24 აპრილს თბილისის "დინამომ" გუნდის ახალ მწვრთნელად თემურ ქეცბაია წარადგინა, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. მედიასთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კლუბის ახალ მწვრთნელს კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ძმა თორნიკე კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს.

16 წლის თორნიკე "დინამოს" აკადემიაში ირიცხება და ქეცბაიას ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა მას ძირითად გუნდში მოხვედრის შანსი.

"ნაადრევი არაფერი არ არის. ჩვენ მაგაზე ლაპარაკი გვქონდა. ჯერ მხოლოდ 2 დღეა გუნდში ვართ და გვექნება მაგის დრო, რომ ყველაფერში გავერკვეთ. ყველა იმ ნიჭიერ და ახალგაზრდა ფეხბურთელს ვნახავთ.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის არის. რა თქმა უნდა, 10 წლის ბავშვს ვერ მოვიყვანთ, მაგრამ 16-17 წლის ბავშვი უკვე მზად არის იმისთვის, რომ პირველ გუნდში მოხვდეს. შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ ვარჯიშის საშუალება მაინც ექნება.

როდესაც რომელიმე ფეხბურთელი ნიჭერია, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო, რადგან მისი ოსტატობა კიდევ უფრო გაიზარდოს. გვაქვს მაგალითები სალიას სახით, რომელმაც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო თამაში და "ნიუკასლის" სახით ძალიან მაღალი დონის გუნდში წავიდა, რადგან დაიმსახურა და იმედი მაქვს, ქართულ ფეხბურთს კარგ სახელს მოუტანს", - თქვა ქეცბაიამ.

ტორო
გაათხოვა რას ნიშნავს ? შეუყვარდა გოგოს და გათხოვდა.
ვახტანგი
21 წლამდე ფეხბურთელები არ უნდა გაყიდოთ და ნაკრების უთამაშებელი წევრები დაიმატეთ ხოლმე. მაგ. საზონოვი 21-ის შემდეგ ვისაც გაყიდით, მილიონებად თუ არ ყიდით, ჯობია დაიტოვოთ ხოლმე, ვინაიდან ვერც იქ თამაშობენ და იკარგებიან და ნაკრებსაც აკლდება ნიჭიერი ფეხბურთელები. ბებერი ფეხბურთელები თუ ნაკრებს აღარ არდგებიან, მოიშორეთ
Mr.Barneli
დაგვიბრუნდა ოქრო კაცი. გული დამწყდა რომ მისი გოგო კვოპროსელზე გაათხოვა, ამდენია ბიჭია უცოლო.
lasha
გარკვეულ ასაკამდე ფეხბურთელი არ უნდა გაიყიდოს. თუ შედეგი გინდა რამე. ან სალია რო გაუშვით რა ქმენით მერე?! რა ნიუკასლის ძირითაში მოხვდება?!
555
ჟორა, მოკლედ შენ და ტრი-ტრი ისე წერთ თითქოს ფეხბურთელს ან მის მშობელს დიდი არჩევანი ჰქონდეს.კუჭი უხმებათ ,ვარჯიშებზე მშივრები დადიან და ოჯახები კომუნალურებს ვერ იხდიან.თქვენ კი აქ დიდაქტიკაზე და ბრმა პერსპექტივებზე "ბაზრობთ".
იკა
უცხოეთში ვარ (სამწუხაროდ), და სად ვნახო ქეცბას შეხვედრა ჟურნალისტებთან, მაინტერესებს აზრი როგორ ჩამოაყალიბა. მაგ კაცის მოსმენა არასოდეს მომბეზრდება და მისი წარმატება და დინამოს წარმატება ძალიან გამიხარდება. "ნაადრევი არაფერი არ არის. ჩვენ მაგაზე ლაპარაკი გვქონდა. ჯერ მხოლოდ 2 დღეა გუნდში ვართ და გვექნება მაგის დრო, რომ ყველაფერში გავერკვეთ. ყველა იმ ნიჭიერ და ახალგაზრდა ფეხბურთელს ვნახავთ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის არის. რა თქმა უნდა, 10 წლის ბავშვს ვერ მოვიყვანთ, მაგრამ 16-17 წლის ბავშვი უკვე მზად არის იმისთვის, რომ პირველ გუნდში მოხვდეს. შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ ვარჯიშის საშუალება მაინც ექნება. როდესაც რომელიმე ფეხბურთელი ნიჭერია, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო, რადგან მისი ოსტატობა კიდევ უფრო გაიზარდოს. გვაქვს მაგალითები სალიას სახით, რომელმაც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო თამაში და "ნიუკასლის" სახით ძალიან მაღალი დონის გუნდში წავიდა, რადგან დაიმსახურა და იმედი მაქვს, ქართულ ფეხბურთს კარგ სახელს მოუტანს."
ჟორა
არაა კარგი ამ ტალანტების უპრაგონო გადინება რომ ხდება. ბევრჯერ ჯობია საქართველოს პირველობაზე თამაში და დავაჟკაცება, ვიდრე ბარსელონასა და რეალის სათადარიგოთა სკამზე ჯდომაა. ახალგაზრდა ტალანტი თამაშში უნდა დავაჟკაცდეს, დასავლეთის მაღალი ლიგის გუნდები კი 17-18 წლის ფეხბურთელს თუ ის იამალი არაა, თამაშებს არ მისცემენ, იმისათვის რომ ის გაიზარდოს. მათ შედეგის ჩვენება უნდათ და გაზრდილი ფეხბურთელი უნდათ და არა გასაზრდელი.
ტრი-ტრი
პარკაძეც წაიყვანა 16 წლისა ბაიერნმა და ეხლა სად თამაშობს? სალიაო რომ ამბობს, ათამაშებს ნიუკასლი? რატი ყავდა ალექსიძე ჩელსის წაყვანილი და ითამაშა დიდი ფეხბურთი? ჭანტურიამ გაქაჩა ბარსელონაში? საზღვარგარეთ კი არ უნდა აგზავნიდეთ კაპიკებად ნიჭიერ ბიჭებს, არამედ ზღვარი უნდა დააწესოთ (21წლამდე მაინც), რომ ჯერ ეროვნულ ლიგაში გამოიჩინონ თავი და რამეში მაინც გამოადგნენ ქვეყანას. მაგიტომაც გვყვავს დაცლილი ადგილობრივი გუნდები და აფრიკელები ჩამოგვყვავს სანაცვლოდ.
ღიმილის ბიჭი
თემურ ქეცბაია არის უძლიერესი იმ საქმეში რასაც ფეხბურთი ჰქვია, არ არის აუცილებელი მწვრთნელობა ფედერაციაშიც არის საჭირო და სპორტის კომიტეტშიც
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
"ბაიერნის" შემდეგ ინტერესი უკვე ინგლისური გრანდებიდან - თორნიკე კვარაცხელიას ახალი მსურველები ჰყავს
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"ხვიჩას ასლია, შთამბეჭდავია და დიდ სენსაციას იწვევს" - ცნობილი გამოცემები თორნიკე კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა თორნიკე კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"