ამერიკის ღია პირველობაზე საქართველოს პირველი ჩოგანი მე-17 ნომრად განთესილ ანასტასია პავლიუჩენკოვასთან 2:6, 2:6 დამარცხდა
გუშინ, 30 აგვისტოს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო (ვტა-მ დააგვიანა სრული სიის გამოქვეყნება), ვერ შემოგთავაზეთ ქართველ ქალთა ახალი რეიტინგი.

მხოლოდ ანა ტატიშვილის შესახებ ვთქვით, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი კვლავ 85-ე ჩოგნად დარჩა. ანამ 30 აგვისტოს გვიან ღამით ამერიკის ღია პირველობაზე მე-17 ნომრად განთესილ ანასტასია პავლიუჩენკოვასთან (რუსეთი, 16) ითამაშა და ორ სეტში 2:6, 2:6 დამარცხდა. გაგაცნობთ სხვა ჩვენებურთა დღევანდელ მდგომარეობას: 209 (-1) ოქსანა კალაშნიკოვა - 275 ქულა; 214 (-1) მაკა ჩახნაშვილი - 273; 278 (+17) სოფიო შაფათავა - 202; 433 (-1) ეკა გორგოძე - 89; 458 (+2) სოფიო ქვაცაბაია - 78; 470 (-) თათია მიქაძე - 75.

შაფათავას 17-ადგილიანი პროგრესი სტამბოლის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით არის განპირობებული. სხვა მხრივ, კი ახალ რეიტინგში საინტერესო არაფერია. სოფიო ახლა რუმინულ მამაიაში იმყოფება, სადაც 25-ათასიანი ტურნირი დაიწყო. წყვილთა ბადეში მე-3 განთესილმა ქართულ-რუსულმა (მარინა შამაიკო) დუეტმა 6:2, 6:3 მოუგო რუმინულს (დამასკინი, მარკუ) და მეოთხედფინალში გავიდა.

მათი ახალი მეტოქეები რუმინელი ანდრეი და ფრანგი პიკეონი იქნებიან. ერთეულებში შაფათავა მე-8 ნომრად არის განთესილი და დღეს, 31 აგვისტოს სლოვაკ ჟუჟანა ლუკნაროვას (301) ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა