მეხუთე მედალი ვერ აიღო - ის მეექვსე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონის ტიტული დაიცვა რობერტ ჰარტინგმა, ოლიმპიური ჩემპიონი გერდ კანტერი კი მეორე ადგილზე გავიდა.

დღის ბოლო ფინალში - მამაკაცებს შორის 400 მეტრზე სირბილში საინტერესო დუელი გაიმართა მოქმედ ჩემპიონს ლაშოუნ მერიტსა და 18 წლის კირანი ჯეიმსს შორის. ამერიკელმა მერიტმა სულ ცოტა ხნის წინ მოიხადა ორწლიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, მაინც კარგად მოემზადა ჩემპიონატისთვის.

ბოლო ვირაჟიდან ამერიკელი ლიდერად გამოვიდა, მაგრამ კირანს უკეთესი ტემპი ჰქონდა და თანდათან ეწეოდა კონკურენტს. ყველაფერი ბოლო მეტრებზე გადაწყდა - ჯეიმსმა სამი მეასედი წამი მოუგო მერიტს და მძლეოსნობის მოყვარულების თვალწინ ახალი ვარსკვლავი დაიბადა. ბევრს არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი 18 წლის ასაკში.

კაცები

400 მ

1. კირანი ჯეიმსი (გრენ) - 44,60; 2. ლაშოუნ მერიტი (აშშ) - 44,63; 3. კევინ ბორლი (ბელ) - 44,90...

800 მ

1. დავიდ რუდიშა (კენ) - 1.42,91; 2. აბუბაკერ კაკი (კენ) - 1.44,41; 3. იური ბორზაკოვსკი (რუს) - 1.44,49...

ბადრო

1. რობერტ ჰარტინგი (გერ) - 68,97; 2. გერდ კანტერი (ესტ) - 66,95; 3. ეჰსან ჰადადი (ირა) - 66,08...

ქალები

3000 მ/სტიპლჩეზი

1. იულია ზარუდნევა-ზარიპოვა (რუს) - 9.07,03; 2. ჰაბიბა გრიბი (ტუნ) - 9.11,97; 3. მილკა ჩემოს ჩეივა (კენ) - 9.17,16...

ჭოკი

1. ფაბიანა მიურერი (ბრა) - 4,85; 2. მარტინა შტრუცი (გერ) - 4,80; 3. სვეტლანა ფეოფანოვა (რუს) - 4,75...

შვიდჭიდი

1. ტატიანა ჩერნოვა (რუს) - 6880 ქულა; 2. ჯენიფერ ენისი (ბრიტ) - 6751; 3. ჯენიფერ ოზერი (გერ) - 6572...

მედლების ჩათვლა

ო ვ ბ ს

1. აშშ 4 4 1 9

2-3. კენია 3 2 3 8

2-3. რუსეთი 3 2 3 8

4. გერმანია 1 2 1 4

5-6. იამაიკა 1 1 0 2

5-6. ჩინეთი 1 1 0 2

7. ეთიოპია 1 0 1 2

8-13. ბოტსვანა 1 0 0 1

8-13. იაპონია 1 0 0 1

8-13. ზელანდია 1 0 0 1

8-13. პოლონეთი 1 0 0 1

8-13. ბრაზილია 1 0 0 1

8-13. გრენადა 1 0 0 1

14. ბრიტანეთი 0 2 1 3

15. კუბა 0 1 2 3

16-20. ბელარუსი 0 1 0 1

16-20. უნგრეთი 0 1 0 1

16-20. ესტონეთი 0 1 0 1

16-20. ტუნისი 0 1 0 1

16-20. სუდანი 0 1 0 1

21-27. კოლუმბია 0 0 1 1

21-27. საფრანგეთი 0 0 1 1

21-27. ლატვია 0 0 1 1

21-27. სენტ კიტსი 0 0 1 1

21-27. სლოვენია 0 0 1 1

21-27. ტრინიდადი 0 0 1 1

21-27. ბელგია 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის